საგანმანათლებლო
ბლოგის
მიზანია კოლეგებსა და დაინტერესებულ პირებს
მივაწოდო ინფორმაცია
საგნის
სწავლების
მეთოდოლოგიასა
და
მიდგომებთან
დაკავშირებით. ავღრიცხო ჩემი როგორც, მასწავლებლის საქმიანობა და ასევე ჩემი და ჩემი მოსწავლეების განხორციელებული აქტივობები.
მოცემულ ბლოგზე, თქვენ გაეცნობით
ჩემს მიერ მომზადებულ მასალებსა და განხორციელებულ აქტივობებს: სასწავლო პროექტებს, სამოდელო და საჩვენებელი გაკვეთილის გეგმებს, შეფასების სქემებს, ჩატარებულ გაკვეთილებზე გაკეთებულ რეფლექსიებს, სასწავლო რესურსებს, კონკურსებს, ინტელექტუალურ თამაშებსა და პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიშსს.
ჰიპერტექსტური ბმულები მოგცემთ საიტზე ნავიგაციის საშუალებას. ბლოგზე გამოყენებული მაქვს გრაფიკული გამოსახულებები, რაც ვებ გვერდს საინტერესოს ხდის როგორც ვიზუალურად, ისე შინაარსობრივად
შევეცადე ბლოგზე ჩემი მუშაობა მაქსიმალურად დეტალურად განმეხილა, კოლეგებისა და დაინტერესებული პირებისათვის გამეზიარებინა ჩემი და ჩემი მოსწავლეების მიერ განხორციიელებული აქტივობები, ასევე მივიღო შენიშვნები და რჩევები.
ვცდილობ, საჭიროების შემთხვევაში საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში დავეხმარო მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს.
ბლოგის სტუმრებს შეუძლიათ კომენტარის სახით დატოვონ საკუთარი მოსაზრებები და რეკომენდაციები - თუ რამდენად საინტერესოა ბლოგზე განთავსებული მასალა და რას მირჩევთ მომავალ საქმიანობაში გასათვალისწინებლად.
გვერდის დათვალიერების შემდეგ გთხოვთ შეავსოთ გამოკითხვა-უკუკავშირი.
წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისთვის!
No comments:
Post a Comment