ელექტრონული სასწავლო რესურსების გამოყენების ინსტრუქცია და რეფლექსია
მასწავლებლის სახელი, გვარი : ელზა გიორგაძე;
ელექტრონული
სასწავლო რესურსი
: ,,საბაზრო კონკურენციის სახეები“
საგანი: სამოქალაქო განათლება;
სწავლების საფეხური/კლასი: საბაზო, IX კლასი;
- რესურსის გამოყენების ინსტრუქცია:
წარმოდგენილი
სასწავლო რესურსი მოიცავს ვებგვედზე - learningapps.org ( https:// learningapps. org/display? v=phcnqpetv 18) შექმნილ ელექტრონულ დავალებას, learningapps.org-ზე
შესვლის შემდეგ, მოსწავლე ხედავს დავალებას - ,,საბაზრო კონკურენციის სახეები“. დავალებას თავფურცლად ერთვის მისი შევსების მარტივი
ინსტრუქცია: - ,,ყურადრებით წაიკითხე, მოძებნე და დააწყვილე საბაზრო კონკურენციის ტიპები შესაბამის მახასიათებელთან, სწორი პასუხის შემთხევაში პროგრამა პაუხს გაამწვანებს, არასწორი არჩევანის შემთხვევაში კი გააწითლებს. გისურვებთ წარმატებებს!!!“
- რესურსის გამოყენების რეფლექსია:
იმისათვის, რომ საგაკვეთილი პროცესი
მოსწავლისათვის საინტერესო და მრავალფეროვანი ყოფილიყო, თემის მიმართ გაზრდილიყო
მათი მოტივაცია და საკითხით დაინტერესება, მიზნად დავისახე შემექმნა წინმამდებარე ელექტრონული რესურსი, რესურსის მიზანია - საბაზრო კონკურენციის
სახეებისა და მათთვის დამახასიათებელი თვისებების შესწავლა-გაანალიზება, აღნიშნული რესურსი შექმნილია ესგ-ის მე-9 კლასის სასწავლო სტანდარტის შესაბამისად და პასუხობს ეროვნული სასწავლო გეგმის შემდეგ
მოთხოვნებს:
მოქ.IX.6. მოსწავლეს შეუძლია საზოგადოებრივი უსაფრთხოების ძირითადი
პრობლემების გადასაჭრელად თანამშრომლობა
მოქ.IX.8. მოსწავლეს შეუძლია საზოგადოებაში მშვიდობიანი თანაარსებობის საფუძვლებისა და პირობების კვლევა;
ინდიკატორები: ადარებს მშობლიურ
მხარეში გავრცელებულ
ტრადიციულ და
თანამედროვე ეკონომიკურ
საქმიანობებს სარფიანობის
მიხედვით; მსჯელობს ეკონომიკური
საქმიანობის სფეროს
შეცვლის გამომწვევ
მიზეზებზე;
მოცემული
ასაკობრივი ჯგუფის მოსწავლეებისათვის სააინტერესოს და სახალისოს ხდის საგაკვეთილო
პროცესში ინტერნეტის, ელექტრონული რესურესბისა და სხვდასხვა საგანმანათლებლო თამაშების გამოყენება, ამასთან
ამ ხრივ შეძენილი ცოდნა დიდხანს
ამახსოვრდებათ და შესაძლებელს ხდის ამ ცოდნის სხვადასხვა ცხორებისეულ
სიტუაციაში ეფეტურ გამოყენებას.
აღნიშნული ელექტრონული რესურსის გამოყენება დაეხმარება მოსწავლეებს ახსნილი
მასალის გააზრების, ვიზუალურად უკეთ აღქმასა და შემდგომი სასწავლო აქტივობების ორგანიზებაში. მოსწავლეებისათვის
რესურსზე მუშაობა იძლევა შეცდომის დაშვებისა და გამოსწორების შესაძლებლობას.
წყვილთა არასწორად შერჩევისას უჯრა წითელ ფერს იღებს, ხოლო სწორად ჩასმის შემთხვევაში - მწვანდება.
მოსწავლეებმა ხალისით შეასრულეს დავალება. წყვილების თანმიმდევრული დალაგება დაეხმარა
მათ ახსნილი მასალის გააზრებაში. ამ რესურსის საგანმანათლებლო მიზნით გამოყენენბა შესაძლებელია
სხვადასხვა ეკონომიკური თემების განხილვესას, მოსწავლეთა პრივოცირებისა და წინარე ცოდნის
გააქტიურების მიზნით, რესურასი მრავალჯერადი
გამოყენებისთვის არის გამიზნული ამასთან, მისი გამოყენება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.
დღევანდელი სასწავლო გარემოსა და მოსწავლეთა ამ ასაკობრივი ჯგუფის ინტერესებიდან გამომდინარე მოცემული ელექტრონული რესურსი შეესაბამება სწავლების არსებულ მოთხოვნებს. ის ეხმარება მოსწავლებს საკლასო ოთახის პირობებში ყურადრება გაამახვილოს, როგორც ახალი მასალის საკვანძო საკითხებზე, ისე ვიზუალურ მხარეზე, რაც აადვილებს საბაზრო ეკონომიკის
სტრუქტურებზე სათანადო წარმოდგენის შექმნას. ელ. რესურსი ხელს უწყობს მედიამეცნიერების და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას.
აღნიშნული სასწავლო რესურსი შედგენილია მოსწავლეებისათვის გასაგებ და ადვილად აღსაქმელ ენაზე. წარმოდგენილ
მასალაში ყურადრება მახვილდება ძირეულ საკვანძო საკითხებზე, რომელიც ეხმარება მოსწავლეებს ცოდნის გამტკიცებასა და სასწავლო მასალის შეჯამებაში. ვფიქრობ, ასეთი ფორმით მასალის მიწოდება ხელს უწყობს საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას, მრავალფეროვანს ხდის სასწავლო პროცესს. არის ინტერაქტიური და მოსწავლეებს საშუალებას აძლევს აქტიურად იყვნენ ჩართული გაკვეთილის მსვლელობაში.
------------------------------ ელზა გიორგაძე
2017-2018 ს/წ
ელექტრონული სასწავლო რესურსი : ,,სახელმწიფოს მმართველობის ფორმები“
სწავლების საფეხური/კლასი: საბაზო,
საშუალო, IX-X კლასი;
- რესურსის გამოყენების ინსტრუქცია:
წარმოდგენილი
სასწავლო რესურსი მოიცავს ვებგვედზე - learningapps.org ( https://learningapps.org/4984927
) შექმნილ ელექტრონულ დავალებას,
learningapps.org-ზე შესვლის შემდეგ,
მოსწავლე ხედავს დავალებას - ,,სახელმწიფოს მმართველობის ფორმები“. დავალებას თავფურცლად ერთვის მისი შევსების მარტივი
ინსტრუქცია: - ,,ყურადღებით წაიკითხეთ მოცემული კითხვები და აირჩიეთ სწორი პასუხი! სწორი პასუხის შემთხევაში პროგრამა პაუხს გაამწვანებს, არასწორი არჩევანის შემთხვევაში კი გააწითლებს. გისურვებთ წარმატებებს!!!“
- რესურსისგამოყენებისრეფლექსია:
სასწავლო პროცესში დიდი მნიშვნელობა
ენიჭება სწავლების თანამედროვე მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენებას. ამ მიმართულებით მოსწავლეთა განსაკუთრებულ ინტერესს ელექტრონული რესურსებითა და საგანმანათლებლო თამაშებით
სწავლება წარმოადგენს, წარმოდგენილი რესურსის შექმნა სწორედ აღნიშნულმა ფაქტორმა გადამაწყვეტინა,
რესურსის მიზანია - სახელმწიფოს მმართველობის
ფორმების შესწავლა-გაანალიზება, აღნიშნული რესურსი შექმნილია ესგ-ის მე-9
და მე-10 კლასის სასწავლო სტანდარტის შესაბამისად:
· მოქ. IX. 10. — მოსწავლეს შეუძლია
გაანალიზოს საქართველოს
სახელმწიფო მმართველობის
სისტემა.
· მოქ.IX. 9. — მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს საქართველოს მოქალაქის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები, მოვალეობები და პასუხისმგებლობები.
· მოქ.X. 10. — მოსწავლეს შეუძლია საქართველოს მოქალაქის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობების კვლევა და გამოყენება.
წარმოდგენილი ელექტრონული სასწავლო
რესურსის გამოყენება დაეხმარება მოსწავლეებს ახსნილი მასალის გააზრების, კატეგორიზაციისა
და შემდგომი სასწავლო აქტივობების ორგანიზებაში. მოსწავლეებისათვის
რესურსზე მუშაობა იძლევა შეცდომის დაშვებისა და გამოსწორების შესაძლებლობას.
მოსწავლეებმა ხალისით შეასრულეს დავალება. მოცემული საგანმანათლებლო თამაშის ,,ვიქტორინის“
შევსება დაეხმარა მათ ახსნილი მასალის გააზრებაში. სასწავლო რესურსი ხელს
უწყობს მოსწავლებს საკლასო ოთახის პირობებში ყურადრება გაამახვილოს, ახალი მასალის საკვანძო საკითხებზე, რაც აადვილებს სახელმწიფოთა
მმართველობის ფორმებზე სათანადო წარმოდგენის შექმნას.
აღნიშნული
რესურსის საგანმანათლებლო მიზნით გამოყენენბა შესაძლებელია ისტორიისა და სამოქალაქო
განათლების გაკვეთილებზე, სხვადასხვა ისტორიული თემების გახილვისაა და სახელმწიფოთა
დახასიათებისას, მოსწავლეთა პრივოცირებისა და წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით, რესურასი მრავალჯერადი გამოყენებისთვის არის გამიზნული
ამასთან, მისი გამოყენება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.
აღნიშნული რესურსის გამოყენებამ სწავლის პროცესი უფრო საინტერესო გახდა როგორც მოსწალეებისთვის, ისე მასწავლებლისთვის, ვინაიდან ის იძლევა შესაძლებლობას, თვალნათლივ დაინახო საკუთარი შრომის შედეგი. მასწავლებელი ხდება უფრო ინფორმირებული, უფრო მობილური, მოტივირებული.
დღევანდელი სასწავლო გარემოსა და მოსწავლეთა ამ ასაკობრივი ჯგუფის ინტერესებიდან გამომდინარე მოცემული ელექტრონული რესურსი შეესაბამება სწავლების არსებულ მოთხოვნებს. აღნიშნული სასწავლო რესურსი შექმნილია მოსწავლეთა ასაკობრივი შესაძლებლობების გათვალისწინებით, მორგებულია მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე, შედგენილია მათთვის გასაგებ და ადვილად აღსაქმელ ენაზე. წარმოდგენილ მასალაში ყურადრება მახვილდება ძირეულ საკვანძო საკითხებზე, რომელიც ეხმარება მოსწავლეებს ცოდნის გამტკიცებასა და სასწავლო მასალის შეჯამებაში. ვფიქრობ, ასეთი ფორმით მასალის მიწოდება ხელს უწყობს საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას, მრავალფეროვანს ხდის სასწავლო პროცესს. არის ინტერაქტიური და მოსწავლეებს საშუალებას აძლევს აქტიურად იყვნენ ჩართული გაკვეთილის მსვლელობაში.
------------------------------ ელზა გიორგაძე
2017-2018
ს/წ
ელექტრონული
სასწავლო რესურსი
: ,,საქართველოს კონსტიტუცია“.
საგანი: სამოქალაქო განათლება;
სწავლების საფეხური/კლასი: საშუალო,
X კლასი;
- რესურსისგამოყენებისინსტრუქცია:
წარმოდგენილი სასწავლო რესურსი მოიცავს ვებგვედზე
- learningapps.org ( https://learningapps.org/display?v=pe107g53318) შექმნილ
ელექტრონულ დავალებას, learningapps.org-ზე
შესვლის შემდეგ, მოსწავლე ხედავს დავალებას - ,,საქართველოს
კონსტიტუცია“. დავალებას თავფურცლად ერთვის
მისი შევსების მარტივი ინსტრუქცია: - ,,ყურადრებით წაიკითხეთ მოცემული ტექსტი და გამოტოვებული ადგილები შეავსეთ მაუსის მარცხენა ღილაკზე დაკლიკვის შედეგად ჩამოშლილი სავარაუდო ჩამონათვალიდან, სწორი პასუხის შემთხევაში პროგრამა პაუხს გაამწვანებს, არასწორი არჩევანის შემთხვევაში კი გააწითლებს. გისურვებთ წარმატებებს!!!“
- რესურსისგამოყენებისრეფლექსია:
საგაკვეთილო პროცესის ეფექტური განორციელების საუკეთესო
საშუალებად სწავლების მარავალფეროვანი აქტივობების გამოყენება მიიჩნევა, ამ მხრივ მოსწავლეთა
განსაკუთრებულ ინტერესს სასწავლო პროცესში ელექტრონული რესურსებისა
და სგნანმანათლებლო თამაშების გამოყენება წარმოადგენს, აქედან გამომდინარე მიზნად დავისახე
შემექმნა წინმამდებარე ელექტრონული
რესურსი, რესურსის მიზანია
- საქართველოს კონსტიტუციის
ძირითადი საკითხების შესწავლა-გაანალიზება, აღნიშნული რესურსი შექმნილია ესგ-ის მე-10 კლასის სასწავლო სტანდარტის შესაბამისად, კერძოთ:
მოქ- X. 9. მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს საქართველოს სახელმწიფო მმართველობის სისტემის განვითარების პროცესი.
ინდიკატორები:
- მსჯელობს
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და I კონსტიტუციის მნიშვნელობაზე თანამედროვე ქართული სახელმწიფოსთვის; ასახელებს კონსტიტუციური
მემკვიდრეობითობის დამადასტურებელ ფაქტებს და აანალიზებს ცვლილებებს (მაგ.: სახელმწიფო მოწყობა, მმართველობა, საარჩევნო სისტემა და ა.შ.); ავლენს საკუთარ
დამოკიდებულებას მომხდარი ცვლილებების მიმართ;
- საქართველოს
მოქმედი კონსტიტუციის განხილვისას მსჯელობს მისი მიღების წინაპირობებსა და შედეგებზე; საკუთარ მოსაზრებებს
ჩამოწერს ცხრილის სახით;
მოცემული ასაკობრივი ჯგუფის
მოსწავლეებისათვის სააინტერესოს და სახალისოს ხდის საგაკვეთილო პროცესში
ინტერნეტის, ელექტრონული რესურესბისა და სხვდასხვა საგანმანათლებლო თამაშების გამოყენება, ამასთან
ამ ხრივ შეძენილი ცოდნა დიდხანს
ამახსოვრდებათ და შესაძლებელს ხდის ამ ცოდნის სხვადასხვა ცხორებისეულ სიტუაციაში ეფეტურ გამოყენებას.
მოცემული ელექტრონული რესურსის სასწავლო პროცესში
გამოყენების შედეგად გაიზარდა მოსწავლეთა ჩართულობა, მოტივაცია და ინტერესი შესასწავლი
საკითხის მიმართ. მოსწავლეებისათვის
რესურსზე მუშაობა იძლევა
შეცდომის დაშვებისა და გამოსწორების შესაძლებლობას. სიტყვის არასწორად შერჩევისას უჯრა
წითელ ფერს იღებს, ხოლო სწორად ჩასმის შემთხვევაში
- მწვანდება. მოსწავლეებმა
უკეთ აღიქვეს და ისწავლეს, რადგან ტექსტი იძლეოდა
მოსწავლეთა ყურადღების კონცენტრირების
შესაძლებლობას. ამ რესურსის საგანმანათლებლო მიზნით გამოყენენბა შესაძლებელია
სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე - ადამიანის უფლებების, კონსტიტუციონალიზმის, საქათველოს
სახელმწიფოს მოწყობისა და სხვა თემების განხილვისას, მოსწავლეთა პრივოცირებისა და წინარე
ცოდნის გააქტიურების მიზნით, რესურასი მრავალჯერადი
გამოყენებისთვის არის გამიზნული ამასთან, მისი გამოყენება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.
აღნიშნული სასწავლო რესურსი შექმნილია მოსწავლეთა ასაკობრივი შესაძლებლობების გათვალისწინებით, მორგებულია მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე, შედგენილია მათთვის გასაგებ და ადვილად აღსაქმელ ენაზე. წარმოდგენილ მასალაში ყურადრება მახვილდება მთავარ საკითხებზე
და
ადვილებს საქართველოს კონსტიტუციის
ძირითად საკითხებზე სათანადო წარმოდგენის შექმნას, რაც ეხმარება მოსწავლეებს ცოდნის გამტკიცებასა და სასწავლო მასალის შეჯამებაში. ვფიქრობ, ასეთი ფორმით მასალის მიწოდება ხელს უწყობს საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას, მრავალფეროვანს ხდის სასწავლო პროცესს. არის ინტერაქტიური და მოსწავლეებს საშუალებას აძლევს აქტიურად იყვნენ ჩართული გაკვეთილის მსვლელობაში.
------------------------------ ელზა გიორგაძე
2017-2018 ს/წ
No comments:
Post a Comment