საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლების მეთოდოლოგია და მიდგომები


თავი XV. საზოგადოებრივი მეცნიერებები - ზოგადი ნაწილი და სტანდარტები
მუხლი 70. საზოგადოებრივი მეცნიერებები - ზოგადი ნაწილი
შესავალი
საზოგადოებრივი მეცნიერებების შესწავლა უმნიშვნელოვანესია მოსწავლის პიროვნული განვითარებისთვის, მისი ღირებულებითი სისტემის ფორმირებისთვის. საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნობრივ ჯფუფში გაერთიანებული საგნების შესწავლის გზით მოსწავლე შეიმეცნებს ოჯახზე, უშუალო გარემოსა და სამშობლოზე ზრუნვის აუცილებლობას; ადამიანის სიცოცხლის, ღირსებისა და უფლებების პატივისცემას; მოქალაქეობრივ სიმამაცეს, თანასწორობასა და შემწყნარებლობას.
საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლების მიზნები და ამოცანები
საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლება მიზნად ისახავს:

Ø  მოსწავლის კოგნიტური, ემოციური და სოციალური განვითარების ხელშეწყობას;
Ø  მოსწავლის სამოქალაქო აღზრდას;
Ø  მოსწავლისთვის საზოგადოებრივი მეცნიერებების შესწავლისთვის საჭირო უნარების განვითარებას.

საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლების ამოცანებია:

Ø  მოსწავლის პიროვნული განვითარების ხელშეწყობა;
Ø  მოსწავლისთვის ჰუმანური ღირებულებების ჩამოყალიბება;
Ø  მოსწავლისთვის სოციალური უნარების (ეთიკის, ეკოლოგიური წიგნიერების, მეწარმეობის, საგანგებო სიტუაციებში რისკის შეფასებისა და უსაფრთხოდ მოქმედების და სხვა) განვითარება;
Ø  მოსწავლისთვის სამშობლოსა და მისი კულტურის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბება;
Ø  მოსწავლის დახმარებას მსოფლიოს ერთ მთლიანობად აღქმასა და მიმდინარე პროცესებში საქართველოს ადგილის განსაზღვრაში;
Ø  მოსწავლისთვის შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარება;
Ø  მოსწავლისთვის აღმოჩენებისა და სიახლის ძიების მიმართ დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება;
Ø  მოსწავლისთვის დროსა და სივრცეში ორიენტირებისთვის, ფაქტებისა და მოვლენების ინტერპრეტაციისთვის, თვალსაჩინოებების შექმნისა და გამოყენებისთვის, ისტორიულ-გეოგრაფიული მოვლენებისა და კანონზომიერებების დადგენისთვის საჭირო სპეციფიკური უნარ-ჩვევების განვითარება.

საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლების ორგანიზება
საზოგადოებრივი მეცნიერებები სავალდებულო სახით ისწავლება ზოგადი განათლების სამივე საფეხურზე. ამ საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულია მომიჯნავე საგნები - „მე და საზოგადოება“, „ჩვენი საქართველო“, ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება. სასწავლო პროცესი აგებულია უწყვეტობის პრინციპზე და ითვალისწინებს მოსწავლის ასაკობრივ თავისებურებებს.

დაწყებით საფეხურზე საზოგადოებრივი მეცნიერებები III-VI კლასებში ისწავლება. იგი III-IV კლასებში - „მე და საზოგადოების“, ხოლო V-VI კლასებში „ჩვენი საქართველოს“ სახითაა წარმოდგენილი. ამ საფეხურზე ეს საგანი საზოგადოებრივი მეცნიერებების ინტეგრირებულ სწავლებას გულისხმობს.

საბაზო და საშუალო საფეხურებზე საზოგადოებრივი მეცნიერებები ისწავლება დამოუკიდებელი დისციპლინების სახით.


დაწყებითი საფეხური
საბაზო საფეხური
საშუალო საფეხური

1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
მე და საზოგადოება












ჩვენი საქართველო












ისტორია












გეოგრაფია












სამოქალაქო განათლება












არჩევითი საგნები












შეფასება საზოგადოებრივ მეცნიერებებში
საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლა-სწავლებისას გამოიყენება განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება.
საკლასო შეფასების ძირითად ამოცანებს წარმოადგენს:
ა) აჩვენოს, როგორ მიმდინარეობს მოსწავლის ცოდნის კონსტრუირების პროცესი და მეხსიერებაში ცოდნათა ურთიერთდაკავშირება;
ბ) ახალი სასწავლო საკითხის/თემის დაწყებამდე დაადგინოს მოსწავლის წინარე ცოდნა და წარმოდგენები;
გ) გამოავლინოს, რამდენად გააზრებულ და ეფექტიან ნაბიჯებს დგამს მოსწავლე კონკრეტული სასწავლო მიზნის მისაღწევად;
დ) მოიცვას სამივე კატეგორიის ცოდნა;
ე) აჩვენოს, რამდენად ახერხებს მოსწავლე ცოდნის ერთობლიობათა კომპლექსურად გამოყენებას.

ძირითადი ამოცანების გადასაჭრელად საკლასო შეფასებაში პრიორიტეტული ადგილი უნდა მიენიჭოს კომპლექსურ, კონტექსტის მქონე დავალებებს, რომელთა შესრულება მოსწავლეს უბიძგებს ცოდნის სხვადასხვა კომპონენტის ინტერაქტიულად და თანადროულად გამოყენებისკენ.
მიმდინარე (საშინაო და საკლასო) დავალებათა კომპონენტები:
საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლა-სწავლების პროცესში მოსწავლე შემდეგი ტიპური აქტივობებით უნდა შეფასდეს:
1.ტესტური დავალება;
2.რუკაზე მუშაობა (რუკის შექმნა (მათ შორის, ფაზლით), რუკაზე არსებული შეცდომის შესწორება, სიმულაციური მოგზაურობა რუკაზე და სხვა);
3.დიაგრამების, სკალების (დროის სკალა) შექმნა;
4.ინფორმაციის, ფოტომასალის მოძიება და პრეზენტაციის მომზადება, გამოფენის მოწყობა;
5.მოთხრობის, ანიმაციური/მხატვრული/დოკუმენტური ფილმის, ვიდეორგოლის, მუსიკალური კლიპის, ყოფითი შემთხვევის, ლიტერატურული ნაწარმოების, წყაროს განხილვა.
6.შემოქმედებითი პროდუქტის შექმნა (პლაკატის, ნახატის, კომიქსის, ფლაერის, ესეს, მოთხრობის, ბუკლეტის, კედლის გაზეთის, მაკეტის, ემბლემის, ვიდეორგოლის, ფოტოალბომის, ფოტოკოლაჟის (დროის სკალის გამოყენებით), სლოგანის, შექმნა);
7.დოკუმენტების (საკლასო „კონსტიტუცია“, დღის რეჟიმი“ პეტიციის და სხვა) შექმნა;
8.კვლევითი პროექტი (გამოკითხვა, ინტერვიუ, რეპორტაჟი და სხვა);
9.საქველმოქმედო, საგანმანთლებლო, სოციალური პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული პროექტების დაგეგმვა და განხორციელება;
10.  ექსკურსია;
11.  დისკუსია (დებატი, თოქ-შოუ);
12.  როლური თამაში (საჯარო სტრუქტურის იმიტაცია, სიმულაციური სასამართლო და სხვა).

შემაჯამებელი დავალებების კომპონენტი
შემაჯამებელი დავალების კომპონენტი უკავშირდება სწავლა-სწავლების შედეგს. ამ კომპონენტში უნდა შეფასდეს ერთი სასწავლო მონაკვეთის (თემა, თავი, პარაგრაფი, საკითხი) შესწავლა-დამუშავების შედეგად მიღწეული შედეგები. კონკრეტული სასწავლო ერთეულის დასრულებისას მოსწავლემ უნდა შეძლოს საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნების სტანდარტით განსაზღვრული ცოდნისა და უნარების წარმოჩენა. შესაბამისად, შემაჯამებელი დავალებები უნდა ამოწმებდეს უცხოური ენების სტანდარტებით განსაზღვრულ შედეგებს.
  შემაჯამებელ დავალებათა ტიპები:
სტანდარტის მოთხოვნათა დასაფარად, რეკომენდებულია შემაჯამებელ დავალებათა მრავალფეროვანი ფორმების გამოყენება. საზოგადოებრივი მეცნიერებების შემაჯამებელ დავალებათა ტიპები შეიძლება იყოს:
1.      ინფორმაციის, ფოტომასალის მოძიება და პრეზენტაციის მომზადება, გამოფენის მოწყობა;
2.      მოთხრობის, ანიმაციური/მხატვრული/დოკუმენტური ფილმის, ვიდეორგოლის, მუსიკალური კლიპის, ყოფითი შემთხვევის, ლიტერატურული ნაწარმოების, წყაროს განხილვა.
3.      შემოქმედებითი პროდუქტის შექმნა (პლაკატის, ნახატის, კომიქსის, ფლაერის, ესეს, მოთხრობის, ბუკლეტის, კედლის გაზეთის, მაკეტის, ემბლემის, ვიდეორგოლის, ფოტოალბომის, ფოტოკოლაჟის (დროის სკალის გამოყენებით), სლოგანის, პეტიციის შექმნა);
4.      კვლევითი პროექტი (გამოკითხვა, ინტერვიუ, რეპორტაჟი და სხვა);
5.      საქველმოქმედო, საგანმანთლებლო, სოციალური პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული პროექტების დაგეგმვა და განხორციელება;
6.      ექსკურსია;
7.      დისკუსია (დებატი, თოქ-შოუ);
8.      როლური თამაში (საჯარო სტრუქტურის მუშობის იმიტაცია, სიმულაციური სასამართლო და სხვა).

  მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შემაჯამებელი დავალება
Ø  დავალების თითოეულ ტიპს უნდა ახლდეს თავისი შეფასების ზოგადი რუბრიკა (თუ რეცეფციული (კითხვა, მოსმენა) დავალებაა, მაშინ შეფასების სქემა უნდა ახლდეს თითოეულ ტესტურ კითხვას);
Ø  ზოგადი რუბრიკა უნდა დაზუსტდეს კონკრეტული დავალების პირობისა და განვლილი მასალის გათვალისწინებით;
Ø  მითითებული უნდა იყოს სტანდარტის ის შედეგები, რომელთა შემოწმებასაც ემსახურება შემაჯამებელი დავალება.

მუხლი 71. საზოგადოებრივი მეცნიერებების სტანდარტი დაწყებით საფეხურზე - „მე და საზოგადოება“
შესავალი
საგანი „მე და საზოგადოება“ მოსწავლეს ამზადებს საზოგადოებრივი მეცნიერებების დისციპლინების - ისტორიის, გეოგრაფიის და სამოქალაქო განათლების - შესასწავლად. სასწავლო კურსის ცენტრშია მოსწავლე და მისი გარემომცველი სამყარო, რომლის შემეცნებაც საგნის სწავლა-სწავლების პროცესში სხვადასხვა თემის დამუშავების გზით ხორციელდება. მოსწავლის წინაშე თანამიმდევრულად წარმოჩნდება მასზე მოქმედი სოციალური გარემო.

მიზნები
 „მე და საზოგადოება“ III-IV კლასებში მიზნად ისახავს, მოსწავლეს ჩამოუყალიბოს პასუხისმგებლობა და მზრუნველი დამოკიდებულება საკუთარი თავის, ოჯახის, თემის, ბუნებრივი გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის მიმართ; ასევე:
·   დაეხმაროს საკუთარი თავის საზოგადოების წევრად აღქმაში;
·   ხელი შეუწყოს სოციალიზაციასა და თვითგამოხატვის უნარის განვითარებაში;
·   გააცნობიერებინოს, რომ თავის უშუალო გარემოზე ზრუნვით იწყება სამშობლოს სიყვარული;
·   გამოუმუშაოს გარემოში ადეკვატურად და ეთიკურად მოქმედების უნარი;
·   ასწავლოს ზრუნვა საკუთარი და ოჯახის წევრების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოების დაცვაზე;
·   განუვითაროს სხვადასხვა ტიპის კატასტროფების შემთხვევაში ადეკვატურად მოქმედების უნარი;
·   ასაკის შესაბამისად ჩამოუყალიბოს ეთიკა და ზნეობრივი ღირებულებები.

მიმართულებების აღწერა:

1.    პიროვნული განვითარება - მიმართულების მიზანია, მოსწავლეს ასწავლოს თვითშეფასება, რაც მომავალში საკუთარი შესაძლებლობების განსაზღვრაში დაეხმარება; ასევე განუვითაროს პასუხისმგებლობის გრძნობა. საგნის ეს მიმართულება მოსწავლეს შეაჩვევს ჯანსაღი ცხოვრების წესს (პირადი ჰიგიენისა და წესრიგის დაცვას, ჯანსაღ კვებას, ფიზიკურ აქტივობებს); ხელს შეუწყობს ჩამოყალიბდეს ღირსების, პასუხისმგებლობის, ზნეობრივი პრინციპების მქონე პიროვნებად, რომელსაც ექნება თვითკონტროლისა და თვითგამოხატვის უნარები.

2.    ინიციატივა და მეწარმეობა - მიმართულების მიზანია მოსწავლეს განუვითაროს კრიტიკული და ინოვაციური აზროვნება; აღჭურვოს იგი ისეთი უნარებით, როგორებიცაა: გადაწყვეტილების მიღება, მიზნების შესაბამისად რაციონალური მოქმედება, პრობლემის იდენტიფიცირება და გადაჭრა, დროის და სხვა რესურსების სწორად დაგეგმვა, ხარჯვა და დაზოგვა.

3.    სოციალურ-კულტურული განვითარება, მოქალაქეობა და უსაფრთხოება - მიმართულების მიზანია, მოსწავლეს გაუღვივოს ინტერესი საკუთარი ქალაქის/სოფლისა და საკუთარი მხარის მიმართ; დაანახოს თავისი ადგილი მშობლიურ გარემოში; შეასწავლოს მის გარშემო მიმდინარე სოციალურ და კულტურულ პროცესებში მონაწილეობის საშუალებები; გააცნოს შესაძლო საგანგებო სიტუაციებიდან მომდინარე საფრთხეები; ჩამოუყალიბოს საგანგებო სიტუაციებში თვითგადარჩენისა და უსაფრთხოდ ქცევის უნარი. ამასთანავე, მოსწავლემ უნდა გაიაზროს დროის ფენომენი; დაინახოს, თუ როგორ ვითარდება ცხოვრებისეული მოვლენები და რა სახის ცვლილებებს აქვს ადგილი მის ლოკალურ გარემოში. აღნიშნული მიმართულება ჰუმანური ღირებულებების (არაძალადობრივი გზებით მოქმედება, შემწყნარებლობა (ტოლერანტობა), თანასწორობა) ჩამოყალიბებასა და აქტიური მოქალაქის აღზრდასაც უწყობს ხელს, რომელსაც გააზრებული აქვს საერთო წესების მნიშვნელობა, ზრუნავს საკუთარ ოჯახზე, სკოლაზე, ბუნებრივ გარემოსა და ისტორიულ მემკვიდრეობაზე, აღიქვამს მის ქვეყანაში არსებული სახელმწიფო ინსტიტუტების მნიშვნელობას.
III-IV კლასების სტანდარტი
ა) IV კლასის ბოლოს მისაღწევი შედეგები
ინდექსების განმარტება
დაწყებით საფეხურზე სტანდარტში გაწერილ თითოეულ შედეგს წინ უძღვის ინდექსი, რომელიც მიუთითებს საგანს, სწავლების ეტაპსა და სტანდარტის შედეგის ნომერს; მაგ., საზ.მეც.დაწყ.(I).1.:
„საზ.მეც.“ - მიუთითებს საზოგადოებრივ მეცნიერებებს;
„დაწყ.“ - მიუთითებს დაწყებით საფეხურს;
„(I)“ – მიუთითებს, რომ სტანდარტი მოიცავს III-IV კლასებს;
1“ - მიუთითებს სტანდარტის შედეგის ნომერს.

 „მე და საზოგადოების“ სტანდარტი (III-IV კლასები)
შედეგების ინდექსი
1. მიმართულება: პიროვნული განვითარება

სტანდარტის შედეგები
მოსწავლემ უნდა შეძლოს:
საზ.მეც.დაწყ.(I).1.
საკუთარი თავის აღქმა საზოგადოებრივი ჯგუფების - ოჯახის, სამეგობროს, სკოლის, თემის - წევრად;
საზ.მეც.დაწყ.(I).2.
საკუთარი თავისა და სხვა ადამიანების მიმართ ზრუნვა-პატივისცემის გამოვლენა;
საზ.მეც.დაწყ.(I).3.
ასაკის შესატყვისი ზნეობრივი კატეგორიების გაცნობიერება და საზოგადოებაში მიღებული ეთიკის ნორმების შესაბამისად მოქმედება;
საზ.მეც.დაწყ.(I).4.
ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა (პირადი ჰიგიენა, ჯანსაღი კვება, სპორტული აქტივობები);
საზ.მეც.დაწყ.(I).5.
მშობლიური კულტურის მიმართ მზრუნველი დამოკიდებულების გამოვლენა.

2. მიმართულება: ინიციატივა და მეწარმეობა

მოსწავლემ უნდა შეძლოს:
საზ.მეც.დაწყ.(I).6.
საკუთარი საქმიანობის დაგეგმვა და მისი მოსალოდნელი შედეგების გაცნობიერება; რესურსების დაგეგმვა და დაზოგვა;
საზ.მეც.დაწყ.(I).7.
სხვადასხვა პროფესიისა და საქმიანობის მნიშვნელობისა და საჭიროების გაცნობიერება;
საზ.მეც.დაწყ.(I).8.
ასაკის შესატყვისი სამომხმარებლო და ეკონომიკური უნარ-ჩვევების გამოვლენა.

3. მიმართულება: სოციალურ-ულტურული განვითარება, მოქალაქეობა და უსაფრთხოება

მოსწავლემ უნდა შეძლოს:
საზ.მეც.დაწყ.(I).9.
მოვლენების დროსთან დაკავშირება და ტერმინების - წარსულის, აწმყოს, მომავლის - ადეკვატურად გამოყენება;
საზ.მეც.დაწყ.(I).10.
ღირებულებების (მაგ. ეთიკური ქცევის ნორმების დაცვა, სამართლიანობა, პასუხისმგებლობა, ქვეყნის კულტურული მრავალფეროვნების გააზრება და დაფასება) რეალურ სიტუაციებთან დაკავშირება;
საზ.მეც.დაწყ.(I).11.
ლეგენდებისა და მითების, კულტურულ-ისტორიული ძეგლების, მნიშვნელოვანი მოვლენების, ისტორიული და თანამედროვე პიროვნებების ლოკალურ გარემოსთან დაკავშირება;
საზ.მეც.დაწყ.(I).12.
მოსწავლის საცხოვრებელ გარემოში წარმოდგენილი სხვადასხვა სოციოკულტურული ინსტიტუტის ფუნქციების გაცნობიერება (მაგ.: სკოლის, უნივერსიტეტის, სამედიცინო დაწესებულების, მუზეუმის, კინოს, კლუბის, პოლიციის);
საზ.მეც.დაწყ.(I).13.
ბავშვის უფლებებისა და მოვალეობების გაცნობიერება, ასევე ოჯახისა და საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობის გააზრება;
საზ.მეც.დაწყ.(I).14.
ქცევის წესების გათავისება, თანატოლებთან მათი შეთანხმება და დაცვა; შემწყნარებლობის გამოვლენა განსხვავებული კულტურის, ეროვნების, შესაძლებლობების მქონე ადამიანების მიმართ; 
საზ.მეც.დაწყ.(I).15.
საგანგებო (ბუნებრივი კატასტროფების დროს) და ცხოვრებისეულ (მაგ.: ქუჩაში, ტრანსპორტში, ექსკურსიაზე) სიტუაციებში სამოქალაქო უსაფრთხოების წესების დაცვით მოქმედება;
საზ.მეც.დაწყ.(I).16.
კონფლიქტურ სიტუაციებში პრობლემის გადაჭრის მშვიდობიანი გზების მოძებნა;
საზ.მეც.დაწყ.(I).17.
მზრუნველობის გამოვლენა ბუნებრივი გარემოსა და ისტორიული მემკვიდრეობის მიმართ.

ბ) შინაარსი
ძირითადი ცნებითი კატეგორიები და სასწავლო თემები
„მე და საზოგადოება“ III-IV კლასებში მოსწავლეს სოციალურ გარემოს იმ ინსტიტუტების (ოჯახი, სკოლა, სანათესაო წრე, მეგობრები, მეზობლები/ეზო, ქუჩა, მედია) საშუალებით შეასწავლის, რომლებიც უზრუნველყოფენ ადამიანის საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესს. საგნის სწავლება შემდეგი ცნებითი კატეგორიებისა და თემების დამუშავების ფონზე წარიმართება:
ცნებები და ტერმინები:
1.      პიროვნება, მე, როგორც საზოგადოებრივი ჯგუფების (ოჯახი, სკოლა, სამეგობრო, სამეზობლო, თემი) წევრი;
2.      დრო, უწყვეტობა და ცვლილება (წარსული, აწმყო, მომავალი);
3.      ხალხი, მდებარეობა, გარემო (ადამიანები ჩემ გარშემო, ადგილი, სადაც ვცხოვრობ, საგანგებო სიტუაციები, ბუნებრივი გარემო);
4.      ეკონომიკა (პროფესია, პირადი და საზოგადო საკუთრება, დაზოგვა, რესურსები);
5.      მოქალაქე (პასუხისმგებლობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი - პირადი ჰიგიენა, ჯანსაღი კვება, ფიზიკური აქტივობები, ზრუნვა, მონაწილეობა);
6.      ღირებულებები და კულტურა (ზნეობრივი კატეგორიები, მრავალფეროვნება, თანასწორობა, კონფლიქტის დაძლევა, გარემოს დაცვა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა).
მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით, ცნებების დამუშავება უნდა მიმდინარეობდეს თვალსაჩინო მაგალითების საფუძველზე. მოსწავლე კონკრეტული მაგალითების მეშვეობით გაიაზრებს მათ მნიშვნელობას და გამოიყენებს შესაბამისად. ამ ეტაპზე დაუშვებელია ცნებებისა და მათი განმარტებების თეორიული სწავლება.

   თემები:
ü  ჩემი ოჯახი;
ü  სასკოლო გარემო, მეგობრები და თანატოლები;
ü  გარემო, რომელშიც ვცხოვრობ;
ü  სად და როგორ ვიღებ განათლებას;
ü  მედია და ინფორმაცია;
ü  მე და ჩემი ქვეყანა.

სავალდებულო თემები:
თემები III კლასისათვის

თემა

სასწავლო თემის სტანდარტის შედეგებთან დამაკავშირებელი კითხვები: გრაფაში მოცემული კონკრეტული შეკითხვის პროვოცირება (ანუ, მათ მიმართ მოსწავლის ინტერესის გაღვივება და დაფიქრება) „მე და საზოგადოების“ ორი-სამი ან კიდევ უფრო მეტი გაკვეთილის მიზნად შეიძლება ჩავთვალოთ.
ძირითადი ცნებები
1. ჩემი ოჯახი
როგორ გამოვხატო პატივისცემა ოჯახის წევრების (დედ-მამის, და-ძმის, ბებია-ბაბუის და სხვა) მიმართ? (საზ.მეც.დაწყ.(I). 1, 2, 3, 5, 10, 13);
რატომ მაძლევენ ჩემი ოჯახის უფროსი წევრები რჩევებს/შენიშვნებს? (საზ.მეც.დაწყ.(I).1, 2, 13);
რატომ და როგორ უნდა ვზრუნავდეთ ოჯახის წევრები ერთმანეთზე? (საზ.მეც.დაწყ.(I).1, 2, 3, 10);
როგორ ვინაწილებთ შრომას ოჯახში? (საზ.მეც.დაწყ.(I).1, 2, 3, 10, 13)
რატომ და როგორ უნდა დავაფასოთ ოჯახის ყველა წევრის (დედის, მამის, და-ძმის, ბებია-ბაბუის და სხვა) შრომა? (საზ.მეც.დაწყ.(I). 2, 3, 6, 7, 8, 14);
რა პასუხისმგებლობები მაქვს ჩემი ოჯახის წინაშე? (საზ.მეც.დაწყ.(I).1, 2, 13, 16);
რატომ მინდა მოვიქცე კარგად? რა მიზეზი კანახობს ადამიანებს ზნეობრივ საქციელს? (რატომ უნდა ვცე პატივი დედას და მამას, არ მოვიპარო, არ მოვიტყუო, ცილი არ დავწამო და ა.შ.)?(საზ.მეც.დაწყ.(I)2,3,10);
რატომ და როგორ უნდა დავიცვათ ოჯახში საერთო და პირადი ჰიგიენა? (საზ.მეც.დაწყ.(I) 1, 2, 4);
როგორ დავიცვა ჯანსაღი ცხოვრების წესი? რა მნიშვნელობა აქვს ჯანსაღ კვებას? (საზ.მეც.დაწყ.(I) 4);
როგორ შეგვიძლია გავალამაზოთ საოჯახო გარემო (სახლი, ეზო)? (საზ.მეც.დაწყ.(I) 2, 6);
რას, რატომ და როგორ ვუფრთხილდებით ოჯახში (მაგ.: მცენარე, შინაური ცხოველი, სათამაშო, რელიკვია.)? (საზ.მეც.დაწყ.(I) 1. 5, 17);
რატომ და როგორ უნდა დავიცვა უსაფრთხოების წესები საცხოვრებელ ადგილზე? (საზ.მეც.დაწყ.(I).15);

რატომ და როგორ უნდა მოვიხმარო რესურსები (მაგ.: წყალი, ელექტროენერგია) გონივრულად (ეკონომიურად) ოჯახში? (საზ.მეც.დაწყ.(I). 6, 8, 17).
ოჯახი;
თაობა;
წინაპარი;
დაზოგვა;
საოჯახო წეს-ჩვეულებები.














2. სასკოლო გარემო, მეგობრები და თანატოლები
რა უფლებები და მოვალეობები მაქვს სკოლაში? რატომ და როგორ უნდა იყოს ყველა ბავშვის უფლებები დაცული სკოლაში? (საზ.მეც.დაწყ.(I).1, 2, 3, 10, 13, 14);
რატომ და როგორ უნდა ვცეთ პატივი თანაკლასელებს, მასწავლებლებსა და სკოლის სხვა პერსონალს? საზ.მეც.დაწყ.(I).1, 2, 3, 5, 14);
როგორ შეგვიძლია სხვადასხვა სიტუაციაში თანატოლების დახმარება? (საზ.მეც.დაწყ.(I).10, 15);
რატომ არის მნიშვნელოვანი სიკეთის კეთება, თანადგომა?(საზ.მეც.დაწყ.(I)2, 10, 13);
როგორ ავირიდოთ ან გადავჭრათ თანატოლებთან კონფლიქტი მშვიდობიანად? (საზ.მეც.დაწყ.(I).10, 16);
რატომ არ შეიძლება რელიგიური შეხედულების/რწმენა-წარმოდგენის სახელით ძალადობა?(საზ.მეც.დაწყ.(I) 13, 14);
როგორ შეიძლება ავირიდოთ დაავადებების გავრცელება სკოლაში, როგორ დავიცვათ პირადი ჰიგიენა და ვიკვებოთ ჯანსაღად? (საზ.მეც.დაწყ.(I).4);
როგორ ვიმოქმედოთ საგანგებო სიტუაციებში სკოლაში ყოფნისას? (საზ.მეც.დაწყ.(I). 15);
როგორ და რატომ უნდა ვიზრუნოთ უსაფრთხო სასკოლო გარემოს შექმნაზე? (საზ.მეც.დაწყ.(I). 1, 2, 13, 15);
რატომ არის მნიშვნელოვანი ქცევის წესების დაცვა სკოლის ყველა მოსწავლისთვის? (საზ.მეც.დაწყ.(I). 1, 10, 14);
რისი გაკეთება შემიძლია სასკოლო გარემოს გასაუმჯობესებლად ჩემს თანატოლებთან ერთად (მაგ.: სივრცის გალამაზება, გამწვანება, დასუფთავება, ეზოს მოწყობა)? (საზ.მეც.დაწყ.(I). 6, 17);
რატომ და როგორ განსხვავდება ჩემი სკოლა იმ სკოლისგან, რომელიც ჩვენმა მშობლებმა, ბებია-ბაბუებმა დაამთავრეს? (საზ.მეც.დაწყ.(I). 9, 11);
როგორ ზრუნავენ სკოლაში მომუშავე სხვადასხვა პროფესიის ადამიანები სკოლაზე? (საზ.მეც.დაწყ.(I). 7);
როგორ გამომადგება სწავლა მომავალში (მაგ. პროფესიისთვის, რომელზეც ვოცნებობ)? (საზ.მეც.დაწყ.(I).6, 7, 9);
რატომ უნდა იყოს სკოლაში ყველა გოგოსა და ბიჭის განვითარებისთვის თანაბარი შესაძლებლობები და პირობები? (საზ.მეც.დაწყ.(I). 2, 13, 14).
მოსწავლე/მასწავლებელი
მეგობარი/თანატოლები;
სკოლა;
სწავლა/შრომა;
წესები;
უსაფრთხოება;
უფლება/მოვალეობა/ პასუხისმგებლობა

3. გარემო, რომელშიც ვცხოვრობ
როგორ ვმონაწილეობთ მე და ჩემი თანატოლები ჩემი თემის ცხოვრებაში? (საზ.მეც.დაწყ.(I).1, 5, 13);
რა გვაერთიანებს და რა საერთო საზრუნავი გვაქვს ჩვენი უბნის მაცხოვრებლებს, როგორ შეიძლება გამოვადგე ჩემს თემს (ინდივიდის დახმარება; საზოგადოებრივი საქმიანობა)? (საზ.მეც.დაწყ.(I).1, 10, 14);
რატომ არის მნიშვნელოვანი ერთმანეთის პატივისცემა თემში მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის? (საზ.მეც.დაწყ.(I).2, 3, 10, 14, 16);
როგორ ავიცილოთ ბუნებრივი კატასტროფები და როგორ ვიმოქმედოთ საგანგებო სიტუაციებში (ჩემი და სხვების უსაფრთხოება)? (საზ.მეც.დაწყ.(I). 15);
როგორ და რატომ ვიცავ ქუჩაში მოძრაობის წესებს? (საზ.მეც.დაწყ.(I).15);
რატომ და როგორ უნდა დავიცვა ჩემი თემის ბუნებრივი და კულტურული გარემო? (საზ.მეც.დაწყ.(I).5, 17);
რატომ იქცა ამა თუ იმ დღესასწაულის აღნიშვნა ტრადიციად ჩემს თემში?(საზ.მეც.დაწყ.(I) 5, 9, 10, 17);
რომელი დაწესებულებების არსებობა არის აუცილებელი სოფლის/ქალაქის ცხოვრებაში? (საზ.მეც.დაწყ.(I).8, 12, 15);
რატომ გვჭირდება სხვადასხვა პროფესიის ადამიანების ყოფნა ჩვენ ირგვლივ? (საზ.მეც.დაწყ.(I).7);
რატომ ვყიდულობთ სხვადასხვა საქონელს და მომსახურებას? (საზ.მეც.დაწყ.(I).6, 8.);
რატომ არის საჭირო სპორტული და დასასვენებელი ადგილები ჩემი თემისთვის? (საზ.მეც.დაწყ.(I).4);
რატომ არის მნიშვნელოვანი ვიცოდე ჩემი სოფლის/ქალაქის ისტორია, ღირსშესანიშნაობა და დღევანდელი მდგომარეობა? (საზ.მეც.დაწყ.(I). 5, 9, 11, 17).
უბანი / თემი;
მისაბაძი პიროვნება;
ღირსშესანიშნაობა;
ტრადიცია
ჩვენი;
მოხალისეობა;
საქონელი, მომსახურება;
საგზაო ნიშნები.




თემები IV კლასისათვის
თემა

სასწავლო თემის სტანდარტის შედეგებთან დამაკავშირებელი კითხვები: გრაფაში მოცემული კონკრეტული შეკითხვის პროვოცირება (ანუ მათ მიმართ მოსწავლის ინტერესის გაღვივება და დაფიქრება) სამი-ოთხი ან კიდევ უფრო მეტი გაკვეთილის მიზნად შეიძლება ჩავთვალოთ.
ძირითადი ცნებები
1.სად და როგორ ვიღებ განათლებას?
რა მნიშვნელობა აქვს განათლებას ჩემი მომავალი ცხოვრებისთვის? (საზ.მეც.დაწყ.(I). 6, 7, 10);
რისი სწავლა შეიძლება არასაგაკვეთილო აქტივობების (მაგ. ექსკურსიაზე, მუზეუმში, სპექტაკლზე) შედეგად? (საზ.მეც.დაწყ.(I). 1, 3, 4, 5, 9, 10, 11, 15);
რატომ არის განათლება ყველა ბავშვის უფლება? (საზ.მეც.დაწყ.(I).13);
რა განსხვავებაა მიზნის მიღწევის კანონიერ და უკანონო გზებს შორის?(საზ.მეც.დაწყ.(I) 13, 14);
რატომ არ უნდა მივითვისო სხვისი ნაშრომი (მაგ.: თანაკლასელის სასკოლო დავალება)? (საზ.მეც.დაწყ.(I). 3, 10, 16);
როგორ და რატომ უნდა ვისარგებლოთ ბიბლიოთეკით? (საზ.მეც.დაწყ.(I).12);
რას ვსწავლობთ და როგორ უნდა ვიქცეოდეთ თეატრში, კინოში, გამოფენასა და მუზეუმში? (საზ.მეც.დაწყ.(I). 3, 12);
რა მიზნით და როგორ ვგეგმავთ სხვადასხვა ღონისძიებას? (საზ.მეც.დაწყ.(I). 6, 8, 15);
როგორ ვიქცევით უსაფრთხოების წესების დაცვით ექსკურსიაზე (არ ვტოვებთ ცეცხლს, არ ვეხებით უცხო საგნებს და ცხოველებს)? (საზ.მეც.დაწყ.(I). 2, 6, 8, 15, 17);
რა ინფორმაციას გვაწვდის ისტორიული ძეგლები გარემოსა და ჩვენი მხარის შესახებ? (საზ.მეც.დაწყ.(I). 5, 9, 11, 17);
რატომ გვჭირდება სპორტი გოგონებსაც და ბიჭებსაც, დიდებსაც და პატარებსაც? (საზ.მეც.დაწყ.(I). 4);
რისთვის ვკითხულობთ წიგნებს? (საზ.მეც.დაწყ.(I). 3, 6);
რა შედეგები მოაქვს შრომას და რატომ არის შრომა მიზნის მიღწევის საუკეთესო საშუალება? (საზ.მეც.დაწყ.(I). 3, 6);
რატომ არ შეიძლება ბავშვის შრომის ბოროტად გამოყენება? (საზ.მეც.დაწყ.(I). 2, 10, 13).
სწავლა /სწავლება/განათლება;

გამოცდილება;

ბავშვის უფლება და მოვალეობა;

პერსპექტივა/წარმატება;

ქცევის ნორმები.

2. მედია და ინფორმაცია
საიდან ვიღებთ და როგორ ვიყენებთ ინფორმაციას? (საზ.მეც.დაწყ.(I).6.);
რატომ შეიძლება გახდეს შეუმოწმებელი ინფორმაცია კონფლიქტის მიზეზი? (საზ.მეც.დაწყ.(I).16);
რატომ და როგორ გამოვხატო პატივისცემა სხვა ადამიანების მიმართ მიუხედავად მათი განსხვავებული რელიგიური შეხედულებისა ან ეთნიკური კუთვნილებისა?(საზ.მეც.დაწყ.(I) 2,3, 10, 14);
რატომ უნდა მოვუსმინოთ განსხვავებულ აზრს?(საზ.მეც.დაწყ.(I) 2, 3, 14);
როგორ ხდებოდა ინფორმაციის გადაცემა/გავრცელება ძველად და ახლა?(საზ.მეც.დაწყ.(I) 9, 11);
რა დრო უნდა დავუთმო ჩემი დღის რეჟიმში საინფორმაციო-ტექნოლოგიურ საშუალებებს (ტელევიზორს, ინტერნეტს)? (საზ.მეც.დაწყ.(I).2, 4, 6);
რა ინფორმაცია შეიძლება მივიღო რეკლამისგან? (საზ.მეც.დაწყ.(I).6, 8);
რაში გვეხმარება სოციალური რეკლამა (რომელიც ასახავს მაგ.: ეკოლოგიის პრობლემებს, ან მოგვიწოდებს სამოქალაქო აქტიურობისკენ)? (საზ.მეც.დაწყ.(I). 2, 6, 10, 12, 13, 14, 15, 16, 17);
ვის და როგორ უნდა მივმართო საფრთხეების შემთხვევაში (პირადი უსაფრთხოება, საზოგადოებრივი პრობლემები)? (საზ.მეც.დაწყ.(I). 15);
რა გზით გავუზიარო ინფორმაცია თანატოლებს ბავშვთა უფლებების შესახებ? (საზ.მეც.დაწყ.(I). 13).
ჟურნალისტი/ინფორმაციის მომპოვებელი;
შეხედულება;თანამედროვე ტექნოლოგიები;
კომუნიკაცია;
სიახლე;
სასარგებლო/უსარგებლო
ინფორმაცია;
ინფორმაციის წყარო;
სოციალური ქსელი;
რეკლამა /
სოციალური რეკლამა;
დღის რეჟიმი.
3.                                                                                                                                                                                                                           მე და ჩემი ქვეყანა
რატომ უნდა მიყვარდეს ჩემი ქვეყანა და ვუფრთხილდებოდე მას? (საზ.მეც.დაწყ.(I) 5, 10, 11, 13, 17);
რატომ უნდა ვცე პატივი ჩემი ქვეყნის დროშასა და გერბს? (საზ.მეც.დაწყ.(I). 5, 10).
რატომ უნდა გავუფრთხილდე ჩემი ქვეყნის ბუნებას? (საზ.მეც.დაწყ.(I). 6, 10, 17).
რატომ უნდა მოვიხმარო პასუხისმგებლობით ბუნებრივი რესურსები? (საზ.მეც.სტ.IV. 6, 8, 17);
რატომ უნდა დავიცვათ საზოგადოებრივი წესრიგი (ქუჩაში მოძრაობისას, ტრანსპორტში) (საზ.მეც.დაწყ.(I) 2, 13, 15);
რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს წესებისა და კანონების დარღვევას?(საზ.მეც.დაწყ.(I) 2, 3, 10, 13, 14, 17);
რატომ არის მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია? (საზ.მეც.დაწყ.(I).4).
რატომ აღვნიშნავთ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ეროვნულ დღესასწაულებს (მაგ.: დამოუკიდებლობის დღეს,  აღდგომას)? (საზ.მეც.დაწყ.(I) 1, 9, 11);
როგორ ასახავს ცალკეული ნივთები/ძეგლები (მაგ.: სურათი, ციხესიმაგრის ნანგრევები, ტაძარი) ჩემი ქვეყნის ისტორიას? (საზ.მეც.სტ.IV. 9, 11, 17);
როგორ ვლინდება რელიგიური რწმენა-წარმოდგენები კულტურის ძეგლებსა და ტრადიციებში?((საზ.მეც.დაწყ.(I) 9, 10, 11, 17);
რატომ არის საჭირო ქვეყნისთვის საზოგადოებრივი ინსტიტუტები (მაგ.: ოპერა, თეატრი, მუზეუმი, სამედიცინო დაწესებულება, მუნიციპალიტეტი)? (საზ.მეც.დაწყ.(I) 12).
წეს-ჩვეულება / ტრადიცია;

ეროვნული დღესასწაულები;

შემწყნარებლობა, პატივისცემა;

წესი \ კანონი;
უფლება \ მოვალეობები;
მოსახლეობა;
თაობა/წინაპარი;
მემკვიდრეობა;
სიმბოლიკა;
ქვეყანა;
მართვა.

შეფასება

„მე და საზოგადოების“ სწავლებისას გამოიყენება მხოლოდ განმავითარებელი შეფასება. მისი ამოცანები  საზოგადოებრივი მეცნიერებების სტანდარტის ზოგად ნაწილშია ჩამოყალიბებული.
საგნის სწავლა-სწავლების პროცესში მოსწავლე შემდეგი ტიპური აქტივობებით უნდა შეფასდეს:
1.      შემოქმედებითი პროდუქტის შექმნა (პლაკატი, ნახატი, კომიქსი, ფლაერი, ბუკლეტი, კედლის გაზეთი, მაკეტი, ემბლემა და სხვა);
2.      საკლასო აქტივობებში ჩართულობა;
3.      ინფორმაციის მოძიება და პრეზენტაციის მომზადება;
4.      თხზულების, თემის დაწერა, წერილის მიწერა, ზღაპრის, იგავის, ლექსის, კროსვორდის შექმნა, დაუსრულებელი ისტორიის დასრულება;
5.      მოთხრობის, ფოტოების, ანიმაციური/მხატვრული ფილმის, ვიდეორგოლის, მუსიკალური კლიპის, ყოფითი შემთხვევის განხილვა;
6.      ექსკურსია;
7.      დოკუმენტების (საკლასო „კონსტიტუცია“, დღის რეჟიმი“ პეტიციის და სხვა) შექმნა;
8.      კვლევითი პროექტი (გამოკითხვა, ინტერვიუ, რეპორტაჟი და სხვა);
9.      საქველმოქმედო, საგანმანთლებლო, სოციალური პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული პროექტების დაგეგმვა და განხორციელება;
10.  დისკუსია (დებატი);
11.  როლური თამაში.

აღნიშნულ აქტივობებში მოსწავლეთა მონაწილეობა განმავითარებელი შეფასების რუბრიკებით ფასდება, რომლებიც ერთი მხრივ ამოწმებენ მოსწავლის ინდივიდუალურ პროგრესს, მეორე მხრივ კი – სასწავლო პროცესში შეძენილი ცოდნის ხარისხს (ცოდნის სამ კატეგორიას – დეკლარატიულს, პროცედურულს, პირობისეულს).
     საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის ბრძანება 182/ნ - ვებგვერდი, 03.01.2017წ.

მუხლი 72. საზოგადოებრივი მეცნიერებების სტანდარტი დაწყებით საფეხურზე - „ჩვენი საქართველო“
შესავალი
საგანი „ჩვენი საქართველო“ საზოგადოებრივი მეცნიერებების საფუძვლების ინტეგრირებულ სწავლებას გულისხმობს. მის ფარგლებში მოსწავლე, ასაკის შესაბამისად, საქართველოს მხარეების (მაგ.: ქართლის, კახეთის, გურიის და ა.შ.) გეოგრაფიას, ისტორიას, ეთნოგრაფიულ თავისებურებებსა და თანამედროვე მდგომარეობას შეისწავლის.
საგნის სწავლა-სწავლების პროცესში მოსწავლეს ცნობისმოყვარეობა გაუღვივდება ქვეყნის წარსულისა და აწმყოს მიმართ; მხარის გეოგრაფიას დაუკავშირებს ისტორიას, კულტურას და ეთნოგრაფიას. გაუჩნდება მოტივაცია, საკუთარი წვლილი შეიტანოს საზოგადო პრობლემების გადაჭრაში. ეს მას სამშობლოს სიყვარულის გრძნობას გაუღვივებს და სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებაში დაეხმარება.
მიზნები
საგანი “ჩვენი საქართველო” მიზნად ისახავს მოსწავლეს:
Ø  დაეხმაროს საკუთარი ქვეყნის მრავალმხრივად დანახვასა და შეცნობაში;
Ø  გაუღვივოს ცნობისმოყვარეობა ქვეყნის წარსულისა და თანამედროვეობის მიმართ;
Ø  გააცნობიერებინოს, რომ საქართველოს ეთნოგრაფიული, ბუნებრივი, ეთნიკური, რელიგიურ-კულტურული მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეა;
Ø  ჩამოუყალიბოს მზრუნველი დამოკიდებულება თავისი რეგიონის და ქვეყნის მიმართ;
Ø  დაეხმაროს საზოგადოებისა და სახელმწიფოს წევრად თავის აღქმაში;
Ø  საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაში;
Ø  დაეხმაროს სამოქალაქო ცნობიერების განვითარებაში;
Ø  განუვითაროს სამოქალაქო საზოგადოებაში ცხოვრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები;
Ø  განუვითაროს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში სიტუაციების შეფასებისა და საგანგებო ვითარებაში ადეკვატურად მოქმედების უნარი.

V-VI კლასების სტანდარტი
ა) VI კლასის ბოლოს მისაღწევი შედეგები
ინდექსების განმარტება
დაწყებით საფეხურზე სტანდარტში გაწერილ თითოეულ შედეგს წინ უძღვის ინდექსი, რომელიც მიუთითებს საგანს, სწავლების ეტაპსა და სტანდარტის შედეგის ნომერს; მაგ., საზ.მეც.დაწყ.(II).1.:
„საზ.მეც“- მიუთითებს საზოგადოებრივ მეცნიერებებს;
„დაწყ“ - მიუთითებს დაწყებით საფეხურს;
„(II)“ – მიუთითებს, რომ სტანდარტი მოიცავს V- VI კლასებს;
1“- მიუთითებს სტანდარტის შედეგის ნომერს.



„ჩვენი საქართველოს“ სტანდარტი (V-VI კლასები)
შედეგების ინდექსი
1. მიმართულება: დრო, სივრცე და ცვალებადობა

მოსწავლემ უნდა შეძლოს:
საზ.მეც.დაწყ.(II).1.
ისტორიული ფაქტებისა და მოვლენების ქრონოლოგიურ ჭრილში გააზრება და გადმოცემა. მათი დაკავშირება თანამედროვე სოციალურ-კულტურულ გარემოსა და ისტორიულ მემკვიდრეობასთან;
საზ.მეც.დაწყ.(II).2.
ლეგენდებისა და მითების, მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენებისა და პიროვნებების ლოკალურ გარემოსთან დაკავშირება; ქვეყნის განვითარებაში პიროვნების როლის გაცნობიერება;
საზ.მეც.დაწყ.(II).3.
საქართველოს მხარეების ბუნებრივი და სოციალურ-კულტურული მახასიათებლების შესწავლა;
საზ.მეც.დაწყ.(II).4.
რუკის ლეგენდაში მოცემული პირობითი ნიშნების საშუალებით რუკაზე დატანილი ინფორმაციის წაკითხვა;
საზ.მეც.დაწყ.(II).5.
საქართველოსთვის დამახასიათებელი ბუნებრივი მოვლენების გამომწვევი მიზეზებისა და მათი შედეგების გააზრება; ბუნებრივ მოვლენებზე ადეკვატური რეაგირება და მათგან თავდაცვა;

2. მიმართულება: ინიციატივა და მეწარმეობა

მოსწავლემ უნდა შეძლოს:
საზ.მეც.დაწყ.(II).6.
ქვეყნის განვითარებისთვის ვაჭრობის, სხვა ტრადიციული და ამჟამინდელი პროფესიებისა და საქმიანობის მნიშვნელობისა და საჭიროების გააზრება;
საზ.მეც.დაწყ.(II).7.
ინიციატივის გამოვლენა, ადამიანური და მატერიალური რესურსების გათვალისწინებით შედეგზე ორიენტირებული საქმიანობის დაგეგმვა;

3. მიმართულება: სოციალურ-ულტურული განვითარება მოქალაქეობა და უსაფრთხოება

მოსწავლემ უნდა შეძლოს:
საზ.მეც.დაწყ.(II).8.
მისი, როგორც ბავშვის, გარკვეული უფლება-მოვალეობებისა და პასუხისმგებლობების გაცნობიერება; დადგენილი წესებისა და კანონების საფუძველზე თავისი უფლებების რეალიზება და სხვისი უფლებების დაცვა.
საზ.მეც.დაწყ.(II).9.
საზოგადოებისთვის აქტუალური პრობლემების/მოვლენების გააზრება ისტორიულ და თანამედროვე ჭრილში; საკუთარი ჩართულობით მათი გამოსწორების მექანიზმების გაცნობიერება;
საზ.მეც.დაწყ.(II).10.
გააცნობიეროს ჯანსაღი ცხოვრების წესის (პირადი ჰიგიენის, ჯანსაღი კვების, ტრადიციული და ამჟამინდელი სპორტული აქტივობების) მნიშვნელობა და მისდიოს მას; 
საზ.მეც.დაწყ.(II).11.
უსაფრთხოების წესების დაცვის მნიშვნელობის გააზრება და საგანგებო და საყოფაცხოვრებო სიტუაციებში შესაბამისად მოქმედება (მაგ.: ქუჩაში მოძრაობისას, ტრანსპორტში ყოფნისას, ექსკურსიაზე, ლაშქრობისას, ბუნებრივი კატასტროფებისას);
საზ.მეც.დაწყ.(II).12.
ღირებულებების - მაგ.: დემოკრატიის პრინციპების, ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, გარემოს დაცვის, შემწყნარებლობის - მნიშვნელობის გაცნობიერება ინდივიდისა და საზოგადოების განვითარებისთვის;
საზ.მეც.დაწყ.(II).13.
საქართველოს ეთნიკური, კულტურულ-რელიგიური მრავალფეროვნების გააზრება და პოზიტიური დამოკიდებულების გამოვლენა;
საზ.მეც.დაწყ.(II).14.
ბუნებრივი გარემოს, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობის გაცნობიერება და მის მიმართ მზრუნველი დამოკიდებულების გამოვლენა.
საზ.მეც.დაწყ.(II).15.
მის გარშემო წარმოდგენილი სოციალურ-კულტურული ინსტიტუტების (მაგ.: სკოლა, საკულტო (რელიგიური) ნაგებობები, კინო, კლუბი, მუზეუმი, სამედიცინო დაწესებულება, პოლიცია) ფუნქციების გაცნობიერება.

ბ) შინაარსი
სასწავლო პროცესი შემდეგი ცნებითი კატეგორიებისა და თემების დამუშავების საფუძველზე უნდა წარიმართოს:
ცნებები და ტერმინები
საგან „ჩვენი საქართველოს“ სტანდარტი გულისხმობს ჩამოთვლილი ცნებების იმპლიციტურ და არა ექსპლიციტურ დამუშავებას:
1.      პიროვნება, საზოგადოებრივი ჯგუფები;
2.      დრო, უწყვეტობა და ცვლილება (ისტორია, წყარო, ფაქტი და ინტერპრეტაცია, კალენდარი, საუკუნე, წელთაღრიცხვა);
3.      ხალხი, მდებარეობა, გარემო (გეოგრაფია, რუკა/ადგილის გეგმა; საზღვარი; ბუნებრივი რესურსები, დასახლების ტიპები, საცხოვრისის ტიპები, ლანდშაფტი (ბუნებრივი), ეკოლოგია / გარემოს დაცვა, რელიეფი, კლიმატი, ბუნებრივი მოვლენები და მათგან თავდაცვა, საგანგებო სიტუაციები, ერი, ეთნიკური ჯგუფი, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარე);
4.      ეკონომიკა (პროფესია, სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, ვაჭრობა, ტრანსპორტი და კომუნიკაციები);
5.      სახელმწიფო და მოქალაქე (საზოგადოება, პასუხისმგებლობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, მოხალისეობა, მონაწილეობა, სამოქალაქო უსაფრთხოება, კანონი, კონფლიქტი, ძალადობა), არჩევნები, სიმბოლიკა).
6.      კულტურული მრავალფეროვნება (ეთნიკური, კულტურულ-რელიგიური მრავალფეროვნება, კულტურული მემკვიდრეობა, მუზეუმი, ტრადიცია/ინოვაცია, ფოლკლორი, დამწერლობა, ტრადიციული სპორტული სახეობები, ტრადიციული ყოფითი საქმიანობები).
V-VI კლასებისათვის სავალდებულო თემები
საქართველოს მხარეები (ისტორიულ-ეთნოგრაფიული დაყოფა):
1) ქართლი;
2)  აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთი (თუშეთი, ფშავ-ხევსურეთი, ხევი, მთიულეთი, გუდამაყარი, ერწო-თიანეთი);
3) სამეგრელო;
4) აჭარა;
5) იმერეთი;
6) კახეთი;
7) გურია;
8) სვანეთი;
9) რაჭა-ლეჩხუმი;
10)    აფხაზეთი;
11)    სამცხე-ჯავახეთი;
12)          საქართველოს დედაქალაქი - თბილისი;
13) სახელმწიფო- ჩვენი საქართველო.

V კლასში გათვალისწინებულია საქართველოს ხუთი მხარის შესწავლა: ქართლი, სვანეთი, სამეგრელო, აჭარა, იმერეთი. VI კლასში კი საქართველოს დანარჩენ ექვს მხარესთან ერთად ისწავლება თემები: თბილისი - საქართველოს დედაქალაქი და სახელმწიფო - ჩვენი საქართველო.
თემა V – VI კლასებისთვის
საქართველოს მხარის მოცემული მატრიცა უნივერსალური ნიმუშია, რომლის მიხედვით უნდა აიგოს მასალა ყველა მხარის ირგვლივ, რა თქმა უნდა, მხარეთა სპეციფიკურობის გათვალისწინებით.
თემა
სასწავლო თემის სტანდარტის შედეგებთან დამაკავშირებელი კითხვები:
საქართველოს მხარე
რა ვიცით საქართველოსა და მისი მხარეების შესახებ (საზ.მეც.დაწყ.(II). 3, 4)
რა შეიძლება გავიგო საქართველოს ამა თუ იმ მხარის შესახებ რუკაზე დატანილი პირობითი ნიშნების საშუალებით (რესურსი, ძეგლი, ბრძოლის ადგილი, ქალაქი, მდინარე, ტბა, მთა, ბარი)? (საზ.მეც.დაწყ.(II). 3, 4)
რას და როგორ მოგ­ვითხრობს ისტორიის შესახებ საქართველოს ამა თუ იმ მხარეში შემორჩენილი ძეგლები? (საზ.მეც.დაწყ.(II). 1, 2, 4, 14)
რომელი მნიშვნელოვანი პიროვნებები, მოვ­ლენები, მითები და ლეგენდები უკავშირდება საქართველოს ამა თუ იმ მხარის ისტორიას? (საზ.მეც.დაწყ.(II). 1, 2, 12)
ისტორიულად რომელი ცნობილი მოგზაურები უკავშირდება საქართველოს ამა თუ იმ მხარეს? (საზ.მეც.დაწყ.(II). 1, 2, 6)
როგორ აისახება ომისა და მშვიდობის შედეგები (მაგ.: ისტორიული ნანგრევები, საზღვრების ცვლილება, მოსახლეობის ცვლილება) საქართველოს ამა თუ იმ მხარის ისტორიასა და ყოფაზე? (საზ.მეც.დაწყ.(II). 1, 9, 12)

როგორ განსხვავდება საქართველოს სხვადასხვა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარე სხვადასხვა ნიშნით (მაგ.: ფოლკლორი, სამზარეულო, ჩაცმულობა, წეს-ჩვეულებები) ერთმანეთისგან და რამ განაპირობა ეს? (საზ.მეც.დაწყ.(II). 3, 13)
რამ განაპირობა, რომ საქართველოს ამა თუ იმ მხარეში სხვადასხვა ეთნიკური, კულტურული და რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლები ცხოვრობენ? (საზ.მეც.დაწყ.(II). 1, 3, 13)
რატომ არის საქართველოს ამა თუ იმ მხარეში გავრცელებული ესა თუ ის ტრადიციული საქმიანობა და მეურნეობის დარგი? (საზ.მეც.დაწყ.(II). 3, 6)

რა განაპირობებს დასახლებისა და საცხოვრისის ტიპების თავისებურებებს საქართველოს ამა თუ იმ მხარეში? (საზ.მეც.დაწყ.(II). 3, 5)

როგორ იცავენ თავს საქართველოს ამა თუ იმ მხარისთვის დამახასიათებელი სტიქიური მოვლენებისგან? რა განაპირობებს სტიქიური მოვლენების წარმოქმნას? (საზ.მეც.დაწყ.(II). 5, 11)

როგორ შეიძლება მივიღოთ მონაწილეობა ამა თუ იმ მხარისთვის აქტუალური პრობლემების (მაგ.: გარემოს დაცვა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, ეკომიგრანტები, დევნილები, განათლების ხელმისაწვდომობა, სახელმწიფო ენის არცოდნა*) გადაჭრაში? (საზ.მეც.დაწყ.(II). 7, 12, 14) *ამ ჩამონათვალიდან უნდა გამოვყოთ და მიმოვიხილოთ კონკრეტული მხარისთვის დამახასიათებელი სოციალური პრობლემა.

როგორ შემიძლია მშვიდობიანი გზით დავიცვა ჩემი და ჩემი თანატოლების უფლებები და რა საშუალებები შემიძლია გამოვიყენო საზოგადოების­თვის საზიანო ძალადობრივი ქცევის შესაჩერებლად? (საზ.მეც.დაწყ.(II). 7, 8, 9, 10, 12)

რა პრობლემები შეუძლია შეუქმნას ჩემს მხარეს ჩემი და ჩემი თანატოლების მხრიდან უპასუხისმგებლო ქმედებებმა და მოვალეობების იგნორირებამ? (საზ.მეც.დაწყ.(II). 9, 10, 14)
რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ გოგონებმაც და ბიჭებმაც დაიცვან ჯანსაღი ცხოვრების წესი და როგორ გვეხმარება საქართველოს ამა თუ იმ მხარეში გავრცელებული ტრადიციული სპორტული სახეობები ჯანსაღი ცხოვრების წესის შენარჩუნებაში? (საზ.მეც.დაწყ.(II). 10)
რატომ იყო და არის საჭირო საქართველოს სხვადასხვა მხარეში სოციალურ-კულტურული ინსტიტუტების არსებობა (მაგ.: სკოლა, აკადემია, საკულტო (რელიგიური) ნაგებობები, ბიბლიოთეკა, თეატრი, მუზეუმი) წარსულსა და თანამედროვეობაში? (საზ.მეც.დაწყ.(II). 1, 6, 15)
თბილისი -საქართველოს დედაქალაქი
როგორ დაარსდა თბილისი? როგორ იქცა იგი საქართველოს დედაქალაქად? როგორი იერსახე ჰქონდა მას ისტორიულ წარსულში? (საზ.მეც.დაწყ.(II). 1, 2, 13)
როგორ აისახება ომისა და მშვიდობის შედეგები (მაგ.: ისტორიული ნანგრევები, საზღვრების ცვლილება, მოსახლეობის ცვლილება) თბილისის ისტორიასა და ყოფაზე? (საზ.მეც.დაწყ.(II). 1, 12)
რას და როგორ მოგვითხრობს შემორჩენილი ძეგლები თბილისის ისტორიაზე (მაგ.: ნარიყალა, მეტეხი?) (საზ.მეც.დაწყ.(II). 1, 14)
როგორ განსხვავდება ისტორიული და თანამედროვე თბილისი? როგორ მოგვითხრობს ნა­ხატი ან ფოტო თბილისის ისტორიასა და განვი­თარებაზე? (საზ.მეც.დაწყ.(II). 1, 2, 3, 6, 14)
რატომ აქვს თბილისის უბნებს სხვადასხვა იერსახე (არქიტექტურა, მოსახლეობის ყოფა)? (საზ.მეც.დაწყ.(II). 1, 3, 5, 15)
რატომ წარმოადგენს რუსთაველის გამზირი და თავისუფლების მოედანი თბილისის ცენტრს (კულტურულ-პოლიტიკური მნიშვნელობით)? (საზ.მეც.დაწყ.(II). 15)
რით არის განპირობებული სხვადასხვა საქმიანობისა და პროფესიის მრავალფეროვნება თბილისში? (საზ.მეც.დაწყ.(II). 1, 3, 6, 13, 15)
რატომ ცხოვრობენ თბილისში სხვადასხვა ეთნიკური, კულტურული და რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლები? (საზ.მეც.დაწყ.(II). 1, 3, 12, 13)
როგორ აისახებოდა/აისახება თბილისი ხელოვნებასა და მწერლობაში? (მაგ. ფიროსმანი, გრიშაშვილი და სხვა) (საზ.მეც.დაწყ.(II). 1, 2, 3)
როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ქალაქის გეგმაზე ასახული პირობითი ნიშნები თბილისში ორიენტირებისთვის? (საზ.მეც.დაწყ.(II).4)
რატომ დგას თბილის­ში მწვავედ გარემოს (ეკოლოგიის, ჰაერის დაბინძურების) დაცვის პრობლემები? (საზ.მეც.დაწყ.(II). 9, 14)
როგორ გამოვი­ყენოთ ეფექტი­ანად ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის ტუ­რისტული და დასასვენებელი (რეკრეაციული) ზონები? (საზ.მეც.დაწყ.(II). 10)
სახელმწიფო - ჩვენი საქართველო

როდის და როგორ შეიქმნა საქართველოს სახელმწიფო, ქართული დამწერლობა? (საზ.მეც.დაწყ.(II). 1, 2, 14)
რა მნიშვნელობა აქვს და რატომ შეიძლება იცვლებოდეს სახელმწიფოს საზღვარი? (საზ.მეც.დაწყ.(II). 1, 2, 4)
რა შეიძლება გავიგო საქართველოს შესახებ სხვადასხვა ტიპის რუკებისა და მათზე დატანილი პირობითი ნიშნების საშუალებით? (საზ.მეც.დაწყ.(II).4, 5)
რა პრობლემები შეუძლია შეუქმნას ჩემს ქვეყანას ჩემი და ჩემი თანატოლების მხრიდან უპასუხისმგებლო ქმედებამ და მოვალეობების იგნორირებამ? (საზ.მეც.დაწყ.(II). 8, 12)
როგორ შევიტანოთ წვლილი ჩემი ქვეყნის განვითარებაში არსებული გამოწვევების ფონზე (ეკოლოგიური პრობლემები, საგზაო უსაფრთხოება, ცხოვრების ჯანსაღი წესი, განათლების ხელმისაწ­ვდომობა, ძალადობის პრობლემა, სახელმწიფო ენის არცოდნა, და სხვა)? (საზ.მეც.დაწყ.(II). 7, 9, 10, 12)
რატომ არის ჩემი მოვალეობა ქვეყნის ისტორიულ-კულტურუ­ლი მემკვიდრეობისა და გარემოს დაცვა? (საზ.მეც.დაწყ.(II). 7, 9, 14)
რატომ არის საქართველოსთვის დამახასიათებელი ეთნიკური, კულტურული და რელიგიური მრავალფეროვნება? (საზ.მეც.დაწყ.(II). 3, 13)
რატომ ახასიათებს საქართველოს მრავალფეროვანი ეთნოგრაფიული ტრადიციები? (საზ.მეც.დაწყ.(II).1, 3, 13)
როგორ ზრუნავს სხვადასხვა ინსტიტუტები ჩვენი უფლებების დაცვასა და რეალიზებაზე (მაგ.: პარლამენტი, სასამართლო, სამინისტროები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, თეატრი, მუზეუმი)? (საზ.მეც.დაწყ.(II). 15)
როგორ ზრუნავს სახელმწიფო ჩვენს სამოქალაქო უსაფრთხოებაზე? (საზ.მეც.დაწყ.(II). 11)
როგორ მივაწვდინო ხმა ხელისუფლებას მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით ჩემს ხელთ არსებული საშუალებებით (საზ.მეც.დაწყ.(II). 7, 8, 9, 12)
ქვეპუნქტი 4. შეფასება
საგნის „ჩვენი საქართველო“ სწავლა-სწავლებისას გამოიყენება განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება. მისი ამოცანები საზოგადოებრივი მეცნიერებების სტანდარტის ზოგად ნაწილშია ჩამოყალიბებული.
საგნის სწავლა-სწავლების პროცესში, მიმდინარე შეფასების კომპონენტში, მოსწავლე შემდეგი ტიპური აქტივობებით უნდა შეფასდეს:
საგნის სწავლა-სწავლების პროცესში მოსწავლე შეიძლება შეფასდეს შემდეგი ტიპური აქტივობებით:
13.  რუკაზე მუშაობა (რუკის შექმნა (მათ შორის, ფაზლით), რუკაზე არსებული შეცდომის შესწორება, სიმულაციური მოგზაურობა რუკაზე და სხვა);
14.  დიაგრამების, სკალების (დროის სკალა) შექმნა;
15.  ინფორმაციის, ფოტომასალის მოძიება და პრეზენტაციის მომზადება, გამოფენის მოწყობა;
16.  მოთხრობის, ანიმაციური/მხატვრული/დოკუმენტური ფილმის, ვიდეორგოლის, მუსიკალური კლიპის, ყოფითი შემთხვევის, ლიტერატურული ნაწარმოების, წყაროს განხილვა.
17.  შემოქმედებითი პროდუქტის შექმნა (პლაკატის, ნახატის, კომიქსის, ფლაერის, ესეს, მოთხრობის, ბუკლეტის, კედლის გაზეთის, მაკეტის, ემბლემის, ვიდეორგოლის, ფოტოალბომის, ფოტოკოლაჟის (დროის სკალის გამოყენებით), სლოგანის, შექმნა);
18.  კვლევითი პროექტი (გამოკითხვა, ინტერვიუ, რეპორტაჟი, კვლევის ჩატარება, ქცევის წესები („კონსტიტუცია“), დღის რეჟიმი, „მეგობრობის დღიური“, გამოფენა);
19.  დოკუმენტების (საკლასო „კონსტიტუცია“, დღის რეჟიმი“ პეტიციის და სხვა) შექმნა;
20.  კვლევითი პროექტი (გამოკითხვა, ინტერვიუ, რეპორტაჟი და სხვა);
21.  საქველმოქმედო, საგანმანთლებლო, სოციალური პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული პროექტების დაგეგმვა და განხორციელება;
22.  ექსკურსია;
23.  დისკუსია (დებატი, თოქ-შოუ);
24.  როლური თამაში (საჯარო სტრუქტურის იმიტაცია, სიმულაციური სასამართლო და სხვა).

აღნიშნულ აქტივობებში მოსწავლეთა მონაწილეობა უნდა შეფასდეს შეფასების რუბრიკებით, რომლებიც, ერთი მხრივ, ამოწმებენ მოსწავლის ინდივიდუალურ პროგრესს, მეორე მხრივ კი – სასწავლო პროცესში შეძენილი ცოდნის ხარისხს (ცოდნის სამ კატეგორიას – დეკლარატიულს, პროცედურულს, პირობისეულს).


შემაჯამებელი დავალება წარმოდგენილი უნდა იყოს კომპლექსური დავალების სახით. კომპლექსური
დავალება შეიძლება იყოს შემდეგი სახის:
1.      საქართველოს ამა თუ იმ მხარის (მაგალითად, ქართლის) რომელიმე პუნქტში ექსკურსიის გზით კვლევის ჩატარება (ისტორიულ-გეოგრაფიულ-სოციალურ პრობლემებზე) და მისი შედეგების პრეზენტაცია;
2.      საქართველოს ამა თუ იმ მხარის საპატივცემულოდ რაიმე ღონისძიების გამართვა, რომელშიც ისტორიის, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების მონაცემები აისახება;
3.      როლური თამაშით საქართველოს ამა თუ იმ მხარის რომელიმე ისტორიული მოვლენის ეპიზოდის წარმოდგენა;
4.      მაკეტების შექმნა საქართველოს ორი მხარის მახასიათებლების ერთმანეთთან შედარების მიზნით;
5.      ეთნოგრაფიულ მუზეუმში სტუმრობა მისი ღირსშესანიშნაობების შესასწავლად;
6.      საქართველოს ამა თუ იმ მხარის შესახებ საინფორმაციო-სარეკლამო ბუკლეტის შექმნა;
7.      სკაიპის, ტელეფონის ან სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით საქართველოში სხვადასხვა მხარეში მცხოვრებ თანატოლებთან დაკავშირება, ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა და თანატოლების პრობლემების ირგვლივ მოგროვილი ინფორმაციის განზოგადება;
8.      საქართველოს ამა თუ იმ მხარისთვის აქტუალური მარტივი სამოქალაქო პროექტების (ეკოლოგია, საგანგებო ვითარებები, ჯანსაღი ცხოვრება) განხორციელება.


  მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შემაჯამებელი დავალება
Ø  დავალების თითოეულ ტიპს უნდა ახლდეს თავისი შეფასების ზოგადი რუბრიკა (თუ რეცეფციული (კითხვა, მოსმენა) დავალებაა, მაშინ შეფასების სქემა უნდა ახლდეს თითოეულ ტესტურ კითხვას);
Ø  ზოგადი რუბრიკა უნდა დაზუსტდეს კონკრეტული დავალების პირობისა და განვლილი მასალის გათვალისწინებით;
Ø  10 ქულა უნდა გადანაწილდეს რუბრიკაში შემავალ კრიტერიუმებზე;
Ø  მითითებული უნდა იყოს სტანდარტის ის შედეგები, რომელთა შემოწმებასაც ემსახურება შემაჯამებელი დავალება.
     საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის ბრძანება 182/ნ - ვებგვერდი, 03.01.2017წ.



„მოქალაქეობა“
საბაზო საფეხურის სტანდარტი

შესავალი

საბაზო საფეხურის „მოქალაქეობის“ სტანდარტი შედგება შემდეგი ნაწილებისგან:
ა)  საგნის სწავლა-სწავლების მიზნები;
ბ) სტანდარტის შედეგები და შინაარსი;
გ) მეთოდიკური ორიენტირები;
დ) შეფასება.

საგან „მოქალაქეობის“ ფარგლებში მოსწავლე გაეცნობა საზოგადოებას, რომელშიც ცხოვრობს; შეისწავლის ლოკალურ, სახელმწიფოებრივ და გლობალურ დონეზე მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკურ პროცესებს.
საგნის სწავლა-სწავლებისას მოსწავლე ჩართული იქნება სამოქალაქო აქტივობებში, რომლებიც მას შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების საშუალებას მისცემს.


ა) საგნის სწავლა-სწავლების მიზნები
მოქალაქეობის სწავლა-სწავლება მიზნად ისახავს, მოსწავლეს:
·         დაეხმაროს საკუთარი თავის საზოგადოების სრულუფლებიან წევრად აღქმაში;
·         ჩამოუყალიბოს საკუთარი ქვეყნის მიმართ მზრუნველი დამოკიდებულება;
·         ასწავლოს სამოქალაქო მონაწილეობის ფორმები; გააცნობიერებინოს, რომ მას შეუძლია და მართებს საკუთარ ქვეყანაში (თემში/მუნიციპალიტეტში/სახელმწიფოში) პოზიტიური ცვლილებების განხორციელება;
·         გამოუმუშავოს მოქალაქისთვის საჭირო უნარ-ჩვევები (თანამშრომლობის, კონფლიქტის მართვის, სამეწარმეო და ფინანსური) და ღირებულებები/დამოკიდებულებები (ადამიანის უფლებების, განსხვავებული აზრის პატივისცემა, ტოლერანტობა);
·         დაეხმაროს კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის პრინციპების გათავისებაში;
·         ჩამოუყალიბოს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის კულტურა.
ამ მიზნებზე მუშაობით „მოქალაქეობა“ თავის წვლილს შეიტანს ეროვნული სასწავლო გეგმის მისიისა და მიზნებით გათვალისწინებული უნარებისა და ღირებულებების განვითარებასა და ჩამოყალიბებაში.   




ბ) სტანდარტის შედეგები და შინაარსი
სტანდარტის შედეგები საგნის ცნებებზე დაფუძნებით განსაზღვრავს მიზნობრივ ორიენტირებს და პასუხობს შეკითხვას: რა უნდა შეეძლოს მოსწავლეს საგან მოქალაქეობის“ ფარგლებში საბაზო საფეხურის ბოლოს.  
შედეგები ჯგუფდება სამ მიმართულებად:
·         პიროვნული განვითარება და სოციალიზაცია - გულისხმობს მოსწავლის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაციას. მისი მხრიდან სოციალური ნორმების, ქცევის მოდელებისა და ღირებულებების გავისებ;
·         ინიციატივა და მეწარმეობა - გულისხმობს ინოვაციურ და კრიტიკულ აზროვნებას; იდეების საქმედ ქცევასა და გრძელვადიან მიზნებზე ორიენტირებას;
·         სამოქალაქო მონაწილეობა და უსაფრთხოება - გულისხმობს საკუთარ ქვეყანაზე ზრუნვას; საზოგადოებისთვის სასარგებლო სამოქალაქო და სოციალური აქტივობების არაძალადობრივი მეთოდებით, კანონის დაცვით განხორციელებას.

სტანდარტის შინაარსი განსაზღვრავს, რა უნდა იცოდეს მოსწავლემ. შინაარსი აღიწერება  სავალდებულო ცნებებისა და თემების სახით.
ცნებების სახით განსაზღვრულია ის ცოდნა, რომელსაც მოსწავლე საგნის ფარგლებში უნდა დაეუფლოს. ცნებები შედეგებთან ერთად უნდა დამუშავდეს შინაარსიან კონტექსტებში. ეს კონტექსტები სავალდებულო თემების სახითაა წარმოდგენილი.
თითოეულ თემას ახლავს შეფასების ინდიკატორები. შეფასების ინდიკატორები განსაზღვრავს, თუ რა უნდა შეფასდეს კონკრეტული თემის ფარგლებში (თითოეულ ინდიკატორს ახლავს შესაბამისი შედეგის ინდექსის ნომერი, რომელიც განსაზღვრავს, თუ რომელი შედეგიდან/შედეგებიდან გამომდინარეობს იგი).


სტანდარტის შედეგების ინდექსების განმარტება
სტანდარტში გაწერილ თოეულ შედეგს წინ ინდექსი აქვს დართული, რომელიც მიუთითებს საგანს, სწავლების ეტაპსა და სტანდარტის შედეგის ნომერს; მაგ. მოქ.საბ.1.
„მოქ“ მიუთითებს საგანს „მოქალაქეობა“;
„საბ“  საფეხურს (საბაზო საფეხური), რომლის ბოლოსაც არის მისაღწევი შედეგი;
1შედეგის რიგს (1 = პირველი შედეგი).









მოქალაქეობის სტანდარტის შედეგები (VII-IX კლასები)
შედეგების ინდექსი
მიმართულება: პიროვნული განვითარება და სოციალიზაცია
ცნებები

მოსწავლემ უნდა შეძლოს:

მოქ.საბ.1.
საკუთარი შეხედულებების, ქცევების შეფასება და კორექტირება, ემოციების მართვა (თვითრეფლექსია);
სოციალიზაცია

დემოკრატია, დემოკრატიის პრინციპები

ინიციატივა

სამოქალაქო მონაწილეობა

მდგრადი განვითარება

მოქ.საბ.2.
საკუთარი თავის საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის (მაგალითად, სასკოლო თემის) წევრად აღქმა;
მოქ.საბ.3.
საკუთარი და სხვა ადამიანების უფლება-მოვალეობების გაცნობიერება და დაცვა;
მოქ.საბ.4.
დემოკრატიის პრინციპების ცხოვრებისეულ სიტუაციებთან დაკავშირება.

მიმართულება: ინიციატივა და მეწარმეობა

მოსწავლემ უნდა შეძლოს:
მოქ.საბ.5.

მოკლე და გრძელვადიანი მიზნების დასახვა; იდეების ჩამოყალიბება, ინიციატივის გამოვლენა და მისი განხორციელებისთვის საჭირო ნაბიჯების დაგეგმვა;
მოქ.საბ.6.

მომავალი პროფესიის შერჩევისთვის საკუთარი შესაძლებლობების, მოთხოვნილებებისა და საჭიროებების გააზრება;
მოქ.საბ.7.

ასაკის შესაბამისი ფინანსური უნარ-ჩვევების (მაგ., პირადი ფინანსების დაგეგმვა და პასუხისმგებლობით განკარგვა) გამოვლენა.

მიმართულება: სამოქალაქო მონაწილეობა და უსაფრთხოება

მოსწავლემ უნდა შეძლოს:
მოქ.საბ.8.

სამოქალაქო აქტივობებში მოხალისეობის საფუძველზე ჩართულობისა მნიშვნელობის გაცნობიერება და დემოკრატიის პრინციპების საფუძველზე მოქმედების საჭიროების დანახვა;
მოქ.საბ.9.

საზოგადოებისა და ქვეყნისთვის აქტუალური პრობლემების ამოცნობა და საკუთარი ჩართულობით მათ გამოსწორებაზე ზრუნვა;
მოქ.საბ.10.
მდგრადი განვითარების პრინციპების გააზრება და მათ საფუძველზე მოქმედება;
მოქ.საბ.11.

ცხოვრებისეულ და საგანგებო (ბუნებრივი და ტექნოგენური მიზეზებით გამოწვეულ) ვითარებაში უსაფრთხოების წესების დაცვით მოქმედება;
მოქ.საბ.12.

სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებთან და სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა (ინფორმაციის მოპოვება, ლობირება, ადვოკატირება, ადვოკატირების გზით ხელისუფლების ანგარიშვალდებულება და მონიტორინგი);
მოქ.საბ.13.

საკუთარი გადაწყვეტილებების/შეხედულებების უმთავრესი სამართლებრივი დოკუმენტების (საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, ბავშვთა უფლებების კონვენცია) საფუძველზე დასაბუთება.



სავალდებულო სასწავლო თემები
ცნებები, რომლებიც თითოეულ თემაში უნდა დამუშავდეს
VII კლასი
თემატური ბლოკი: ინდივიდი და საზოგადოება
სოციალიზაცია
მე, პიროვნება, საზოგადოება, საზოგადოებრივი ჯგუფები

დემოკრატია, დემოკრატიის პრინციპები
ადამიანის უფლებები, სამართლებრივი დოკუმენტები

ინიციატივა
დაგეგმვა, პროფესია, ფინანსები

სამოქალაქო მონაწილეობა
მოხალისეობა, ადვოკატირება, ლობირება

მდგრადი განვითარება
სამოქალაქო უსაფრთხოება
1. თემი, რომელშიც ვცხოვრობთ
2. სასკოლო გარემო/სასკოლო საზოგადოება
3. ჯანსაღი ცხოვრება
4. ბუნებრივი გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა
5. ეკონომიკური ურთიერთობები თემში
VIII კლასი
თემატური ბლოკი: მოქალაქე და სახელმწიფო
1. ადგილობრივი თვითმმართველობა
2. ცენტრალური ხელისუფლება
3. ეკონომიკა და სახელმწიფო
IX კლასი
თემატური ბლოკი: მოქალაქე  და გლობალური პროცესები
1. სამშვიდობო პროცესები
2. გარემოს დაცვა
3. ეკონომიკა და გლობალური პროცესები


საკითხები:
ეროვნული სასწავლო გეგმა სავალდებულო თემების გასაშლელად საჭირო საკითხებს სავალდებულო სახით არ განსაზღვრავს. პედაგოგებსა და სახელმძღვანელოს ავტორებს უფლება აქვთ თითოეული თემისთვის საკითხები თავად შეარჩიონ.









VII კლასი
თემატური ბლოკი: ინდივიდი და საზოგადოება

სასწავლო თემა: თემი, რომელშიც ვცხოვრობთ                                 
შეფასების ინდიკატორები - მოსწავლემ უნდა შეძლოს:
·         თემში არსებული სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემების (დაწერილი და დაუწერელი წესების თანაარსებობა, არასრულწლოვანთა დანაშაული, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება, ბუნებრივი საფრთხეები) იდენტიფიცირება; საკუთარი ჩართულობით მათ გადაჭრაზე ზრუნვა (მოქ.საბ.2,4,5,7,8,9,10,11,12,13);
·         სათემო აქტივობების დაგეგმვისას განსხვავებული შეხედულებების ადამიანებთან თანამშრომლობა; თემში მცხოვრები ყველა ადამიანის ინტერესის გათვალისწინება (მოქ.საბ.1,2,3,4,5,6,8,9,12);
·         პირადი და სათემო აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელებისას მდგრადი განვითარებისა და დემოკრატიის პრინციპების (თანასწორობა, კანონის უზენაესობა, გამჭვირვალობა, პასუხისმგებლობა, ინკლუზიურობა, არაძალადობრივი მეთოდებით მოქმედება, ტოლერანტობა) გათვალისწინებით მოქმედება (მოქ.საბ.1,2,3,4,5,6,7,8,9,10,12).



სასწავლო თემა: სასკოლო გარემო / სასკოლო საზოგადოება
შეფასების ინდიკატორები - მოსწავლემ უნდა შეძლოს:
·         სკოლაში არსებული სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემების (ჩაგვრა (ბულინგი), განათლების უფლების რეალიზაცია, უსაფრთხო სკოლა) იდენტიფიცირება; საკუთარი ჩართულობით მათ გადაჭრაზე ზრუნვა (მოქ.საბ.2,4,5,7,8,9,10,11,12,13;);
·         სასკოლო თვითმმართველობაში (სასკოლო კლუბები, თანატოლთა მედიაცია) მონაწილეობა; საჭიროების შემთხვევაში, სკოლაში არსებულ სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან (დირექციასთან, სამეურვეო საბჭოსთან) თანამშრომლობა (მოქ.საბ.1,2,3,4,5,7,8, 9,12,13);
·         სასკოლო აქტივობების დაგეგმვისას განსხვავებული შეხედულებების ადამიანებთან თანამშრომლობა და მათი ინტერესების გათვალისწინება (მოქ.საბ.1,2,3,4,5,6,8,9,12);
·         პირადი და სასკოლო აქტივობების დაგეგმვისას მდგრადი განვითარებისა და დემოკრატიის პრინციპების (თანასწორობა, კანონის უზენაესობა, გამჭვირვალობა, პასუხისმგებლობა, ინკლუზიურობა, არაძალადობრივი მეთოდებით მოქმედება, ტოლერანტობა) გათვალისწინებით მოქმედება (მოქ.საბ.1,2,3,4,5,6,7,8,9,10,12).





სასწავლო თემა: ჯანსაღი ცხოვრება
შეფასების ინდიკატორები - მოსწავლემ უნდა შეძლოს:
·         პირადი ჰიგიენისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვის საჭიროებაზე მსჯელობა; მათი დაცვისას წარმოქმნილი (ჯანსაღ კვება, ასაკობრივი თავისებურებები) სირთულეების გაანალიზება (მოქ.საბ.1,2,3,6,7,9,10);
·         საკუთარი ფიზიკური აქტივობებისა და ჯანსაღი კვების რეჟიმის დაგეგმვა (მოქ.საბ.1,3,5,7,10);
·         ადამიანსა და საზოგადოებაზე ადიქციის სხვადასხვა ფორმის მავნე ზემოქმედების შედეგების გაანალიზება (მოქ.საბ.2,3,4,5,7,8,9,10,11,12);
·         საკანონმდებლო დოკუმენტებზე დაყრდნობით იმის გაანალიზება, თუ რა შეიძლება გახდეს ჯანმრთელობისა და განათლების უფლების დარღვევის საფუძველი (ადრეული ქორწინება, არასრულწლოვანთა შრომითი ექსპლუატაცია) (მოქ.საბ.1,3,4,5,6,7,8,9,10,12,13).


სასწავლო თემა: ბუნებრივი გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა
შეფასების ინდიკატორები - მოსწავლემ უნდა შეძლოს:
·         ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საჭიროების გაანალიზება (მოქ.საბ.3,4,7,9,10,11,13);
·         საკუთარ დასახლებაში/რეგიონში არსებული ეკოლოგიური, გარემოსდაცვითი, კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული პრობლემების (ვანდალიზმი, ბრაკონიერობა) იდენტიფიცირება; საკუთარი ჩართულობით მათ გადაჭრაზე ზრუნვა (მოქ.საბ.1,2,3,4,5,6, 7,8,9,10,11,12);
·         ეკოლოგიური, გარემოსდაცვითი, კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული პრობლემების ანალიზისას მდგრადი განვითარებისა და დემოკრატიის პრინციპების (თანასწორობა, კანონის უზენაესობა, გამჭვირვალობა, პასუხისმგებლობა, ინკლუზიურობა, არაძალადობრივი მეთოდებით მოქმედება, ტოლერანტობა) გათვალისწინება (მოქ.საბ.3,4,9,10,11,13).



სასწავლო თემა: ეკონომიკური ურთიერთობები თემში                           
შეფასების ინდიკატორები - მოსწავლემ უნდა შეძლოს:
·         საკუთარი ფინანსური შესაძლებლობებისა და კონკრეტული მიზნების შესაბამისად პირადი ბიუჯეტის დაგეგმვა (მოქ.საბ.1,3,5,6,7,10);
·         გააანალიზოს, თუ რა განაპირობებს ადამიანების ეკონომიკურ აქტივობას; რა ლოგიკით იღებენ ისინი ამა თუ იმ ფინანსურ გადაწყვეტილებას (მოქ.საბ.2,3,4,5,7,8,9,10,11,12,13);
·         გააანალიზოს, თუ როგორ ყალიბდება ბაზარი (მოქ.საბ.1,2,3,4,5,6,7,8,9,10,12).

VIII კლასი

თემატური ბლოკი: მოქალაქე და სახელმწიფო

სასწავლო თემა: ადგილობრივი თვითმმართველობა                                         
შეფასების ინდიკატორები - მოსწავლემ უნდა შეძლოს:
·         მუნიციპალიტეტში არსებული სოციალური და ინფრასტრუქტურული საჭიროებების იდენტიფიცირება; საკუთარი ჩართულობით მათი გადაჭრის გზების დასახვა (მოქ.საბ.1,2,3,4,5,7,8,9,10,11,12,13);
·         სათემო აქტივობების დაგეგმვისას მუნიციპალური ორგანოების როლის განსაზღვრა; საჭიროების შემთხვევაში, მათთან თანამშრომლობა (ინფორმაციის მოპოვება); თემში მცხოვრები ყველა ადამიანის ინტერესის გათვალისწინება (მოქ.საბ.1,2,3,4,5,6,8,9,10,12,13);
·         ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის შეფასებისას/მისთვის რეკომენდაციების შემუშავებისას მდგრადი განვითარებისა და დემოკრატიის პრინციპების (თანასწორობა, კანონის უზენაესობა, გამჭვირვალობა, პასუხისმგებლობა, ინკლუზიურობა, არაძალადობრივი მეთოდებით მოქმედება, ტოლერანტობა) გათვალისწინება (მოქ.საბ.1,3,4,10,11,12,13).


სასწავლო თემა: ცენტრალური ხელისუფლება              
შეფასების ინდიკატორები - მოსწავლემ უნდა შეძლოს:
·         სახელმწიფოში არსებული სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემების (საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება, საგანგებო სიტუაციები) იდენტიფიცირება; საკუთარი ჩართულობით მათი გადაჭრის გზების დასახვა (მოქ.საბ.1,2,3,4,5,6,7,8,9,10,11,12,13);
·         სათემო აქტივობების დაგეგმვისას ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებთან თანამშრომლობის ფორმების გააზრება (ინფორმაციის მოპოვება) (მოქ.საბ.1,3,4,5,8,9,12,13);
·         პოლიტიკური პროცესების გაანალიზება მდგრადი განვითარებისა და დემოკრატიის პრინციპების (თანასწორობა, კანონის უზენაესობა, გამჭვირვალობა, პასუხისმგებლობა, ინკლუზიურობა, არაძალადობრივი მეთოდებით მოქმედება, ტოლერანტობა) გათვალისწინებით (მოქ.საბ.3,4,7,9,10,11,12,13).

სასწავლო თემა: ეკონომიკა და სახელმწიფო                                                     
შეფასების ინდიკატორები - მოსწავლემ უნდა შეძლოს:
·         მომხმარებლის უფლებებისა და პასუხისმგებლობების გაანალიზება და დაცვა (მოქ.საბ.1,2,3,4,5,6,7,8,9,10,11,12,13);
·         ფინანსური გადაწყვეტილებების განხილვისას მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინება (მოქ.საბ.5,6, 7, 8, 10, 11, 13);
·         გააანალიზოს, თუ რა ფაქტორების გათვალისწინებით იკვეთება პრიორიტეტები სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვისას (მოქ.საბ. 2, 4, 5, 6, 7, 10, 11, 12, 13).

IX კლასი

თემატური ბლოკი: მოქალაქე  და გლობალური პროცესები

სასწავლო თემა: სამშვიდობო პროცესები
შეფასების ინდიკატორები - მოსწავლემ უნდა შეძლოს:
·         საერთაშორისო საფრთხეების (ტრეფიკინგი, ფუნდამენტალიზმი, ტერორიზმი, დევნილობა) იდენტიფიცირება; მათი გადაჭრის შესაძლო გზებზე მსჯელობა (მოქ.საბ.1,2,3,4,5,6, 8,9,10,11,12,13);
·         სამშვიდობო პროცესების გაანალიზება მდგრადი განვითარებისა და დემოკრატიის პრინციპების (თანასწორობა, კანონის უზენაესობა, გამჭვირვალობა, პასუხისმგებლობა, ინკლუზიურობა, არაძალადობრივი მეთოდებით მოქმედება, ტოლერანტობა) გათვალისწინებით  (მოქ.საბ.1,2,3,4,10,11,13).


სასწავლო თემა: გარემოს დაცვა                                                                     
შეფასების ინდიკატორები - მოსწავლემ უნდა შეძლოს:
·         ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საჭიროების გაანალიზება (მოქ.საბ.1,2,3,5,6,8,9,10,11,13);
·         მსოფლიოში არსებული ეკოლოგიური (კლიმატის ცვლილება), გარემოსდაცვითი, კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული პრობლემების ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირება; საკუთარი ჩართულობით მათი გადაჭრის გზების გაანალიზება (მოქ.საბ.1,2,3,4,5,6, 7,8,9,10,11,12,13);
·         ეკოლოგიური, გარემოსდაცვითი, კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული პრობლემების ანალიზისას მდგრადი განვითარებისა და დემოკრატიის პრინციპების (თანასწორობა, კანონის უზენაესობა, გამჭვირვალობა, პასუხისმგებლობა, ინკლუზიურობა, არაძალადობრივი მეთოდებით მოქმედება, ტოლერანტობა) გათვალისწინება (მოქ.საბ.3,4,5,7,10,11,13).

სასწავლო თემა: ეკონომიკა და გლობალური პროცესები                                       
შეფასების ინდიკატორები - მოსწავლემ უნდა შეძლოს:
·         საერთაშორისო ვაჭრობისა და ეკონომიკური ინტეგრაციის დადებითი და უარყოფითი მხარეების გაანალიზება (მოქ.საბ. 1, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 13);
·         გლობალური და ადგილობრივი ეკონომიკური პროცესების დახასიათება და ყოველდღიურ ცხოვრებასთან მათი დაკავშირება (მოქ.საბ. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13);
·         მომხმარებლის უფლებებისა და პასუხისმგებლობების გაანალიზება და დაცვა (მოქ.საბ. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13).



საფეხურებრივი საკვანძო კითხვები
საფეხურებრივი საკვანძო კითხვები სტანდარტის ცნებებს აკავშირებს შედეგებთან.

·         რატომ სჭირდება ინდივიდს საზოგადოება და საზოგადოებას კი – ინდივიდი?
·         რატომ არის მოვალეობები ადამიანის უფლებების განუყოფელი ნაწილი?
·         როგორ ვიზრუნო საკუთარ ქვეყანაზე? როგორ უნდა ვიქცეოდე, რომ ჩვენი სახელმწიფოს ღირსეული მოქალაქე ვიყო?
·         როგორ შეუძლია ერთ ადამიანს საზოგადოებისა და ქვეყნისთვის საჭირო და მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება?
·         რატომ და როგორ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ქალაქში/დაბაში/რეგიონში პრობლემების მოგვარებაზე/ არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებაზე (მაგ., უსაფრთხო გარემოს შექმნაზე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მოვლაზე)?
·         როგორ ვიურთიერთო სახელმწიფო და საზოგადოებრივ ინსტიტუტებთან?
·         რატომ სჭირდება მოქალაქეს კანონების ცოდნა?


გ) მეთოდიკური ორიენტირები
სტანდარტის ამ ნაწილში განსაზღვრულია, თუ რა პრინციპების საფუძველზე უნდა წარიმართოს სწავლა-სწავლების პროცესი. ასევე, მოცემულია მოკლე ინსტრუქციები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაიგეგმოს კონკრეტული სასწავლო ერთეულის – თემის სწავლა-სწავლება.
საგნის სწავლა-სწავლება უნდა წარიმართოს შემდეგი პრინციპების დაცვით:
) სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეთა შინაგანი ძალების გააქტიურებას.
) სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს ცოდნის ეტაპობრივად კონსტრუირებას წინარე ცოდნაზე დაფუძნებით.
) სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს ცოდნათა ურთიერთდაკავშირებას და ორგანიზებას.
) სწავლა-სწავლება უნდა უზრუნველყოფდეს სწავლის სტრატეგიების დაუფლებას (სწავლის სწავლას).
) სწავლა-სწავლება უნდა მოიცავდეს ცოდნის სამივე კატეგორიას: დეკლარატიულს, პროცედურულსა და პირობისეულს. 

საგნობრივი შედეგების გარდა, ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებიდან სწავლა-სწავლებისა და შეფასების სამიზნედ ასევე უნდა იქცეს შემდეგი გამჭოლი უნარები და ღირებულებები:

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება
·         ადვოკატირების კამპანიის წარმართვა სოციალური ქსელის გამოყენებით;
·         პეტიციის შექმნა და ხელმოწერების შეგროვება;
·         იმეილის საშუალებით, თანაკლასელებს და მასწავლებელს შორის ინფორმაციის გაცვლა;
·         ვებგვერდის/ბლოგის შექმნა და სასწავლო პროცესის განმავლობაში განხორციელებული სხვადასხვა პროექტის, ვებგვერდზე/ბლოგზე განთავსება;
·         ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება (მაგ., Word, PowerPoint) სასწავლო მასალისა და სხვადასხვა ტიპის ელექტრონული ტექსტების დასამუშავებლად.
წიგნიერება
·   ზეპირი და წერითი მეტყველების გზით ინფორმაციის მიღების, დამუშავების, გააზრების, სისტემაში მოყვანის და წარდგენა-გაზიარების უნარი.

სწავლის უნარების გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანია ზრუნვა მეტაკოგნიციის უნარების განვითარებაზე, რისთვისაც მასწავლებელმა პერიოდულად სამი ტიპის აქტივობა უნდა ჩაატაროს. ეს აქტივობებია:
სტრატეგიების მოდელირება: მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად ასრულებს დავალებას და მისი შესრულებისას „ხმამაღლა ფიქრობს“ იმაზე, თუ როგორ შეასრულოს ეს აქტივობა (მაგ., კარგად გავეცნოთ პირობას და დავაკვირდეთ, რას მოითხოვს იგი; აქვს თუ არა პირობას თანხმლები მასალა  და მისთ).
წინმსწრები მეტაკოგნიტური პაუზა, ანუ დავალების შესრულებამდე დაფიქრება და მსჯელობა გადასადგმელ ნაბიჯებზე - მას შემდეგ, რაც მოსწავლეები გაეცნობიან დავალების პირობას, შევასრულებინებთ მეტაკოგნიტური ხასიათის ამგვარ აქტივობას: მათ ჯგუფურად უნდა განსაზღვრონ ის გზა, რომლითაც დავალებას შეასრულებენ, სახელდობრ: დეტალურად აღწერონ დავალების შესრულების  ეტაპები  (რას შეასრულებენ რის შემდეგ და სხვ.), ასევე სტრატეგიები, რომლებსაც გამოიყენებენ თითოეულ ეტაპზე. ჯგუფებმა უნდა წარმოადგინონ თავიანთი ნამუშევრები და იმსჯელონ შერჩეული გზებისა თუ  სტრატეგიების მიზანშეწონილობაზე.
შემდგომი მეტაკოგნიტური პაუზა, ანუ დავალების შესრულების შემდეგ დაფიქრება და მსჯელობა გადადგმულ  ნაბიჯებზე - მას შემდეგ, რაც მოსწავლეები შეასრულებენ კონკრეტულ დავალებას,  მათ უნდა გაიხსენონ და აღწერონ განვლილი გზა:  რა გააკეთეს რის შემდეგ? რა ხერხები გამოიყენეს მუშაობისას? რა გაუჭირდათ ან რა გაუადვილდათ? შესრულებული მოქმედებების აღწერის შედეგად მოსწავლეები გააცნობიერებენ იმ ფაქტს, რომ მიზნის მისაღწევად არსებობს სხვადასხვა გზა და ხერხი, რომლებზეც დავალების შესრულებამდე უნდა დაფიქრდნენ (ოპტიმალური გადაწყვეტილების მისაღებად). მეტაკოგნიტური პაუზა მოსწავლეებს განუვითარებს სწავლის უნარებს და აუმაღლებს სწავლის ქმედუნარიანობას. 

წლიური პროგრამისა და სასწავლო თემის აგების პრინციპები

ეროვნული სასწავლო გეგმის საფეხურებრივი საგნობრივი სტანდარტები განსაზღვრავს სავალდებულო საგნობრივ მოთხოვნებს (რა უნდა შეეძლოს და რა უნდა იცოდეს მოსწავლემ). მათზე დაყრდნობით იგეგმება წლიური პროგრამები, რომლებიც გვიჩვენებს სტანდარტის მოთხოვნათა რეალიზების გზებს.

წლიური პროგრამები უნდა დაიგეგმოს სავალდებულო სასწავლო თემების საშუალებით. სასწავლო თემა წამოადგენს ფუნქციურ კონტექსტს, რომელიც სტანდარტის ნაწილების ინტეგრირებულად და ურთიერთდაკავშირებულად სწავლების საშუალებას იძლევა. რამდენადაც შედეგები საგნის სწავლების გრძელვადიან მიზნებს წარმოადგენს, თითოეული თემის ფარგლებში  სტანდარტის ყველა შედეგი უნდა დამუშავდეს. მაშასადამე, სასწავლო თემების ცვლით შეიცვლება კონტექსტები, მაგრამ არ შეიცვლება სწავლის მიზნები, რომლებიც სტანდარტის შედეგების სახითაა ფორმულირებული (შედეგი თავისთავად არ წარმოადგენს დამოუკიდებელ სასწავლო ერთეულს - თემას).

სასწავლო თემის დასაგეგმად გამოიყენება შემდეგი კომპონენტები:
სასწავლო თემები
სასწავლო თემა წარმოადგენს ფუნქციურ კონტექსტს, რომელიც სტანდარტის შედეგების, ცნებებისა თუ კონკრეტული საკითხების ინტეგრირებულად და ურთიერთდაკავშირებულად სწავლების საშუალებას იძლევა. თითოეული თემის ფარგლებში, შეძლებისდაგვარად, უნდა დამუშავდეს სტანდარტის ყველა შედეგი.
საგნობრივი საკითხები
წლიური თემების ფარგლებში გამოიყოფა საგნობრივი საკითხები. საგნობრივი საკითხების სწავლება თვითმიზანს არ წარმოადგენს.
საგნობრივი საკითხების მეშვეობით მოსწავლე გაიაზრებს ცნების შინაარსს, ამუშავებს საკვანძო შეკითხვებს, ასრულებს კომპლექსურ დავალებებს.
თემის ფარგლებში დასამუშავებელი ცნებები
ცნებები განსაზღვრავს  იმ არსებით ცოდნას, რომელსაც მოსწავლე საგნის ფარგლებში უნდა დაეუფლოს.
თემატური საკვანძო შეკითხვები
თემატური საკვანძო შეკითხვები გამომდინარეობს საფეხურებრივი კითხვებიდან და დაისმის თემის კონკრეტულ კონტექსტში. მათი ფუნქციაა:
·         მოსწავლის წინარე ცოდნის გააქტიურება, ცნობისმოყვარეობის გაღვივება, პროვოცირება ახალი ცოდნის შესაძენად;
·         სასწავლო თემის შედეგზე ორიენტირებულად სწავლა-სწავლების უზრუნველყოფა; 
·         თემის სწავლა-სწავლების პროცესში შუალედური ბიჯების/ეტაპების განსაზღვრა. საკვანძო შეკითხვა წარმოადგენს მაორგანიზებელ ელემენტს, რომელიც სასწავლო თემის ფარგლებში ასრულებს გაკვეთილ(ებ)ის მიზნის როლს.
აქტივობები
მიმდინარე დავალებების ტიპების/ნიმუშების ჩამონათვალი, რომლებიც შეიძლება იყოს გამოყენებული გაგება-გააზრების პროცესების ხელშესაწყობად, ასევე ცოდნის ათვისების, განმტკიცებისა თუ  შეჯამების მიზნით.
კომპლექსურ/პროექტულ დავალებათა იდეების ჩამონათვალი
კომპლექსური/პროექტული დავალებები წარმოადგენს იმგვარ აქტივობებს, რომელთა შესრულება მოითხოვს სხვადასხვა ცოდნათა ინტეგრირებულად გამოყენებას ფუნქციურ კონტექსტებში.

შეფასების ინდიკატორები
შეფასების ინდიკატორები სტანდარტის შედეგებიდან გამომდინარეობს და აჩვენებს, რა უნდა შეძლოს მოსწავლემ კონკრეტული თემის ფარგლებში. სხვა სიტყვებით, ინდიკატორები წარმოადგენს კონკრეტულ თემაში რეალიზებულ შედეგებს. ინდიკატორებში დაკონკრეტებულია ცოდნის ის სავალდებულო მინიმუმი, რომელსაც მოსწავლე თემის ფარგლებში უნდა დაეუფლოს. შეფასების ინდიკატორებზე დაყრდნობით ყალიბდება კრიტერიუმები შეფასების რუბრიკებისთვის. 
მკვიდრი წარმოდგენები
მკვიდრი წარმოდგენები განისაზღვრება სტანდარტის შედეგებზე დაყრდნობით. ეს არის ზოგადი  წარმოდგენები, რომლებიც თემის შესწავლისას უნდა ჩამოყალიბდეს მოსწავლის ხანგრძლივ მეხსიერებაში მის (მოსწავლის) წინარე წარმოდგენებზე დაყრდნობით, რათა მას თემის ფარგლებში დასახული მიზნების მიღწევა გაუადვილდეს. მკვიდრი წარმოდგენები აზროვნების საყრდენია გაგების აქტების განსახორციელებლად.

როგორ აიგება სასწავლო თემა?
სასწავლო თემის ასაგებად უმთავრესი ორიენტირებია სტანდარტის შედეგები. ისინი სტანდარტში სავალდებულო სახითაა განსაზღვრული. ცნებებსა და შედეგებზე დაყრდნობით განისაზღვრება მკვიდრი წარმოდგენები, საკვანძო კითხვები და შეფასების ინდიკატორები.

სასწავლო თემის სწავლა-სწავლების მიზნით შემდეგ ეტაპზე უნდა განისაზღვროს საგნობრივი საკითხები, რესურსები, დავალებების ტიპები/ნიმუშები გაგების, გააზრების, განმტკიცებისა და შეჯამების მიზნით. ასევე მნიშვნელოვანია განისაზღვროს იდეები შემაჯამებელი კომპლექსური დავალებებისთვის, რადგან მხოლოდ კომპლექსური დავალებების საშუალებით შეიძლება გამოვლინდეს, რამდენად დაეუფლა მოსწავლე  თემის ფარგლებში ასათვისებელ ცოდნა-უნართა ერთობლიობას და რამდენად ახერხებს მათ ფუნქციურად გამოყენებას.

სასწავლო თემის აგების ბიჯები

ნაბიჯი 1. მკვიდრი წარმოდგენების დადგენა


ნაბიჯი 2. თემატური საკვანძო კითხვების დასმა


ნაბიჯი 3. შეფასების ინდიკატორების განსაზღვრა


ნაბიჯი 4. თემატური საკითხების განსაზღვრა


ნაბიჯი 5. აქტივობებისა და მიმდინარე დავალებების დაგეგმვა და რესურსების შერჩევა


ნაბიჯი 6. შემაჯამებელი კომპლექსური დავალებების შემუშავება


დ) შეფასება

სტანდარტის ამ ნაწილში წარმოდგენილია შეფასების პრინციპები. საკლასო შეფასება უნდა შეესაბამებოდეს ეროვნული სასწავლო გეგმის პირველი კარის მე-7 თავში განსაზღვრულ შეფასების პრინციპებს,  მიზნებსა და ამოცანებს. 
სწავლის ხარისხის გაუმჯობესების ხელშესაწყობად უპირატესი ადგილი უნდა მიენიჭოს განმავითარებელ შეფასებას, რომელიც მოსწავლეს თავისსავე წინარე შედეგებთან მიმართებით აფასებს, ზომავს მის ინდივიდუალურ წინსვლას, რითაც მას ცოდნის ეტაპობრივი კონსტრუირების საშუალებას აძლევს.
მნიშვნელოვანია, მოსწავლე თავად იყოს ჩართული განმავითარებელ შეფასებაში. სწავლის პროცესის შეფასება მოსწავლეს გამოუმუშავებს დამოუკიდებლად სწავლის უნარ-ჩვევებს, დაეხმარება სწავლის სტრატეგიების ათვისებაში, საშუალებას მისცემს, გაცნობიერებულად შეუწყოს ხელი საკუთარ წინსვლასა და წარმატებას. შეფასებაში ჩართვის ძირითად მიზანს წარმოადგენს მოსწავლის გათვითცნობიერება სწავლის პროცესებში, რაც მას ამ პროცესების გააზრებულად და დამოუკიდებლად მართვას შეასწავლის. მაგალითად, თუ მოსწავლე კარგად გაიაზრებს აქტივობის მიზანსა და ამ მიზნის წარმატებით მიღწევის კრიტერიუმებს (მოსწავლისათვის განკუთვნილი კრიტერიუმები ნათლად ფორმულირებული და შეზღუდული რაოდენობის უნდა იყოს), იგი უკეთ დაინახავს იმ ნაბიჯებს, რომლებიც უნდა გადადგას სასურველი შედეგის მისაღწევად და უფრო გააზრებულად წარმართავს მიზნისაკენ მიმავალ პროცესებს. თუ აქტივობის დასრულებისას მას ვთხოვთ, გააანალიზოს განვლილი გზა - რა ნაბიჯები გადადგა, რა შედეგს მიაღწია, რა მიდგომა გამოიყენა, კიდევ რომელი მიდგომის გამოყენება შეიძლებოდა ან აჯობებდა, რამ შეუქმნა პრობლემა, რა გაუჭირდა ან ვერ გადაჭრა და რატომ, რა გაუადვილდა, რამ შეუწყო ხელი წარმატებაში და სხვ., ეს ხელს შეუწყობს მისი  სწავლის ქმედუნარიანობის გაზრდას.

შემაჯამებელი (განმავითარებელი და განმსაზღვრელი) შეფასება
შემაჯამებელი შეფასებისათვის გამოიყენება კომპლექსური, კონტექსტის მქონე დავალებები, რომელთა შესრულება მოითხოვს სტანდარტით განსაზღვრული ცოდნის ინტეგრირებულად და ფუნქციურად გამოყენებას. ამ დავალებათა შესაფასებლად გამოიყენება შეფასების რუბრიკა, ანუ კრიტერიუმების ბადე.
მოსწავლეს თითოეული სასწავლო თემის დამუშავების შემდეგ ევალება შემაჯამებელი დავალების წარმოდგენა. მაშასადამე, შემაჯამებელი დავალებების მინიმალური რაოდენობა წლის განმავლობაში სავალდებულო სასწავლო თემების რაოდენობას ემთხვევა.

ტიპობრივი დავალებები შემაჯამებელი შეფასებისათვის
სტანდარტში შემოთავაზებულია ტიპობრივ დავალებათა ფართო არჩევანი. შემაჯამებელი შეფასებისათვის მასწავლებელი და/ან მოსწავლე შეარჩევს დავალების სასურველ ტიპს/ტიპებს:

ქვემოთ გთავაზობთ სტანდარტით გათვალისწინებულ ტიპობრივ შემაჯამებელ დავალებათა ნუსხას. მოსწავლეზე და/ან მასწავლებელზეა დამოკიდებული თუ რომელ დავალებას/ დავალებებს შეარჩევს.
·         სოციალური პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული პროექტი;
·         ადვოკატირებაზე ორიენტირებული პროექტი;
·         საზოგადოების ინფორმირებაზე ორიენტირებული პროექტი;
·         ქველმოქმედების მიზნით განხორციელებული პროექტი.

მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შემაჯამებელი განმსაზღვრელი შეფასებისათვის განკუთვნილი დავალება:
·         დავალების თითოეულ ტიპს უნდა ახლდეს თავისი შეფასების რუბრიკა;
·         რუბრიკა უნდა დაზუსტდეს კონკრეტული დავალების პირობისა და განვლილი მასალის გათვალისწინებით;
·         10 ქულა უნდა გადანაწილდეს რუბრიკაში შემავალ კრიტერიუმებზე.

შეფასების რუბრიკის სავარაუდო ფორმა
კლასი
მოსწავლის სახელი, გვარი
თემა
დავალების პირობა
შეფასების კრიტერიუმები
     ქულები
კომენტარი






















საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლების მიზნები და ამოცანები

     

 საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლების მიზნებია :
  • მოსწავლეს ცოდნა შესძინოს ისტორიის, გეოგრაფიის, სამართლის, ეკონომიკის, პოლიტიკისა და სხვა საზოგადოებრივი მეცნიერებების საფუძვლებში.
  • დაეხმაროს მას სამყაროს ერთ მთლიანობად აღქმაში და  მიმდინარე პროცესებში საქართველოს ადგილის განსაზღვრაში.
  • ხელი შეუწყოს მოსწავლის პატრიოტ და პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქედ ჩამოყალიბებას.
  • ხელი შეუწყოს მის თავისუფალ პიროვნებად და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას.
  • დაეხმაროს მოსწავლეს ჰუმანური მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში.
  • გამოუმუშავოთ მათ მტკიცე ნებისყოფა, განუვითაროს საგანგებო სიტუაციებში შეუცდომლად და უსაფრთხოდ მოქმედების უნარი, რათა მათ შეეძლონ ურთიერთდახმარება, საკუთარი და გვერდით მყოფის სიცოცხლის გადარჩენა სხვადასხვა სახის საგანგებო ვითარებაში.

საზოგადოებრივი მეცნიერებები ხელს უწყობს ცოდნის შეძენას, რაც აუცილებელია მოზარდის თავისუფალ პიროვნებად და პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქედ ჩამოყალიბებისათვის. სხვადასხვა საზოგადოებრივი მეცნიერების შესწავლა ეხმარება მოსწავლეს, რომ მსოფლიო კონტექსტში გაიაზროს  საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოებრივი, კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები. იმავდროულად, მოსწავლემ უნდა იცოდეს, როგორ ბუნებრივ გარემოში ცხოვრობს, რა ზიანი შეიძლება მიაყენოს გარემოს ადამიანის ამა თუ იმ მოქმედებამ, როგორ შეინარჩუნოს და დაიცვას ბუნებრივი გარემო. სწორედ, საზოგადოებრივი მეცნიერებების შესწავლით უვითარდება მოზარდს ცოდნა პირად, ოჯახურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება-განხორციელების შესახებ. დღევანდელ დინამიკურ, ეთნიკურად და კულტურულად მრავალფეროვან სამყაროში საზოგადოების ფუნქციონირებისათვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ურთიერთშემეცნება. სწორედ, საზოგადოებრივი მეცნიერებების შესწავლისას ხდება ცოდნის მიღება, რომელიც ეხმარება მოსწავლეს ადამიანის უფლებების დაცვასა და პიროვნების პატივისცემაში, საკუთარი და სხვისი თვითმყოფადობის შენარჩუნებაში.
მოსწავლემ, ასაკის შესაბამისად, ცოდნის ნაბიჯ-ნაბიჯ შეძენის გზით, უნდა იცოდეს თუ რა არის პოლიტიკური სისტემა, კანონი, როგორი პოლიტიკური სისტემები არსებობს; უნდა გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობები და უფლებები დემოკრატიული საზოგადოებისა და კანონის უზენაესობის წინაშე; უნდა იცნობდეს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ჩარჩოებს, ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმებსა და საშუალებებს საქართველოში და ა.შ.
მოსწავლე უნდა აცნობიერებდეს თავს, როგორც საკუთარი ოჯახის, საზოგადოების, სასკოლო თემისა თუ კლასის, სამეზობლო თემის, რეფერენტული ჯგუფის (იქნება ეს ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობა თუ სატიტულო ნაცია და ა.შ.), ქართული საზოგადოების წევრად; იცნობდეს საკუთარი ქვეყნის, საზოგადოებისა და რეფერენტული თემის კულტურას; საქართველოში თუ მსოფლიოში მცხოვრები სხვა საზოგადოებების კულტურას; იაზრებდეს,  რას ნიშნავს ზრუნვის ეთიკა,  რატომ არის ის ღირებული და ა.შ.
მოსწავლე ნაბიჯ-ნაბიჯ, საფეხურებრივად, უნდა გაეცნოს თავისი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის ძირითად ასპექტებს: საქონლის, მომსახურეობის, შრომისა და სამომხმარებლო ბაზარს, მინიმალურ ხელფასს, მსყიდველთუნარიანობას და ა.შ.; შეძლებისდაგვარად, უნდა იყოს ინფორმირებული მომხმარებლის  უფლებებსა და მოვალეობებზე, პასუხისმგებლობითი და ეთიკური მოხმარების მნიშვნელობასა და პრინციპებზე; გამჭვირვალობის მნიშვნელობაზე და ა.შ.
მოსწავლემ უნდა ნაბიჯ-ნაბიჯ, საფეხურეობრივად შეითვისოს ცოდნა ისეთ სფეროებზე, როგორიცაა მდგრადი განვითარება, გარემოს დაცვა, ცხოვრების ჯანსაღი წესი, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში სიტუაციების შეფასება, საგანგებო ვითარებებში მოქმედება, ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებების გამოყენება, დაზარალებულთათვის ექიმამდელი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა; უნდა შეიგრძნოს საკუთარი ქვეყნის, რეგიონის კავშირი ევროპასა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან; უნდა გააცნობიეროს ყველა ამ პროცესის ურთიერთკავშირი; უნდა გააცნობიეროს კაცობრიობის, როგორც მსოფლიოს ერთიანი საზოგადოების, წინაშე მდგარი პოლიტიკური, ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და სოციალური გამოწვევები.
ამ პროცესში იგულისხმება, რომ მოსწავლეს ინფორმაციის დაუფლების პარალელურად უვითარდება სპეციფიკური და ზოგადი უნარ-ჩვევები, უყალიბდება მაღალზნეობრივი ღირებულებები.
კონკრეტული თემატიკა/საკითხები/კონცეფციები გაშლილია თითოეული კლასისა და საგნის პროგრამის შინაარსში. აღნიშნული ცოდნის შეძენა ითვალისწინებს როგორც საგნობრივ სპეციფიკასა და უწყვეტობას, ისე  მოსწავლეების  ასაკობრივ შესაძლებლობებს.
  
უნარ-ჩვევები
მშობლიური ქვეყნისა და მსოფლიოს მნიშვნელოვანი ისტორიულ-გეოგრაფიული მოვლენების შესწავლის პროცესში  მოსწავლეს უნდა განუვითარდეს შემდეგი უნარები:
  • სივრცეში ორიენტირება
  • ინფორმაციის მოპოვება და ორგანიზება
  • კომუნიკაცია
  • სწავლის უნარი
  • კვლევა
  • შემოქმედებითი უნარი
  • ფაქტებისა და მოვლენების ისტორიული ინტერპრეტაცია
  • თვალსაჩინოებების გამოყენება და შექმნა
  • გეოგრაფიული მოვლენების, პროცესებისა და კანონზომიერებების გავრცელების დადგენა
  • თანამშრომლობა
  • სამოქალაქო პოზიციის შემუშავება, კრიტიკა და დაცვა
  • ტოლერანტობა
  • პიროვნული და საზოგადოებრივი პრობლემის გააზრება და სხვადასხვა საკითხებს შორის კავშირების დადგენა
  • პიროვნული და საზოგადოებრივი პრობლემის გადაჭრა
  • საზოგადოებრივი სიტუაციებისა და პროცესების მოდელირება
  • სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში სიტუაციების შეფასება
  • საგანგებო ვითარებებში მოქმედება

დამოკიდებულებები
მოსწავლე უნდა ჩამოუყალიბდეს მაღალზნეობრივ ღირებულებებზე დაფუძნებული დამოკიდებულებები:
  • ადამიანის სიცოცხლის, ღირსებისა და უფლებების პატივისცემა
  • თანაგრძნობა და მზრუნველობა
  • სამშობლოს სიყვარული
  • პრინციპულობა და მოქალაქეობრივი სიმამაცე
  • კეთილსინდისიერება და შრომისმოყვარეობა
  • თანასწორობა
  • ტოლერანტობა
  • პროფესიონალიზმი
  • სამართლიანობა და კანონის პატივისცემა
  • უსაფრთხო, ჯანმრთელი ცხოვრების წესის გაზიარება
  • ადამიანის სიცოცხლის ხელშეუხებლობა და მის ჯანმრთელობაზე ზრუნვა
  • სახელმწიფოსა და მისი გმირებისადმი პატივისცემა
     სწავლების მიმართულებების აღწერა
     დრო და სივრცე
საზოგადოებრივი მეცნიერებების მიმართულებაში ”დრო და სივრცე” გაერთიანებული შედეგები პირველ რიგში მოსწავლეს დროსა და სივრცეში ორიენტირების უნარს  სძენს.
 ისტორიის შემთხვევაში მოსწავლე ეუფლება ისეთ ფუნდამენტურ ცნებებს, როგორებიცაა: დროის ერთეულები, მიმართებები ადრე/გვიან, წარსული, აწმყო, მომავალი, ქრონოლოგია (მ.შ. გეოქრონოლოგიური წელთაღრიცხვა), წელთაღრიცხვა, პერიოდიზაცია, საუკუნე, ათასწლეული, კალენდარი, ისტორიული ეპოქები/პერიოდები, ეპოქა და რეგიონი.
 გარემო და ეკონომიკა
მიმართულების ”გარემო და ეკონომიკა” მიზანია მოსწავლეს დაანახოს ბუნებრივი გარემოსა და ეკონომიკის მნიშვნელობა საზოგადოებისათვის. ეს მიმართულება აერთიანებს ბუნებრივი გარემოს, ბუნებრივი რესურსების, მოსახლეობის, ეკონომიკის დარგების გაცნობიერებისა და შესწავლისაკენ მიმართულ შედეგებს.  მოსწავლეს საშუალება ეძლევა გააცნობიეროს გეოგრაფიული ფაქტორების ურთიერთკავშირი და ურთიერთდამოკიდებულება. ამავე მიმართულებაში გამჭოლადაა წარმოდგენილი გარემოსდაცვითი ცნობიერების ჩამოყალიბებებისკენ მიმართული შედეგები.
აქ გაერთიანებული შედეგები მოსწავლეს  საშუალებას აძლევს აღიქვას ეკონომიკისა და ბუნებრივი ფაქტორების ურთიერთგავლენა. გააცნობიეროს ამ კავშირების ცვალებადობა დროსა და სივრცეში მათი  კანონზომიერებები.
სახელმწიფო მმართველობა და პოლიტიკა
ამ მიმართულების მიზანია მოსწავლეს საშუალება მისცეს გააცნობიეროს სახელმწიფოს რაობა და ფუნქციები. აღიქვას პოლიტიკური პროცესების მნიშვნელობა და ზოგადი კანონზომიერებები. დაეხმაროს  მოსწავლეს ისტორიული ფაქტების განზოგადებაში. 
  
კულტურა და რელიგია
ამ მიმართულების მიზანია მოსწავლეს დაანახოს დედამიწაზე ადამიანის შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის მრავალფეროვნება და დაეხმაროს მის კლასიფიცირებაში. ხელი შეუწყოს მას ისტორიული ეპოქები და მხარეები განასხვავოს მათთვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული ყოფისა და კულტურის მიღწევების საფუძველზე. დაეხმაროს მოსწავლეს რელიგიის რაობისა და მნიშვნელობის განსაზღვრაში. წარმოდგენა შეუქმნას მსოფლიოში არსებული რელიგიური სისტემების მრავალფეროვნებაზე.

ადამიანი და საზოგადოება 
ამ მიმართულების მიზანია მოსწავლეს დაანახოს, რომ ისტორიის მთავარ შემოქმედს ადამიანი წარმოადგენს, რომელსაც თავისი უფლებები და საზოგადოების წინაშე გარკვეული ვალდებულებები გააჩნია. საზოგადოება სხვადასხვა სოციალური ფენისგან შედგება. მოსწავლემ უნდა იცოდეს თუ როგორი იყო სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში სხვადასხვა სოციალური ფენის ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი ჩართულობის ხარისხი. 
ისტორიული ინტერპრეტაცია და კვლევა
ამ მიმართულების მიზანია მოსწავლეს გამოუმუშავოს ისტორიული კვლევის უნარი. მისცეს მას ინფორმაცია ისტორიული წყაროებისა და კვლევის მეთოდების მრავალფეროვნების შესახებ. ასწავლოს  ისტორიული თემის წერა, სადაც ის საკუთარი მოსაზრებების ჩამოყალიბებასა და მათ არგუმენტირებულად დაცვას შეძლებს.

კომუნიკაცია
ამ მიმართულების მიზანია მოსწავლემ შეძლოს რუკებისა და სხვა გეოგრაფიული საშუალებებისანალიზიდა მათი ანალოგების შექმნა; შეიძინოს ისტორიული და გეოგრაფიული კვლევის ინდივიდუალური და ჯგუფური (სამუშაოს განაწილება, ჯგუფური განხილვა და სხვ.) მუშაობის უნარ-ჩვევები; ინდივიდუალური მუშაობის პროცესში წარმოქმნილი პრობლემების დასაძლევად მიმართოს საკითხით დაინტერესებულ თანატოლებს; კვლევის პროცესში ითანამშრომლოს იმ პირებთან და ორგანიზაციებთან, რომელთაგანაც შესაძლებელია სასურველი ინფორმაციის მიღება. შეძლოს სხვადასხვა ტიპის აუდიტორიისთვის  პრეზენტაციის მომზადება.




1 comment:

  1. კარგი სტატიები, გსმენიათ ბატონი ბენჯამინის შესახებ, ელ.ფოსტა: Lfdsloans@outlook.com --WhatsApp საკონტაქტო: + 1-9893943740-- ვინც მუშაობს დაფინანსების მომსახურებასთან, მათ მაძლევან 95,000.00 აშშ დოლარის სესხი ჩემი ბიზნესის წამოწყების მიზნით და მე ყოველწლიურად ვხდი მათ უკვე ორი წელია, რაც მე კიდევ 2 წელი მაქვს დარჩენილი, თუმცა მე მათთან მუშაობა მსიამოვნებს, რადგან ისინი ნამდვილი სესხის გამსესხებელია, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი სახის სესხი მოგცეს.

    ReplyDelete