Wednesday, May 30, 2018

გაკვეთილის გეგმა
მასწავლებელი: ელზა გიორგაძე
2016-2017 სწ.
საგანი:
სამოქალაქო განათლება
სწავლების საფეხური და კლასი:
საშუალო საფეხური, მე-10 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა:
21  მოსწავლე
განსაკუთრებული მიდგომების საჭიროების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა დაპროფილი
კლასში არ არის განსაკუთრებული მიდგომების საჭიროების მქონე მოსწავლე
გაკვეთილის თემა:
,,ბულინგი“
გაკვეთილის სასწავლო მიზნები:

·         მოსწავლეებმა გაიაზრონ რა არის ,,ბულინგი;
·         გაეცნონ  ,,ბულინგი“- პრევენციისა და დაძლევის გზებს;  
·         გაკვეთილმა  უზრუნველოს მოსწავლეებში თანაგანცდის/ემპათიის უნარის ჩამოყალიბება;
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები :

·         მოქ.X.1. მოსწავლეს შეუძლია თვითდამკვიდრება საზოგადოებაში.  მოქ.X.2. მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს ადამიანური ღირსების არსი.
·         მოქ.X.5.  მოსწავლეს შეუძლია  გააზრებული მონაწილეობა და თანამშრომლობა სოციალური პრობლემების გადაწყვეტა.
·         მოქ.X.6. მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს მრავალფეროვან საზოგადოებაში სამართლიანი ურთიერთობის უზრუნველყოფის საშუალებები.
წინაპირობები :
·         განვლილი გაკვეთილებიდან მოსწავლეებმა იციან: რა არის დისკრიმინაცია, სტიგმა, მარგინალობა; 
·         აქვთ მსჯელობის, სხვათა აზრის მოსმენის,  პრეზენტაციის,  საკუთარი მოსაზრების არგუმენტირებულად დასაბუთების უნარი;
·         მოსწავლეები იცნობენ შეფასების მეთოდებსა და კრიტერიუმებს რის საფუძველზეც მოხდება შეფასება;
·         კომფორტული, თავისუფალი და უსაფრთხო გარემო, სადაც მოსწავლეებს არ ეშინიათ შეცდომის დაშვების და საკუთარი აზრის გამოთქმის;
კლასის ორაგიზების ფორმა:
საერთო საკლასო;  ჯგუფური, ინდივიდუალური,
გამოყენებული რესურსები:

სახელმძღვანელო ,,როგორ გავხდე აქტიური მოქალაქე“  მოსწავლის წიგნი, მასწავლებლის წიგნი, კომპიუტერი, პროექტორი,  საწერკალამი, თაბახის ფურცელი, ფლიქჩარტი , მარკერი, სტიკერები...
შეფასება:

მოსწავლეები შეფასდებიან  შეფასების რუბრიკების მიხედვითროგორც
განმსაზღვრელიისე განმავითარებელი შეფასებით.
ძირითადი ნაწილი - გაკვეთილის  თანმიმდევრობა  (აქტივობა და დრო)

საორგანიზაციო ნაწილი  (დრო 2  წუთი)
მისალმება,  კლასის ორგანიზება (მოსწავლეთა დასწრების აღწერა)

გაკვეთილის - A ფაზა -გამოწვევა  (დრო  2  წუთი)  გაკვეთილის დასაწყისში კლასს ვაცნობ ახალი გაკვეთილის თემას, მიზნებს, აქტივობებსა და შეფასების ფორმებს;

აქტივობა N1. (დრო -  5 წუთი) - ფილმის ჩვენება.
·       აქტივობის მიზანი: - ნაჩვენები ფილმის საშუალებით მოსწავლეთა მოცებული საკითხით/პრობლემით დაინტერესება, მათი მოტივაციის ამაღლება.
·      აქტივობის აღწერა - კომპიუტერისა და პროექტორის გამოყენებით, ვაჩვენებ ფილმს  ბულინგის შესახებ.   

გაკვეთილის - B  ფაზა - ცოდნის კონსტრუირება

აქტივობა  N2. (დრო -  4 წუთი)  - ასოციაციური რუკის შექმნა, 

·      აქტივობის მიზანი: - ასოციაციური რუკის გამოყენებით  მოსწავლეებმა იმსჯელონ ბულინგის გამოვლინების ფორმებზე,  გაიაზრონ ახალი მასალა, ინფორმაცია გახდეს თვასაჩინო, მონაცემების ანალიზის საფუძველზე გამოუმუშავდეთ  დასკვნების გამოტანის უნარ-ჩვევა.

·      აქტივობის  აღწერა:  - დაფაზე ვხაზავ  ასოციაციურ რუკას, სხივების ცენტრში ვწერთ იმ სიტყვებს რაც მოსწავლეებმა იციან/გაიგეს ბულინგის შესახებ..( მაგ: ცემა,  მუქარა, დაშინება, დაცინვა...)

ბულინგი არის
 
 აქტივობა  N3. (დრო - 8  წთ) - სიმულაციური თამაში - ,,შევქმნათ ჯგუფები

აქტივობის მიზანი: - სიმულაციური თამაშის გამოყენებით  მოსწავლემ შეძლოს ბულინგის არსის ღრმად წვდომა, მისი ემოციურ დონეზე გათავისება, ემპათიის/თანაგანცდის უნარის განვითარება.

აქტივობის აღწერა: -  მასწავლებლის მითითებით მოსწავლეები ხუჭავენ თვალებს მანამ სანამ,  მასწავლებელი მათ სამი სხვადასხვა ფერის სტიკერს დააკრავს,  რამელთაგან მხოლოდ ერთია თეთრი ფერის, მასწავლებელის მითითების შემდეგ მოსწავლეები ახელენ თვალებს და ქმნიან ჯგუფებს... აქტივობის დასრულების შემდეგ იმართება მსჯელობა:
       რა ნიშნით შექმენით ჯგუფები?
       მხოლოდ ერთს ქონდა თათრი სტიკერი რას მიხვდით  მისი რეაქციებიდან?
       რას ფიქრობთ ამის შესახებ?
        როგორი შეგრძნებაა ეს?
       როგორ ფიქრობთ რომელ ჯგუფს უნდა შეერთებოდა თეთრი სტიკერის მქონე?
        ყოფილა ვინმე მსგავს სიტუაციაში?
       ან გვეტყვის როგორი შეგრძნებაა, ან სხვა როგორ იგრძნობდა თავს?
 ეს აქტივობა ამაღლებს მოსწავლეთა ცნობიერებას იმის შესახებ, რომ, არასწორია იმ ბავშვების სტიგმატიზაცია რომლებიც უმცირესობაში არიან ან არ გვანან სხვას.

აქტივობა 4. (დრო - 4  წთ) – ჯგუფური მუშაობა.

აქტივობის მიზანი: ჯგუფური მუშაობის გამამოყენებით ბულინგის არსის, მისი პრევენციისა და დაძლევის გზების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, დახარისხება / დამუშავება და ლოგიკური დასკვნების გაკეთება.

აქტივობის აღწერა: სახელმძღვანელოს ტექსტზე მუშაობა - მოსწავლეებს შემთხვევითობის პრინციპით  ვყოფ ოთხ ჯგუფად და ვაძლევ დავალებას  სახელმძღვანელოში მოცემულ ტექსტზე დაყრდნობით:
·         განმარტეთ რა არის ბულინგი და რაში მდგომარეობს მისი არსი; (გვ. 53-54)
·         წაიკითხეთ  სახელმძღვანელოში მოცემული სიტუაციური ტექსტი უპასუხეთ კითხვებს .   (გვ.55.)
·         განსაზღვრე მოძალადისა და მსხვერპლის შესაძლო პრობლემები. (გვ. 53-55)
·         როგორ ავიცილოთ ბულინგი თავიდან; არ გავხდეთ მოძალადე ან მსხვერპლი. (გვ. 54-55)

გაკვეთილის - C ფაზა - რეფლექსია

აქტივობა 5.  (დრო - 12  წთ)  პრეზენტაცია

აქტივობის მიზანი: პრეზენტაციის სახით შესრულებული  სამუშაოს  წარმოდგენა.

აქტივობის აღწერა: ჯგუფები  არჩეული პრეზენტატორების  საშუალებით აკეთებენ ნამუშევრების  პრეზენტაციას;

აქტივობა 6.  (დრო - 3 წთ)  - შეჯამება

აქტივობის მიზანი:  მოსწავლეებმა იმსჯელონ  მოცემული პრობლემის ირგვლივ და გამოიტანონ დასკვნები რა გავაკეთეთრა ვისწავლეთ, რაში გამოგვადგება
აქტივობის აღწერა: გაკვეთილის დასკვნით ფაზაზე მოსწავლეები მსჯელობენ კლასში იმის    შესახებ თუ რა აქტივობა შეგვიძლია განვახორციელოთ, იმისათვის  რომ მცირედი წვლილი შევიტანოთ ბულინგის პრევენციისა და ბავშვთა უფლებების დაცვის საქმეში

აქტივობა 7.  (დრო - 3 წთ)  შეფასება

აქტივობის მიზანი: მოსწავლეების შეფასება.

აქტივობის აღწერა: მოსწავლეები შეფასდებიან  შეფასების  რუბრიკების  მიხედვით,   როგორც განმსაზღვრელიისე განმავითარებელი შეფასებით.
(დანართი N1; N2)

აქტივობა 8.  (დრო - 2 წთ)   საშინაო დავალება

აქტივობის მიზანი: საშინაო დავალების შესრულებით მოსწავლეებმა განიმტკიცებენ გაკვეთილზე შეძენილ ცოდნა ,,ბულინგის“ შესახებ.

აქტივობის აღწერა: შემდეგი გაკვეთილისთვის მოამზადონ  რეფერატი თემაზე :  გავერთიანდეთ ბულინგის წინააღმდეგ!!!






დანართი N1
პრეზენტაცია
N
სახელი
გვარი
საინტერესო შესავაალი (პრობლემის იდენტიფიცირება)
ნაშრომის წარმოჩენის უნარი
შემოქმედებითი უნარი
პრობლემის გადაჭრის გზების შეთავაზება
თემის გასაგებად წარმოდგენა (ლოგიკური ჯაჭვი)
საუბარი (გამართული ტემბრი)
თვალსაჩინოების გამოყენება
აუდიტორიასტან კონტაქტი
ინფორმაციის ფლობის უნარი
დროის ლიმიტის დაცვა
ჯამი
1











2











3











4











5











6











7











8











9











10











11











12











13











15











16











17











18











19











20











21











                    












დანართი N2
ჯგუფური მუშაობა
N
სახელი
გვარი
ძალიან კარგი
მოსწავლე მზად არის
 მაქსიმალურად შეიტანოს საკუთარი წვლილი ჯგუფის მუშაობაში და მიაწოდოს მას რაც შეიძლება მეტი გამოსადეგი იდეა.მას ყოველთვის შეუძლია ჯგუფის სხვა წევრების წინადადებებს მოუსმინოს, გაითვალისწინოს და განავითაროს.
კარგი
მოსწავლე
 ნაწილობრივ არის მზად შეიტანოს საკუთარი წვლილი ჯგუფის მუშაობაში.იგი ხშირად უსმენს სხვა წევრების წინადადებებს,ითვალისწინებს და ცდილობს მათ განვითარებას.
საშუალო
მოსწავლეს
 იშვიათად შეაქვს საკუთარი წვლილი ჯგუფის მუშაობაში.იგი იშვიათად უსმენს ჯგუფის სხვა წევრების წინადადებებს, ნაკლებად ითვალისწინებს და თითქმის არ ცდილობს მათ განვითარებას.
ცუდი
მოსწავლეს თითქმის
არ შეაქვს წვლილი ჯგუფის მუშაობაში. იგი არ უსმენს, არ ითვალისწინებს და არ ცდილობს ჯგუფის სხვა წევრების წინადადებების  განვითარებას.
1




2




3




4




5




6




7




8




9




10




11




12




13




15




16




17




18




19




20




21










 ___________________
10.04.2017 ს/წ.


                                                                                                                                                                         


გაკვეთილის რეფლექსია
ელზა გიორეგაძე
         მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში  ა/წ         5  აპრილს ქ. ბაღდათის N2 საჯარო სკოლის მე-10 კლასში   ჩავატარე  სამოქალაქო განათლების გაკვეთილი თემაზე -  ,,ბულინგი“. 
      გაკვეთილი   დავგეგმე და წარვმართე, ეროვნული სასწავლო გეგმის მისაღწევი შედეგების გათვალისწინებით.
         გაკვეთილზე გამოყენებულმა სტრატეგიებმა გამოიწვია მოსწავლეთა დაინტერესება და აქტიური ჩართვა საგაკვეთილო პროცესში. მთელი გაკვეთილის განმავლობაში ისინი იყვნენ მუდმვად მოტივირებულნი, ხალიასით მონაწილებდნენ სხვადასხვა აქტივობებში, რამაც განაპირობა დასახული მიზნის მიღწევა, ვფიქრობ, შერჩეული მეთოდები და აქტივობები  შეესაბამებოდა გაკვეთილის სასწავლო მიზნებს და კლასის ორგანიზების ფორმებს.  
    გაკვეთილი დავიწყე  საორგანიზაციო საკითხების მოგვარებით, (მისალმება, მოსწავლეთა დასწრების აღწერა) კლასს გავაცანი ახალი გაკვეთილის თემა, მიზნები, და შეფასების ფორმები. 
    მოსწავლეთა პროვოცირებისა და საკითხით დაინტერესების მიზნით, პროექტორის საშუალებით ვუშვენე ფილმი ბულინგის შესახებ;   
      ისეთმა აქტივობებმა როგორიცაა: ასოციაციური რუკა, სიმულაციური თამაში... მოსწავლეებს მისცა შესაძლებლობა ყურადღება გაემახვილებინათ საკვანძო საკითხებზე და გაეანალიზებინათ ადამიანური ღირსების არსი, უზრუნველეყო მათში ემპათიის/თანაგანცდის უნარის ჩამოყალიბება,  სახელმძღვანელოზე მუშაობამ და პრეზენტაციის შემდგომ გამართულმა მსჯელობამ პრობლემის ირგვლივ საშუალება მომცა მიღწეული ყოფილიყო გაკვეთილის გეგმით გათვალისწინებული მიზნები.
     გაკვეთილმა ჩაიარა გეგმის მიხედვით, რის გამოც არ მომხდარა გეგმით გათვალისწინებული აქტივობების შეცვლა/მოდიფიცირება,  დრო გამოვიყენე სრულად და გავანაწილე მიზნობრივად. ამავე გაკვეთილის ხელმეორედ ჩატარების შემთხვევაში უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევდი ჩემს არავერბალურ კომუნიკაციას (სხეულის ენას).
     გაკვეთილზე  მუშაობის დროს გამოიკვეთა სუსტი მხარეებიც, კერძოდ:
·         ჯგუფური სამუშაოს შესრულების პროცესში იკვეთებოდა პასიური მოსწავლეები, რომლებსაც იშვიათად შეჰქონდათ საკუთარი წვლილი ჯგუფის მუშაობაში;
·         ამასთან, მოსწავლეთა გგარკვეული ნაწილისთვის სირუთლეს წარმოადგენდა დროის ლიმიტის დაცვა,  რაზეც აუცილებლად ვიმუშავებ და მივმართავ დამატებით ეფექტურ აქტივობებს.
      საერთო ჯამში ჩატარებულ გაკვეთილს შევაფასებდი, როგორც  აქტუალურ და საინტერესოს. აღნიშნულ გაკვეთილს განვიხილავ კათედრის სხდომაზე , რაც დამეხმარება  კოლეგებთან  ერთდ გავაანალიზო თითოეული აქტივობა და მათი რჩევით   გავაუმჯობესო  საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკა.

 ___________________
10.04.2017 ს/წ.


No comments:

Post a Comment