2017-2018 სასწავლო წელი
სსიპ ქალაქ ბაღდათის
N2 საჯარო სკოლა
ელექტრონული სასწავლო რესურსის გამოყენების ინსტრუქცია და რეფლექსია
მასწავლებლის სახელი, გვარი : ელზა გიორგაძე;
ელექტრონული
სასწავლო რესურსი
: ,,საქართველოს კონსტიტუცია“.
საგანი: სამოქალაქო განათლება;
სწავლების საფეხური/კლასი: საშუალო,
X კლასი;
- რესურსის გამოყენების ინსტრუქცია:
წარმოდგენილი სასწავლო რესურსი მოიცავს ვებგვედზე
- learningapps.org ( https://learningapps.org/display?v=pe107g53318) შექმნილ
ელექტრონულ დავალებას, learningapps.org-ზე
შესვლის შემდეგ, მოსწავლე ხედავს დავალებას - ,,საქართველოს
კონსტიტუცია“. დავალებას თავფურცლად ერთვის
მისი შევსების მარტივი ინსტრუქცია: - ,,ყურადრებით წაიკითხეთ მოცემული ტექსტი და გამოტოვებული ადგილები შეავსეთ მაუსის მარცხენა ღილაკზე დაკლიკვის შედეგად ჩამოშლილი სავარაუდო ჩამონათვალიდან, სწორი პასუხის შემთხევაში პროგრამა პაუხს გაამწვანებს, არასწორი არჩევანის შემთხვევაში კი გააწითლებს. გისურვებთ წარმატებებს!!!“
- რესურსის გამოყენების რეფლექსია:
საგაკვეთილო პროცესის ეფექტური განორციელების საუკეთესო
საშუალებად სწავლების მარავალფეროვანი აქტივობების გამოყენება მიიჩნევა, ამ მხრივ მოსწავლეთა
განსაკუთრებულ ინტერესს სასწავლო პროცესში ელექტრონული რესურსებისა
და სგნანმანათლებლო თამაშების გამოყენება წარმოადგენს, აქედან გამომდინარე მიზნად დავისახე
შემექმნა წინმამდებარე ელექტრონული
რესურსი, რესურსის მიზანია
- საქართველოს კონსტიტუციის
ძირითადი საკითხების შესწავლა-გაანალიზება, აღნიშნული რესურსი შექმნილია ესგ-ის მე-10 კლასის სასწავლო სტანდარტის შესაბამისად, კერძოთ:
მოქ- X. 9. მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს საქართველოს სახელმწიფო მმართველობის სისტემის განვითარების პროცესი.
ინდიკატორები:
- მსჯელობს
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და I კონსტიტუციის მნიშვნელობაზე თანამედროვე ქართული სახელმწიფოსთვის; ასახელებს კონსტიტუციური
მემკვიდრეობითობის დამადასტურებელ ფაქტებს და აანალიზებს ცვლილებებს (მაგ.: სახელმწიფო მოწყობა, მმართველობა, საარჩევნო სისტემა და ა.შ.); ავლენს საკუთარ
დამოკიდებულებას მომხდარი ცვლილებების მიმართ;
- საქართველოს
მოქმედი კონსტიტუციის განხილვისას მსჯელობს მისი მიღების წინაპირობებსა და შედეგებზე; საკუთარ მოსაზრებებს
ჩამოწერს ცხრილის სახით;
მოცემული ასაკობრივი ჯგუფის
მოსწავლეებისათვის სააინტერესოს და სახალისოს ხდის საგაკვეთილო პროცესში
ინტერნეტის, ელექტრონული რესურესბისა და სხვდასხვა საგანმანათლებლო თამაშების გამოყენება, ამასთან
ამ ხრივ შეძენილი ცოდნა დიდხანს
ამახსოვრდებათ და შესაძლებელს ხდის ამ ცოდნის სხვადასხვა ცხორებისეულ სიტუაციაში ეფეტურ გამოყენებას.
მოცემული ელექტრონული რესურსის სასწავლო პროცესში
გამოყენების შედეგად გაიზარდა მოსწავლეთა ჩართულობა, მოტივაცია და ინტერესი შესასწავლი
საკითხის მიმართ. მოსწავლეებისათვის
რესურსზე მუშაობა იძლევა
შეცდომის დაშვებისა და გამოსწორების შესაძლებლობას. სიტყვის არასწორად შერჩევისას უჯრა
წითელ ფერს იღებს, ხოლო სწორად ჩასმის შემთხვევაში
- მწვანდება. მოსწავლეებმა
უკეთ აღიქვეს და ისწავლეს, რადგან ტექსტი იძლეოდა
მოსწავლეთა ყურადღების კონცენტრირების
შესაძლებლობას. ამ რესურსის საგანმანათლებლო მიზნით გამოყენენბა შესაძლებელია
სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე - ადამიანის უფლებების, კონსტიტუციონალიზმის, საქათველოს
სახელმწიფოს მოწყობისა და სხვა თემების განხილვისას, მოსწავლეთა პრივოცირებისა და წინარე
ცოდნის გააქტიურების მიზნით, რესურასი მრავალჯერადი
გამოყენებისთვის არის გამიზნული ამასთან, მისი გამოყენება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.
აღნიშნული სასწავლო რესურსი შექმნილია მოსწავლეთა ასაკობრივი შესაძლებლობების გათვალისწინებით, მორგებულია მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე, შედგენილია მათთვის გასაგებ და ადვილად აღსაქმელ ენაზე. წარმოდგენილ მასალაში ყურადრება მახვილდება მთავარ საკითხებზე
და
ადვილებს საქართველოს კონსტიტუციის
ძირითად საკითხებზე სათანადო წარმოდგენის შექმნას, რაც ეხმარება მოსწავლეებს ცოდნის გამტკიცებასა და სასწავლო მასალის შეჯამებაში. ვფიქრობ, ასეთი ფორმით მასალის მიწოდება ხელს უწყობს საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას, მრავალფეროვანს ხდის სასწავლო პროცესს. არის ინტერაქტიური და მოსწავლეებს საშუალებას აძლევს აქტიურად იყვნენ ჩართული გაკვეთილის მსვლელობაში.
------------------------------ ელზა გიორგაძე
2017-2018 ს/წ
No comments:
Post a Comment