ღონისძიებები


   ,,ოქროსფერი  შემოდგომა!“

მოგესალმებით, პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო მეგობრებოდღეს ჩევენ,  მე-4 ბე კლასის მოსწავლეები წარმოგიდგენთ ღონისძიებას სახელწოდებით ,,ჯადოსნური შემოდგომა“ დღევანდელი ღონისძიებით შევეცდებით ჩვენი ყოველდღიური სასკოლო ცხოვრება საინტერესო, სასიამოვნო, მრავალფეროვანი და ხალისიანი გავხადოთ, მაშ ასე სცენაზეა მე-4 ბე კლასი ღონისძიებით ჯადოსნური შემოდგომა ... მოდით ტაშით გავამხნევოთ ისინი....

დადგა შემოდგომა... ხეებს ფოთლები სცვივა...როგორ აცივდა...ხშირად წვიმს...დღემ იკლო...ფრინველები მიფრინავენ თბილ ქვეყნებში... უფროსები ემზადებიან ზამთრისთვის და ახალი წლისთვის, ჩვენ კი... ჩვენ მოვემზადეთ თქვენთან შესახვედრად!!!
1.       უკვე შემოდგომაა, რამდენი დრო გასულა?!  როგორ გადის დრო?!... ამოიოხრა პატარა ყვითელმა ფოთოლმა, და ცას ახედა, ნეტავ რა არის დრო?! როდის გაჩნდა დრო?! ან საიდან მოდის ის? ერთხელ მაინც შემევლო მისთვის თვალი, ფიქრში გართულმა ვერც კი შეამჩნია როგორ მოსწყდა ხეს და ფრიალ-ფრიალით გაიტაცა ქარმა...
2.    სიმრერა - შემოდგომის ყვალილები-
3.       მდინარის პირას, პატარა ტყეში,
ხეს უხმაუროდ მოწყდა ფოთოლი,

4.       ფოთოლი მოწყდა ხეს უხმაუროდ
მდინარის პირას, პატარა ტყეში.

5.       არც ქარი იყო, არც წვიმის თქეში,
რამ ჩამოაგდო, ნეტავ, ფოთოლი,

6.       ნეტავ, ფოთოლი რამ ჩამოაგდო,
არც ქარი იყო, არც წვიმის თქეში...

7.       უბრალოდ, ფოთლის დღე დაილია
მდინარის პირას, პატარა ტყეში,

8.       მდინარის პირას, პატარა ტყეში,
მდინარის პირას, პატარა ტყეში...

9.       ამბობბენ წელიწადის ყველა დროს თავისი ხიბლი აქვსო. მაგრამ განსაკუთრებული ხიბლით შემოდგომა გამოირჩევა.  წელიწადის დროების დახასიათებისა შემოდგომას ასე აღვწერთ: თბილი ფერები, ფოთოლცვენა, ბუნების გაფერადება….. ბუნების გაფერადება - დიახ! ზუსტად შემოდგომაზეა საჭირო უამრავი ფერი. წითელი, ყვითელი, ოდნავ მწვანე. ბუნებაც ნელ-ნელა ფერადდება. ისევე როგორც მხატვარი აფერადებს ნახატს…. გრძნობ როგორი სიგრილეა გარეთ და შენს წინ დაგდებულ ფოთოლს აკვირდებ.. მწვანეს, წითელს, ნარინჯისფერს
10.    შარშან ჩვენი სახლის წინ იდგა ოთხი აფთარი,
გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი.
საშინელი რამ იყო კარზე მათი მოდგომა,
გაზაფხული, ზაფხული, ზამთარი, შემოდგომა!
, ეს წელი გულს გლეჯდა, როგორც მიწას აფთარი,
გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი.
მათ გზა ჰქონდათ ლხენისა და მე კი დაზაფრული,
ზამთარი, შემოდგომა, ზაფხული, გაზაფხული.


11.    შემოდგომა წლის განსაკუთრებული დროა. ეს არის დრო, როდესაც ზომიერი კლიმატი, მზიანი დღეები და გრილი ღამეები ტყით შემოსილ ბორცვებს თანდათანობით ყვითელი, ნარინჯისფერი და წითელი ფერების ათასგვარი ელფერით ამკობს. ეს არის დრო, როდესაც მარადმწვანე ფიჭვებისა და ნაძვების მწვანე ფერს თავიანთი მონათესავე ფოთოლმცვივანი ხეების ხასხასა წითელი და ყვითელი ფერი ჩრდილავს.
12.    ცნობისმოყვარე ადამიანს აინტერესებს, რატომ ხდება ფერთა ასეთი  საოცარი ცვლილება. რა განაპირობებს ფოთლის გაყვითლებას ან გაწითლებას?
13.    შემოდგომის ნაირფეროვნება ზამთრისთვის ხეების მომზადების პროცესის ნაწილია. შემოდგომის დამოკლებული დღეებიგაფრთხილებასაძლევენ  ხეებს, ომ ფოთლებს თანდათანობით შეუწყდეთ წყლისა და საკვები ნივთიერებების მიწოდება. ამაზე თითოეული ფოთოლი ყუნწის ბოლოსთან გამაცალკევებელი ფენის წარმოქმნით რეაგირებს. ეს ფენა ქმნის  ნივთიერებას, რომელიც ხელს უშლის ხესა და ფოთლებს შორის ნივთიერებათა ცვლას, რის გამოც, საბოლოოდ, ფოთლები ცვივა.
14.    მე შემოდგომის სისავსე მიყვარს...
გაზაფხულია კისკისა, ცელქი,
ზაფხული შლეგი და ეშხით სავსე,
მე შემოდგომის ფერები მიყვარს,
რადგან სითბოთი ,სიმშვიდით მავსებს.
ლამაზ ოცნებებს,ნატვრებს მაგონებს
ფერხთ დაფენილი ჭრელი ხალიჩა,
ბაღში გაზაფხულს დაუდგამს ტახტი,
მზემ ბროწეული კოცნით გახლიჩა.
ტრფობამ აავსო ბადაგით ქვევრი,
დააწყებინა მაჭარს შუშხუნი..
თუმც საოცარი სიტკბოა ირგვლივ,
მაინც მოისმის ზამთრის ბუზღუნი.
15.    ზაფხული მიიწურა, დაიწყო ფოთოლცვენა. რაც უფრო ძალაში შედის შემოდგომა, მით უფრო მდიდრდება ბუნება ფერებით.  წითელი, ყვითელი,  ოქროსფერი, ნარინჯისფერი და  ხალებიანი  ხალიჩა ეფინება დედამიწას. იწყება ფოთოლთა ზეიმიმზე ისევ უხვად აფრქვევს სხივებს, მაგრამ ახლა ნაკლებად ათბობს, ვიდრე ზაფხულში.
16.    ნეტავ რა ხელმა ახარა
ამდენი ხე და ხეხილი,
ათასფრად აყვავებული,
ერთმანეთს გადაგრეხილი?
ცა მშვენიერი, მაღალი,
მიწა ნაყოფით ნაქები,
ცისარტყელებად გაშლილი
ვენახები და ბაღები...
გაოცებული ვკითხულობ,
ქვეყანაა თუ ზღაპარი -
ქართლის, კახეთის მშვენება
და იმერეთის მთა-ბარი.

17.    ბუნების მრავალმა მოყვარულმა შენიშნა, რომ შემოდგომა სხვადასხვა წელსა და სხვადასხვა ადგილას რამდენადმე განსხვავებულიაბევრი რამ ამა თუ იმ რეგიონში ფოთოლმცვივანი ხეების ტიპზეა დამოკიდებული. მაგალითად, სხვადასხვა სახეობის ნეკერჩხლის ფოთლები, უმეტესწილად, მიმზიდველი წითელი ფერის ხდება. მათ ხშირად პარკებსა და ბაღებში რგავენ.
18.    ფოთოლცვენის მთელი პროცესი სასარგებლოცაა და საოცრად ლამაზიც. ფოთოლცვენის საშუალებით ხეები ზოგავენ წყალსა და ენერგიას, რაც ზამთრის განმავლობაში დასჭირდებათ. ამ პროცესის დროს ისინი იმ მომწამვლელ ნარჩენებს იშორებენ, რომლებიც ზაფხულში ფოთლებში გროვდება.
19.    მწერების, სოკოების, ჭიებისა და ნიადაგში მობინადრე სხვა ცხოველების წყალობით, მილიონობით ჩამოცვენილ ფოთოლი მალე ნეშომპალად, ნოყიერი ნიადაგის მთავარ შემადგენელ ნაწილად, გარდაიქმნება.
20.    ასე რომ, მოფარფატე ფოთლები ჯერ შესანიშნავი სანახაობით გვატკბობს, შემდეგ კი გაზაფხულზე მცენარეების ზრდისთვის საჭირო სასუქად გარდაიქმნება!
21.    . ატირდნენ მთები და
ლამის მეც ავტირდენაძვები დაღონდნენ
და მეც, მეც ვღონდები...
მოწყდნენ და გაფრინდნენგაფრინდნენგაფრინდნენ
ფოთლები... ფოთლები... 
ხეთ ხელი აღაპყრეს
და ღმერთი ადიდესმაგრამ უჩვეულო
კვნესით და გოდებით მოწყდნენ და გაფრინდნენ,
გაფრინდნენგაფრინდნენ
ფოთლები... ფოთლები...
22.    ამბობენ, შემოდგომა სევდიანიაო! არა, მე არ ვფიქრობ ასე. მერე რა რომ, წვიმს, ცაზე ღრუბელია…. შემოდგომას აქვს თავისი სილამაზე. სილამაზე, რომელიც ფერადია, ჩაფიქრებული, ოდნავ სევდიანი, მაგრამ მხიარულიც.
23.    შემოდგომის სურათი
ეს ქარვით პირამდე ნავსები გოდრები,
ეს გიშრით პირამდე ნავსები ურმები,
მიდიან. ჭრიალით, ზარმაცად, ზმორებით,
ფუტკრების ზუზუნით გიწივის ყურები.
ეს ღვინის სიმაგრით დაგული ბიჭები
მარანს გარს უვლიან ბახუსით ნამიანს,
მღერიან, თვრებიან პირსავსე ჯამებით,
მღერიან: დალიე, დაგილევ ძამია.
ღვინო კი ჩუხჩუხით იღვრება ჭურებში,
ჭურები გმინავენ, ქშინავენ, თვრებიან,
მტევნები, ჩაყრილნი საწნახლის უბეში,
ცრემლს ღვრიან წუწუნით და შაქრად დნებიან

24.    _ შემოდგომა სამი თვისაგან აიკინძა: სექტემბერი, ოქტომბერი და ნოემბერი, სექტემბერი ლათინური სიტყვიდან მოდის, „სეპტემ“  ნიშნავს შვიდს და ეს თვე მართლაც მეშვიდე იყო ძველი რომაული კალენდრის მიხედვით.
25.    _ოქტომბერიც ლათინური სიტყვიდან წამოვიდა, „ოქტო“ ნიშნავს რვას და ეს თვე მერვე იყო იმავე რომაულ კალენდარში.
26.    _ ნოემბერიც ძველი რომაული კალენდრიდან მოდის, რაკი „ნოვემ“ ცხრას ნიშნავს ლათინურად, ანუ მეცხრე თვეს.
27.    _ძველად საქართველოში ამ თვეებს ერქვა: ახალწლისა-(სექტემბერში იწყებოდა ახალი წელი), სთვლისა და ტირისკონი.
28.    _ ხალხური სახელწოდებები კი ამგვარია: ენკენისთვე, ღვინობისთვე, გიორგობისთვე._ სექტემბერი,ოქტომბერი, ნოემბერი,
29.    _ძველი კალენდრის მიხედვით შემოდგომის დასაწყისად 23 სექტემბერი ითვლება. ამ რიცხვში დღე და ღამე გათანაბრდება და დადგება შემოდგომის ბუნიობა.მობრძანდება შემოდგომა და ყველაფერს თავისი ფერებით გადაღებავს._ბუნების ფერთა ცვლა წინ უსწრებს ფოთილცვენას, ძალაში შედის ფოთოლთა ზეიმი.
30.     საით მიხვალ, შემოდგომავ,
                                     საით მიხვალ, შემოდგომავ,      შენი ჭრელი ქარებით,
                                                ფოთოლ-ფოთოლ ფეხაკრეფით საით მიიპარები.
                                                                   ვიცი ერთხელ გათენდება და უშენოდ დარჩენილს
                                                                  გაძარცვულ ბაღს გაანათებს  დათრთვილული ფარჩები.
                                                                  სუსხიანი ზამთრის სუნთქვა  ფანჯრის მინებს დაორთქლავს,
                                                                  მიჭირს შენთან განშორება,         დარდის სიტყვით ამოთქმა.
31.    _პირველი სუსხი შემოდგომის დასასრულის მაუწყებელია. მნიშვნელოვნად მატულობს ბინდი, ადრე ქრება დაისი, იწყება შემოდგომის წვრილი წვიმები, წვიმებს ცვლის ნისლი, პირველი თრთილი, პირველი ყინვები შემოდგომისა, ჩვეულებრივი ბუნებრივი მოვლენებია.
32.    _ფრინველები გულმოდგინედ ემზადებიან თბილი ქვეყნებისაკენ მგზავრობისათვის. ცხოველები გაფაციცებით აგროვებენ საკვებს. ადგილზე დამრჩენი ფრინველებიც თავისებურად ემზადებიან ზამთრისათვის, ბევრი მათგანი ადამიანის საცხოვრებელთან ეწყობა, ასე უფრო ადვილია თავის გატანა.
33.    მთებზე გადმოდგნენ ზამთრის ჯარები,
გადმოათეთრეს მთათა წვერები,
დაფრთხნენ ვაზები, დაფრთხნენ ჭალები,
დაფრთხნენ ყანები, დაფრთხნენ ველები.
_თავს უშველეთო, იჭექა ვერხვმა
და რაც კი იყო იმჟამად ხილი:
უნაბი, კომში, ატამი, ლეღვი,
ყველამ საბძლისკენ იბრუნა პირი.


34.      იწურება შემოდგომა. ახლა მცენარეებს ფოთლები აღარ სჭირდებათ, ქარიც უმოწყალოდ ძარცვავს ხეებს. ეშმაკია ნოემბერი: შემოდგომასაც უნდა გული მოუგოს და არც ზამთარი გაანაწყენოს. ზოგჯერ შორს განდევნის შავ ღრუბლებს და წვიმას, ზოგჯერ ყინვის ბორკილებს დაადებს მიწას და არც თოვლის სუდარას დაიშურებს, ხელის ერთი მოსმით ზამთარს მოიყვანს.
35.    მე ვარ შემოდგომა, ჭრელი მოზაიკა .. ელვად მოხატული, ფერთა გალერეა,
           ღრუბელთ სინოტივე, სულში ლოცვად მიკრავს, თუკი, რა თქმა უნდა გზა არ ამერია.
მე ვარ შემოდგომა, მტევნის გაფიცხება, სისხლის ადუღება ბადაგ-შარბათებით,
ვიწყებ ენკენისთვით, მერე სიცივით და მერე წვიმებით და .. ზამთრით გავთავდები.
მე ვარ შემოდგომა უხმო გაშიშვლება, უხმო გადაჭკნობა, ფოთოლთ სინანული,
ქარში ყვავილების სუნთქვა გაიშლება ბოლო სიმძაფრით და ბოლოს სიყვარულით.
36.    დამთავრდა შემოდგომის ოქროს მეჯლისი-ბუნების უკანასკნელი დღესასწაული. ახლა თვალსაწიერზე მხოლოდ შემოძარცვული, სველი და ცივი მიწის მოწყენილი ფერებიღა იშლება. _სიცივე შეეპარა მზესაც, ღრმად გაეხვია შემოდგომის მძიმე ღრუბელთა მორევში. სულ მალე ზამთარი შემოაღებს კარს.   
37.    სამხრეთისკენ მიფრინავენ ფრინველები. გაძლიერებული ფოთოლცვენა პირველი ყინვებისთანავე იწყება. სხვადასხვა ხე და ბუჩქი სხვადასხვანაირი ფერის სამოსით იმოსება. ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისში ფოთოლცვენა მთავრდება. ფოთლოვან ტყეებში სივრცე საგრძნობლად დიდდება.
                                            შემოდგომა გაგვეპარა, მიილია, მიიწურა,
                                                                   ვენახები დაიკრიფა, დასაწური დაიწურა.
                                                                   მადლიანმა ღვინობისთვემ კარი ტკბილად გაიხურა,
                                                                   მზემ სხივები აიკრიფა, მიწამ ნისლი დაიხურა,
                                                                   შემოდგომა გაგვეპარა, არე-მარეს ნისლი ჰბურავს,
                                                    და საცაა დედამიწა ზამთრის საბანს დაიხურავს.
38.    ფოთლოვანთა ნაცვენი ფოთლის მოზაიკით იფარება ნაძვნარიტყე ფოთოსცვენის შემდეგაც მშვენიერია: წყნარი, სუფთა, დიდებული და იდუმალიზოგჯერ ოქტომბერშიც მზიანი, უღრუბლო დღეებია. თითქოს ხელახლა დაიწყო ზაფხულიდა მხოლოდ დღის სინათლის კლება და ტყის ფერთა სიჭარბე გვაუწყებს, რომ კარზე შემოდგომა მოგვადგა
39.    ქუჩა-ქუჩა, შარა-შარა ქარი ფოთლებს აგროვებს
ეს ფერადი ფოთოლცვენა ჭრელ ხალიჩას მაგონებს
შემოსულა შემოდგომა, ჭირნახულით დოვლათით,
ავსებულა ბეღლები შემოდგომის ნობათით,
ავსებულა გლეხი კაცის ბეღელი თუ მარანი,
ქუჩა-ქუჩა, შარა-შარა, შემოდგომა ნავარდობს
ქარი ფოთლებს დააქროლებს ისე უმისამართოთ...

39. ყველაზე ლამაზი, ყველაზე მრავალფეროვანი, ყველაზე ბევრი სიახლით და ყველაზე ცვალებადი. ერთდროულად რაღაცის დასაწყისი და რაღაცის დასასრული - შემოდგომა  თითქოს ორი გზა იკვეთება და გზაჯვარედინზე გადაშლილია ის სილამაზე რასაც შემოდგომა ჰქვია.
40.    გადაჰყვა ფერები ოქტომბერს,
მიქრიან ქედებზე დღეები,
აფრქვევენ ქარვას და ოქროსფერს
ნიავის ჩურჩულში ტყეები.
41.    შემოდგომა -  ოქროსფერი ფოთლებით დაფარული  არემარე, გასაოცარ ფერთა ლაღი ნაზავით შემოსილი ტყე, მობუზული ფრინველები, და ზამთრის საბურველში გაეხვეული  მთელი ბუნება.

ს ი მ ღ ე რ ა
წვიმამ გვამცნო შემოდგომის მობრძანება
ხის ტოტებზე მობუზულან ბეღურები
გაფერადდა ტყე და მდელო წითელ-ყვითელ ფერებად
მზე ღრუბლიდან მალულად გვეფერება
ოქროსფერი შემოდგომა მბრძანდება
ოქროს ძაფით ამოქარგავს ნაირ-ნაირ ხალიჩებს
შემოდგომის ყვავილები უმღერებენ სიყვარულს
რთველი გაგვახალისებს
ოქროსფერი შემოდგომა მბრძანდება
ოქროს ძაფით ამოქარგავს ნაირ-ნაირ ხალიჩებს
შემოდგომის ყვავილები უმღერებენ სიყვარულს
რთველი გაგვახალისებს
თითქოს ფოთლებს გაუმართავთ წვეულება
ყვითელ კაბებს უფრიალებს ნაზად ქარი
შორეული ქვეყნებისკენ მიფრინავენ ჩიტები
ცაზე ჩანან თითქოს გიშრის მძივები
ოქროსფერი შემოდგომა მბრძანდება
ოქროს ძაფით ამოქარგავს ნაირ-ნაირ ხალიჩებს
შემოდგომის ყვავილები უმღერებენ სიყვარულს
რთველი გაგვახალისებს
ოქროსფერი შემოდგომა მბრძანდება
ოქროს ძაფით ამოქარგავს ნაირ-ნაირ ხალიჩებს
შემოდგომის ყვავილები უმღერებენ სიყვარულს
რთველი გაგვახალისებს
შემოდგომის ყვავილები უმღერებენ სიყვარულს
რთველი გაგვახალისებს











დამშვიდობება მეოთხე კლასს !!!

ვიხსენებთ განვლილ ოთხ წელიწადს: რეკავს მაღვიძარა. სკოლის ხედი, მოსწავლეთა სურათები,  მოსწავეები ნელნ-ნელა შემოდიან სცენაზე:
1.    _ მოგესალმებით მეოთხე  ,, ბ“ კლასელები! აი,  ვამთავრებთ მეოთხე კლასს და იწურება  სკოლის გაცნობის პირველი ოთხწლედი - პირველი განცდების, პირველი წიგნის, ანბანის, მეგობრების შეძენის პირველი ოთხი ლამაზი წელიწადი.


2.    _თვალი გადავავლეთ განვლილ წლებს და დავინახეთ, თურმე რამდენი რამ გვისწავლია!


3.    _პირველ რიგში ვისწავლეთ „დედაენის“ და სკოლის სიყვარული;


4.    - სკოლა, დედაენა და იაკობ გოგებაშავილი ხომ განუყოფელი ცნებებია; ვამბობთ იაკობ გოგებაშავილს და თვალწინ დედაენა და სკოლა გვეხატება;


5.    - ვახსენებთ დედაენას და უამალ იაკობ გოგებაშავილის სახე წარმოგვიდგება. ასე განუყრელად დააკავშირა და  დაადუღაბა ისტორიამ ეს ცნებები, ასე გაითავისა ქართველმა ხალხმა დედაენისა და ერის დიდი ქომაგი იაკობ გოგებაშავილი.


6.    - ჩვენი ქართული--- სიტყვა ქართული,
                                             სამშობლოს ფიქრი და აღმაფრენა,
                                             ჩვენი ქართული---რუსთველის ენა,
                                             ილიას ენა, აკაკის ენა.

7.    - ხან ყვავილების ნელი შრიალი,
                                             ხან იადონთა ხმატკბილი სტვენა,
                                             სიტყვა ფრთიანი, ნაპერწკლიანი,
                                             ბარაქიანი ქართული ენა;

8.    - გულუხვი, როგორც რთველში ვენახი,
                                             საამო, როგორც შრიალი ხეთა,
                                             ჩვენ ხომ მას დედაენას ვეძახით,
                                             გვიყვარდეს, როგორც მშობელი დედა!

  1. - მსოფლიოს უძველეს ენათა შორის ქართულს ერთ- ერთი   მთავარი ადგილი უჭირავს, იგი მრავალსაუკუნოვანი დამწერლობის მქონე ერთ-ერთი უძველესი ენაა.

  1. - საუკუნეების მანძილზე ქართული ენა კულტურის ენა იყო არა მხოლოდ ქართველთათვის, არამედ კავკასიაში მცხოვრები ბევრი სხვა ხალისთვისაც.

  1.  - ქართული ენა იყო და  არის  საფუძველი  ქართველთა  ერთობისა;  ქართველთა ძლიერებისა და  ქართველთა უკვდავებისა. ქართული ენა უზრუნველყოფდა  მრავალსაუკუნოვანი ქართული  კულტურის  ერთობას.


12.  ქართული ენის საგალობელი
1.       - დასაბამით იყო სიტყვა, სიტყვა ღვთის და განგების,
და სინათლედ გადაშალა ცამ მზის ფარშავანგები.
და ვით ღმერთმა სიტყვით შექმნა ეს სამყარო ნისლიდან,
ისე იშვა საქართველოც ღვთიურ ქართულ სიტყვიდან.



2.  -  ჩემო ენავ, გულის, გრძნობის და ლოგოსის ტრიადავ,

ენავ დავითიანთა და ენავ ქართლოსიანთა.
მოელვარევ სულისდგმად და მახვილად და იმედად,
დედა ენავ ხალიბთა და დედა ენავ იბერთა,



3.  - შენ შეჰკარი ქართულ მიწად ეს ქვეყანა ფრიადი,

სადაც ჟამის შეწირვად და ლოცვად აგანთიადდი.
და მზე, შენში ჩაკირული, ქართლს სინათლედ მოჰფინე,
ოქროპირად აგალობე იოანე-ზოსიმე.



4. - გადაანთე ქართულ მიწას ფერი ნაირ-ნაირი.

შენი ფრთებით ააფრინე რუსთაველის შაირი.
ენავ, ჩემი მზის და გზის და ბედისწერის ტრიადავ,
ენავ ფარნავაზიანთა, ენავ ქართლოსიანთა,



5. -წინ მიმიძღვი და მიფარავ ქართლის ჭირით ნაწამებს,

დაცემულსაც შენ აღმადგენ, როგორც ქრისტე - ლაზარეს.
მოელვარე სულისდგმად და მახვილად და იმედად,


6. - დედაო და თავკიდურო, ფუძის ფუძევ იბერთა,
ზეობ ერის სულის სასოდ მეაბჯრედ და განგებად,
ერთი ხარ და საქართველოც ერთი არის ამქვეყნად!


10.  მუსიკა : ჩვენი ენა ქართული  (აnano, lizi, nini, giorgi)


11.   - მახსოვს, როცა სკოლაში პირველად შევდგი ფეხი, მეშინოდა არ დავკარგულიყავიდედ ხელს არ ვუშვებდი და თან თვალების ცეცებით ვაკვირდებოდი ყველაფერს. უკვე მე-5 წელი დაიწყება, რაც მე სკოლაში დავდვივარ, მივეჩვიე და შევიყვარე ყველაფერი, ახლა სკოლა ჩემი სახლივითაა, ჩემი კლასელები და მასწავლებლები ჩემი ოჯახის წევრებივით, მოკლედ, სკოლა ჩემი მეორე ოჯახია , მინდა ეს ოჯახი ისეთი იყოს, როგორზეც ყველა ბავშვი ოცნებობს.


12.   - პირველი კლასიდან მასწავლებლები ერთმანეთის სიყვრულს, მეგობრობას, ერთმანეთის გატანას და სამშობლოს სიყვარულს გვასწავლიდნენმე და ჩემს კლასელებს ძალიან გაგვიმართლა, რომ ამ სკოლაში ვსწავლობთ, გვყვავს ძალიან თბილი და მოსიყვარულე მასწავლებელები, რომლებიც ენერგიას არ იშურებენ ჩვენთვის, რომ კარგი განათლება მივიღოთ და სანიმუშონი ვიყოთ.


13.   _ მათგან ვისწავლეთ სამშობლოს სიყვარული, წინაპრების პატივისცემა, სამშობლოს მომავალზე ზრუნვის აუცილებლობა...


14.    _ სამყარო ვრცელია, ჩვენი დედამიწა კი, ერთი პატარა პლანეტაა. კოსმოში გაფრენილმა პირველმა ადამიანმა, როგორც კი შორიდან გადმოხედა ცისფერ სამოსელში გახვეულ დედამიწას, მთელი სამყაროს გასაგონად დაიძახა: _რა სილამაზეა! 


15.     -  და აი, ამ ულამაზეს პლანეტაზე ჩვენც, ქართველებიც ვცხოვრობთ. ჩვენს სამშობლოს საქართველო ჰქვია!

16.    _ დრო არის, ჩემო პატარავ, იცოდე ერთი ამბავი,
                                   ედემის როა ბადალი დღეს საქართველოს მთა-ბარი,
                                   ბეღელში როა ხორბალი, ღელეზე როა წანწალა,
                                   ბრუნვით წისქვილის ბორბალი, რომ იხვითქება საწყალი,

17.    -  კვლავაც რომ იკვრის ფანდური,  კვლავაც რომ ილხენს ქალ-რძალი,
                           რომ ლაპარაკობ ქართულად, ქართულ სკოლაში ნასწავლით,
                           კარგს რომ გვიქადის მომავალს, ჩვენი ბეჯითი გარჯანი,
                           ვინც იყო! იგი რომ არა!  არ იქნებოდა, რაც არი!

18.     _ ფარნავაზ მეფე რომ არა, ვინც სრულჰყო ჩვენი ანბანი;
შოთა რუსთველი რომ არა, ვინც არის ჩვენი ლამპარი;
მოციქულთ სწორი რომ არა, ოთხგან აღმართა მან ჯვარი;
მღვდელი თევდორე რომ არა, მტერმა აკუწა საწყალი;

  1.  -  ორბელიანი რომ არა, საქართველოსთვის დამწვარი;
პატარა კახი რომ არა, ყველა მომხვდურის თავზარი;
მეფე დიმიტრი რომ არა; ძმანი რომ არა, ცხრა ძმანი;
მოკლედ: სისხლისღვრა რომ არა, არ იქნებოდა, რაც არი!

20.  (ყველა)_ ორ ზღვას შუა ძველისძველად, საომარი იყო ლელო,
                ის გადარჩა და სახელად ეწოდება საქართველო!

  1. _ ჩვენს ქვეყანაში, სადაც არ უნდა გაიხედო, ყველგან სალოცავებს დაინახავ. აქ სხვადასხვა ეროვნებისა და სარწმუნოების ადამიანები ცხოვრობენ. ყველას თავისი სალოცავი აქვს, ყველა თავის სალოცავში ლოცულობს:

22.     _ნეტა ამ ხედებს ქვეყანაზე რა შეედრება,
ციხე-ტაძრები ცად ასულან ლოცვა-ვედრებად,
წევს ვეფხვის ტყავზე საქართველო, მზის წილხვდომილი,
თავს დასდგომია იალბუზი ხელაპყრობილი,
თითქო ლოცულობს, ცად აღავლენს ხმათა ხავერდებს
და საქართველოს დღეგრძელობას გამჩენს ავედრებს,
თრთის ვენახები, თრთის ყანები, თრთის გალავნები,
თრთის საფლავები წმინდანების და ფალავნების.

23.    _ზოგი ღამეა-  შეკივლება, ზოგი-გაფრენა,
ზოგს აუშვია, ხომალდივით, ნისლი აფრებად,
ზოგი მუშტია, მუქარაა, ზოგი გინება,
ალაყაფებით, ქონგურებით, რომ იკბინება,
ზოგი ამაყი ლილეოა, ზოგი- გასროლა,
ზოგი შორიდან ცის და მიწის მოსჩანს სასწორად,

  1. - წლებმა იხუვლა, იხვართქლა და ციხეს შეება
ხავსად, დუმილად, ჭილყვავებად და ბუდეებად.
თვითონაც, მთელი საქართველო, ერთი ციხეა,
დაგილეწია, მტერო, მაგრამ ვერ აგიღია!

25.    _დიდება თქვენდა, თოროსანო ბერო მამებო,
თქვენ შეინახეთ ენა, სჯული, ერი, სამეფო,
წიგნებს უსხედხართ, ვენახდება ფოლიანტები,
და საქართველოვ, სულს იკაჟებ, გოლიათდები,
ვინაც ააგო ნიკორწმინდა, სვეტიცხოველი,
დიდება მის ლანდს, მე არა ვარ მეტის მთხოვნელი.

26.    _კლდეებს ფრესკებად შეხიზნულო წმინდა დედანო,
ხვედრი თქვენებრი აღარავის გადაეტანოს,
კურთხეულ იყოს, ვინც გასჭვრიტა კლდეში ვარზია,
სულით განათლდეს, ვინც აკვანი მისი არწია,
ვინაც პირველად დაიმღერა „ვეფხი და მოყმე“,
იმ გუთნისდედას  მზადა ვარ ვეყმო!
კირითხურონო, კალატოზნო, ოსტატ-შეგირდნო,
თუ სადმე რამე ცოდვა გქონდეთ, ღმერთმა შეგინდოთ!

27.    _, ციხის ლოდო, ჩამოშლილო, ჩამომსხვრეულო,
შენ, ძვალო ჩემო, გატანჯულო, ჩემო სხეულო,
ო, გოდოლ-ბურჯნო, გალავნებო, ნაგებნო მკვიდრად,
ნაბზარი რაა, ყველა თქვენი ნაკაწრიც მტკივა.
გამისკდეს მიწა, თუ შეგბღალო, თუ გივერაგო,
შენ, საქართველოს ფარ-აბჯარო, ჯაჭვის პერანგო,
ჰეი, სიმღერით ყელს იღადრავს შენი მგოსანი,
ვაზით და ფრესკით ჩემი მხარე მარად იცნობა,
და საქართველოს ციხეებზე მზის შუბოსანი,
დგას მეციხოვნედ მარადისობა.

 


 (ცეკვა ქართული) nika da nino


28.     -   სულ რომ არაფერი - სისხლი მაქვს ისეთი,

ჯიში მაქვს ისეთი - სულს აგიწიოკებს,

სამშობლო - არხვატი, მტირსათვის - შიშეთი!
ბრძოლის ჟინს ვერ იკლავს, ვერაფრით იოკებს.

სულ რომ არაფერი - გული მაქვს იმხელა,
რწმენა - ქრისტიანის, მთებს რომ აზანზარებს,
ცეკვა მაქვს ისეთი... ისეთი სიმღერა...
აღადგენს საფლავში ჩადებულ ლაზარეს!

შორს რომ არ წავიდე, არ გავცდე ბასიანს,
ღმერთი მყავს ჯვარცმული და მზეზე ნათელი,
"სულ არ მენაღვლება ევროპა, აზია..."
მე ისიც მეყოფა, რომ მქვია ქართველი!



29.   - გალაკტიონ ტაბიძე -სამშობლოს
სამშობლოს წინსვლა გასაკვირველი,

მზის მხურვალება გარს რომ ავლია,

აი, პირველი, აი, პირველი
რის სიყვარულიც მე მისწავლია.
შენს გამარჯვებას, ჩანგო, მოველი!
ოჰ, შენთან დღენი ჩემნი წარვლიან,
მედგარი ბრძოლა! აი, ყოველი,
რის სიყვარულიც მე მისწავლია.
გავშლი ძვირფასი ლექსების კონებს:
რა სიუხვეა! რა სიმრავლეა!
                                                         გადამასწავლოს - ნურავინ ჰგონებს -
                                                          რის სიყვარულიც მე მისწავლია!


30.    __მასწავლებლისგან კიდევ ერთი დარიგება მივიღეთ....                 
                   გიყვარდეს სწავლა, გულმოდგინება,
                      შრომა და ჯაფა ნუ დაგზარდება,
                      მუდამ გახსოვდეს, რომ შენი შრომა,
                      შენსა ქვეყანას გამოადგება.
                     იყავ ბეჯითი და გქონდეს რწმენა,
                      დიდი განძია ცოდნის შეძენა,
31.    -  მაგრამ ამას გთხოვ ყველაზე უფრო,
                      გულით გიყვარდეს მშობელი ენა.
                      მერწმუნე, შვილო, გამოცდილია,
                      თუ საძირკველი დანგრეულია,
                      მაშინ კედლების აშენებისთვის,
                      ყოველი შრომა დაკარგულია!

32.    __ღმერთმა რომ ქვეყანა გააჩინა, დედამიწას გული გადაუხსნა, შიგ აუარებელი, ულეველი სიმადიდრე ჩაუდგა და ადამიანს უანდერძა: იშრომე, გაისარჯე,  ეგ სიმდიდრე დედამიწის გულიდან ამოიღე და შენს სადღეგრძელოდ მოიხმარეო.

33.    __ ცოდნა ის ღვთისნიერი წინამძღოლია, რომელიც კაცს დედამიწის გულში ჩაახედებს, წინ მიუძღვება და უტყუარად ეუბნება: აი, აქ ეს სიმდიდრეა ღვთისაგან შენთვის მიბარებულიო, ამას ამ ხერხით, ამ ოსტატობით უფრო ადვილად ამოიღებო.

34.    __ცოდნა ხომ ხერხია, მაგრამ თავისთავადაც სიმდიდრე არის, მერე იმისთანა, რომ კაცი საცა წავა, თან მისდევს უხარჯოდ და უბარგოდ, ვერცა ვინ მოჰპარავს, ვერცა ვინ წაართმევს, ვერცა ვინ წინ გადაუდგება.

35.      __  ცოდნა ჩემი ძალ-ღონეა,   სიხარული წიგნის კითხვა,
                      ბევრი კარგი, ბევრი ავი, წიგნმა იცის, წიგნმა მითხრა.
                      მთები ცისკენ რამ აღმართა, ცაში ადგილს მზე რად იცვლის,
                      მიწის გულში, ზღვის სიღრმეში თუ რა ხდება, წიგნმა იცის.
                      წინაპრები მხნე რომ მყავდა, მეფოლადე, მხვნელი მიწის,
                      სად რომელი ხალხი სახლობს, წიგნმა მითხრა, წიგნმა იცის.

(სიმღერა საქართველოზე - ყური უგდე საქართველოს )
_ცოდნა ანთებულ სანთელსა ჰგავს: ერთ სანთელზე რომ ათას სხვა სანთელს მოუკიდოს, სანთელს იმით არც ალი დააკლდება, არც სინათლე, არც სიცხოველე, პირიქით, იმატებს კიდეც, რადგანაც ერთის მაგიერ ათასი სხვა სანთელი დაიწყებს იმასთან ერთად ლაპლაპსა.

36.    __ სანთელს კიდევ იმითი ჰგავს ცოდნა, რომ თუნდაც ცოტას ბჟუტავდეს შორს სადმე ბნელაში, ქურდს, მპარავს, მტერს აფრთხობს,იქ სინათლეა,-სჩანს ღვიძავთო და დაგვიანებულ მოყვარეს კი ახარებს კიდეც იმით, რომ,იქ ღვიძილია, მღვიძარები დამხვდებიანო.


37.    __სანთელს მარტო იმაში არ ჰგავს ცოდნა, რომ სანთელი, როცა იქნება, ჩაიწვება და გაჰქრება ხოლმე, ერთხელ ანთებული ცოდნა კი - თავის დღეში არა; მამიდან შვილზე გადადის, შვილიდან შვილიშვილზე, უფრო გადიდებული, უფრო გაძლიერებული.

  1. _ ეს გაუმარჯოს ქართულ წესებს, ქართულ ადათებს,
                                   სიმღერას ქართულს,
                                   რომ აგწევს და ცამდე აგანთებს,
                                   ჯიშსა და ჯილაგს, წინაპართა ნასისხლარ მიწას,
                                   სამშობლოს ჩემსას, საედემოს
                                   და წილხვედრს ღვთისას.

39.    - ცეცხლოვან ცეკვას, ფეხისწვერზე დატეულ სათქმელს,
                      ჭირსა თუ ლხინში მტერ-მოყვარის მოყვარულ ქართველს.
                      ეს არის ჩემი უსასრულო ნატვრა და ფიცი,
                      მრავალჟამიერ, საქართველო, ქართული ჯიში!

40.    __ ცოდნა იმითია კიდევ კარგი, რომ იმან უფროს-უმცროსობა არ იცის. როგორც საყდარი, როგორც ეკლესია, როგორც თვითონ ღმერთი, ერთნაირად შეიკედლებს, ერთნაირად იშვილებს ხოლმე ძონძებში გახვეულ გლეხსაც და ძვირფასეულობით მოთულ თავადსაც, ყველას ერთნაირად მოუხდება, ყველას ერთნაირად დაამშვენებს ხოლმე, ოღონდ კი კაცი გულმინდობილი, მოწადინებული მივიდეს ცოდნის კარამდის.
                     
41.    -        სწავლა სიკვდიმდე შენია, მუდამ შენთანა მყოფელი,
                      მას გეცილების ვერავინ, არ არის გასაყოფელი,
                      სხვას ყველას მახე უგია, თავისა გასაყოფელი,
                      თუ კაცსა ცოდნა არა აქვს, გასთანჯავს წუთისოფელი.

42.    __ახლა, სად არის ის კარი! როგორ შევიძინოთ ის სანატრელი განძი, რომელსაც ცოდნა ჰქვია? ცოდნის გასაზრდელი აკვანი-სკოლაა, ხოლო ძიძები მასწავლებლები არიან. აი, სად და ვისი ხელით აინთება აქ ის სასიხარულო სანთელი, რომლის სინათლეც მტერს დააფრთხობს და მოყვარეს გაახარებს.

43.    __აი,ამ პატარა სახლიდან გამოვა ის დიდი ღონე, ის დიდი ხერხი, ის ყოველთვის და ყველგან გამარჯვებული ფარ-ხმალი ადამიანისა, რომელსაც ცოდნა ჰქვია.


44.    __“ვეფხისტყაოსანი“,  ჩემო ლურჯთვალებავ,
                      იცი ვინ დაწერა?   - შოთა რუსთაველმა!
                      ჩვენი „დედაენა“, ენა იადონთა,
                      იცი ვინ აკინძა?  პაპა იაკობმა!
                      ენა ვაჟასი და გალაკტიონისა,
                      ენა ნიკორწმინდის, გრემის, სიონისა,
                      ენის ყვავილების, მზის და ბულბულების,
                      დღეს შენ პატრონი ხარ განძის, ფუფუნების,
უნდა მოუარო დიდი რუდუნებით!
,,აჭარული“
  1. __შეიძლება ითქვას, რომ მზად ვართ მეხუთე კლასში გადასასვლელად...
__გემშვიდობებით, მეოთხე კლასო!     გამარჯობა, მეხუთევ!!!!!  გქონდეთ ჩვენი იმედი!!!!
სიმღერა:   „ჩემი ხატია სამშობლო“
( ფეიერვერკი, მაყურებელს ხელს უქნევენ და გადიან სცენიდან)







No comments:

Post a Comment