გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი - ელზა გიორგაძე,
საგანი - სამოქალაქო
განათლება;
სწავლების საფეხური/კლასი - საშუალო,
X
კლასი;
მოსწავლეთა რაოდენობა - 24, მათ
შორის 1 სსსმ მოსწავლე ;
გაკვეთილის თემა - ადგილობრივი თვითმართველობა
გაკვეთილის მიზანი :
·
მოსწავლეები გაეცნობიან საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის თანამედროვე
სისტემას და მისი ფორმირების პროცესს;
·
გააცნობიერებენ საქართველოს მოქალაქის
უფლებასა და პასუხისმგებლობას მონაწილეობა მიიღონ იმ საკითხების გადაწყვეტაში, რომელიც უშუალოდ მას და მის საცხოვრებელ არეალს
ეხება;
·
მიღებული ცოდნისა და დასკვნების
გამოტანის საფუძველზე შეძლებენ ადგილობრივი თვითმმართველობის ძირითადი პრინციპებისა
და ფუნქციების ერთმანეთისაგან გამიჯვნას;
გაკვეთილის მიზანი სსსმ
მოსწავლისათვის:
·
მოსწავლე შეძლებს დაასახელოს ადგილობრივი თვითმმართველობის
თანადებობის
პირები;
·
მოსწავლე შეძლებს აუდიტორიის წინაშე მარტივი სიტყვებით გადმოსცეს ადგილობრივი
ხელისუფლების საქმიანობის არსი.
N
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი
|
კლასის ორგანიზების ფორმა
|
სასწავლო რესურსი
|
დრო
|
|||||
N1.
|
გაკვეთილის - A ფაზა -გამოწვევა
მასწავლებელი გაკვეთილის დასაწყისში
კლასს აცნობს ახალი
გაკვეთილის თემას, მიზნებს, აქტივობებსა
და შეფასების ფორმებს;
სსსმ მოსწავლე:
მასწავლებელი გაკვეთილის დასაწყისში
მოსწავლეს აცნობს ახალი
გაკვეთილის თემას, მიზნებს, აქტივობებსა
და შეფასების ფორმებს;
|
აქტიური ლექცია
|
საერთო საკლასო
|
პროექტორი, კომპიუტერი,
|
(დრო - 2 წუთი)
|
|||||
N2.
|
მასწავლებელი, მოსწავლეთა
პროვპცირებისა და წინარე წოდნის გააქტიურების მიზნით, მიმართავს შემდეგი კითხვით: როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს
,,თვითმმართველობა“ ? დაფაზე
ხაზავს მოცემულ აზრობრივ რუკას და მოსწავლეთა პასუხებს წერს სხივების ცენტრში.
მოსწავლეთა პასუხების
შეჯერების შემდეგ, პროექტორის დახმარებით უჩვენებს კანონიდან ამონარიდს თუ, როგორ განმარტავს, მოცემულ ტერმინს, საქართველოს
ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ.
მუხლი2. ადგილობრივი თვითმმართველობის
ცნება
ადგილობრივი თვითმმართველობა
არის თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობა,
მათ მიერ არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით, საქართველოს
კანონმდებლობის საფუძველზე გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები.
სსსმ მოსწავლე:
მასწავლებელი, მოსწავლეს მიმართავს შემდეგი კითხვით: ,,თქვენი აზრით
რას ნიშნავს ,,თვითმმართველობა“ ?“ და დაფაზე მოცემული
აზრობრივი რუკის სხივების ცენტრში წერს მოსწავლის პასუხს.
|
აზრობრივი რუკა
|
საერთო საკლასო
|
დაფა, ცარცი,
|
(დრო - 4 წუთი)
|
|||||
N3.
|
გაკვეთილის - B
ფაზა - ცოდნის კონსტრუირება
მასწავლებელი აქტიური ლექციის მეთოდის გამოყენებით მოსწავლეებს ესაუბრება
ადგილობრივი თითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - სკრებულოსა
და მერიის ფორმირების პროცესზე; საუბრობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს წევრებსა და
მერებს უშუალოდ ამომრჩევლები ირჩევენ.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნები ტარდება შესაბამისი ბოლო არჩევნებიდან სრული 3 წლის გასვლის შემდეგ, მე-4 წლის ოქტომბერში და მას ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საკრებულოს უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 60 დღისა.
საგანგებო
ან საომარი
მდგომარეობის დროს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნები არ ტარდება. თუ არჩევნების ვადა ემთხვევა საგანგებო ან საომარ მდგომარეობას, არჩევნები ტარდება ამ მდგომარეობის გაუქმებიდან არა უგვიანეს 60 დღისა.
საკრებულოს წევრად შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც კენჭისყრის დღისთვის შეუსრულდა 21 წელი და საქართველოში უცხოვრია სულ ცოტა 5 წლის განმავლობაში.
საკრებულოს ახალი შემადგენლობის უფლებამოსილება იწყება, ხოლო ძველისა წყდება ახლად არჩეული საკრებულოს პირველი შეკრებისთანავე.
გამგებლად/მერად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია სულ ცოტა 5 წლის განმავლობაში
მასწავლებელი მოსწავლეთა
ყურადღებას ამახვილებს თვითმმართველობის არსებობის, როგორც დემოკრატიის ფუნდამენტალური პრინციპის
შესახებ, (რაც გულისხმობს მოქალაქის უფლებასა და პასუხისმგებლობას, მონაწილეობა მიიღოს იმ საკითხების გადაწყვეტაში, რაც უშუალოდ მას და მის საცხოვრებელ არეალს ეხება.) და
პროექტორისა და კომპიუტერის დახმარებით უჩვენებს სქემას და ხსნის თუ როგორ
არის მოწყობილი თვითმმართველობის სისტემა
დღეს საქართველოში, და როგორ ხორციელდება ის;
სსსმ მოსწავლე
სქემზე დაკვირვებით მოსწავლეს
ყურადღებას ამახვილებინებს, თუ, როგორ არის მოწყობილი თვითმმართველობის სისტემა დღეს
საქართველოში და ვინ არიან მისი ხელმძღვანელი
/ თანამდებობის პირები.
|
აქტიური ლექცია
|
საერთო საკლასო
|
პროექტორი, კომპიუტერი,
|
(დრო - 6 წუთი)
|
|||||
N4.
|
მასწავლებელი
მოსწავლეებს ყოფს ოთხ ჯგუფებად და აძლევს შემდეგი სახის
დავალებას: გაეცნონ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-5 მუხლს, სადაც ასახულია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების ძირითადი პრინციპები, და თხოვს დაასახელონ მათთვის მისაღები სამი ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი და საკუთარი პოზიცია არგუმენტებით გაამყარეთ. სავარაუდოთ ყველა
ჯგუფი ,,რეიტინგის“ ცხრილს სხვადასხვაგვარად შეავსებს
და თითოეულ მათგანს საჯაროდ განიხილავს.
საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ. ამონარიდი:
მუხლი 5. ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების ძირითადი პრინციპები
ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების ძირითადი პრინციპებია:
ა) საქართველოს მოქალაქეთა უფლება, მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში;
ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დამოუკიდებლობა კანონით განსაზღვრულ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხთა გადაწყვეტაში;
გ) საქართველოს მოქალაქეთა კანონიერი უფლებებისა და თავისუფლების დაცვა;
დ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის საჯაროობა;
ე) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დამოუკიდებელი პასუხისმგებლობა საკუთარი ფუნქციების განხორციელებაზე;
ზ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა ანგარიშვალდებულება მოსახლეობის წინაშე;
თ) სახელმწიფოსა და თვითმმართველ ერთეულს შორის, აგრეთვე თვითმმართველ ერთეულებს შორის ურთიერთობათა დაფუძნება დახმარებასა და თანამშრომლობაზე, საერთო პრობლემების ერთობლივად ნებაყოფლობით გადაჭრაზე;
ი) სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის გამიჯვნა;
კ) სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შორის დავის სასამართლო წესით გადაწყვეტა;
ლ) ადგილობრივი თვითმმართველობის საფინანსო-ეკონომიკური დამოუკიდებლობა
სსსმ მოსწავლე:
მოსწავლეს თხოვს , სახელძღვანელოს
დახმარებით დაასახელოს ადგილობრივი თვითმართველობის საქმიანობის ძირითადი მიზანი.
|
,,რეიტინგი“
|
ჯგუფური
|
სამოქალაქო
განათლების დამხმარე სახემძრვანელო IX-XII კლასებისთვის ,,თანამშრომლობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან“
მოსწავლის წიგნი, მარკერი, ფლიქჩარტი, ავტორი:ნინო ერემაშვილი, ლევან ახვლედიანი
|
(დრო
- 6 წუთი)
|
|||||
N5.
|
მასწავლებელი აქტიური ლექციის მეთოდის გამოყენებით
მოსწავლეებს ესაუბრება საქართველოში ადგილობრივი
თვითმართველობის ძირითადი ფუნქციიების შესახებ :
·
საჯარო
მომსახურების გაწევა ადგილზე
·
მდგრადი
დანვითარების ხელშეწყობა
·
სამოქალაქო
მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყობა
და განიხილავს თითოეულ მათგანს:
საჯარო მომსახურების გაწევის დროს აუცილებელია ადგილობრივი საჭიროებების დაკმაყოფილება, ამ პროცესში მაღალი შედეგების მიღწევა, მოქალაქეებისათვის თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, თანხების ეფექტიანი ხარჯვა.
მთავარი და ყველაზე რთული ამოცანა კი ადგილობრივი პრობლემების გამოვლენაა, რაც აშკარაა, რომ მოსახლეობასთან მჭიდრო თანამშრომლობას საჭიროებს. თვითმმართველობის ადგილობრივ ორგანოებს უნდა ჰქონდეს მოსახლეობის მოსმენის უნარი და მათი მოთხოვნების გათვალისწინების შესაძლებლობა. ამ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსახლეობის საჭიროებებსა და არსებულ რესურსებს შორის ბალანსის შენარჩუნება.
მდგრადი განვითარების ხელშეწყობა ადგილობრივი თვითმმართველობის უმთავრესი ფუნქციაა. მდგრადი განვითარების კონცეფცია გულისხმობს ეკონომიკური ზრდის ისეთ ფორმას, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოების კეთილდღეობას მოკლე, საშუალო და, რაც მთავარია, ხანგრძლივი ვადით. იგი ეფუძნება პრინციპს, რომლის თანახმად, დღევანდელობის მოთხოვნილებები უნდა დაკმაყოფილდეს ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას მომავალ თაობებს. მდგრადი განვითარება გულისხმობს პირობების შექმნას გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისათვის გარემოს დაცვის საკითხების გათვალისწინებით. მდგრადი განვითარების შესახებ კოპენჰაგენის მსოფლიო სამიტმა
(1995 წ.) ხაზი გაუსვა სოციალური სეგრეგაციის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობასა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის აუცილებლობას.
მდგრადი განვითარებისთვის აუცილებელია მიწის მართვის ეფექტიანი სისტემის შექმნა, ენერგიისა და სხვა მასალების ეფექტიანი გამოყენება, მიწათმოქმედების, ტყისა და წყლის რესურსების იმგვარად გამოყენება, რომ მათ მომავალშიც უზრუნველყონ ჯანსაღი და პროდუქტიული გარემოს არსებობა.
საქართველოში სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანები ცხოვრობენ, ჩვენი ქვეყანა მრავალეთნიკურია. ზოგიერთ რეგიონში ეთნიკური უმცირესობები მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენენ. სამწუხაროდ, ისინი კარგად ვერ ფლობენ სახელმწიფო ენას და, ამდენად, არასაკმარისი ინფორმაცია აქვთ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, საკუთარ უფლებებსა და მოვალეობებზე.
სამოქალაქო მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია გაიზარდოს ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაცია და მათი მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივ დონეზე, ასევე, ეთნიკური უმცირესობებისთვის თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ნებისმიერ სფეროში.
,,აქტიური ლექციის“ დასასრულს
მასწავლებელი მოსწავლეებს მიმართავს ცოდნაზე ორიენტირებული შეკითხვებით, რომლებიც გულისხმობს მოსმენილი ინფორმაციის გაგების შემოწმებას,
ცოდნის გაკონტროლებას და საჭიროების შემთხვევაში
აძლევს მითითებებს.
სსსმ მოსწავლე
აქტიური ლექციის
მეთოდის გამოყენებით მოსწავლეს მარტივი სიტყვებით უხსნის ადგილობრივი თვითმართველობის ძირითად საქმიანობას.
|
აქტიური ლექცია
|
საერთო საკლასო
|
პროექტორი, კომპიუტერი,
დაფა, ცარცი,
|
(დრო -5 წუთი)
|
|||||
N6.
|
გაკვეთილის - C ფაზა - რეფლექსია
მასწავლებელი
ოთხ ჯგუფად გადანაწილებულ მოსწავლეებს აძლევს შემდეგი სახის დავალებას: ყურადრებით წაიკითხონ და განალიზონ სახელმძღვანელოში მოცემული სიტუაციური მაგალითები, იმსჯელონ თითოეულ მათგანში, რომელ ძირითად ფუნქციას ახორციელებდა ან არ ახორციელებდა
თვითმართველობის ორგანო და საკუთარი პოზიცია არგუმენტებით გაამყარონ. თითოეულ ამბავთან დაკავშირებით გაიმართება
დისკუსია, დისკუსია იწყება იმით, რომ ჯგუფიდან ერთი მოსწავლე მოკლედ ყვება ამბავს და აყალიბებს ჯგუფის პასუხებს შეკითხვებზე;
სიტუაციური მაგალითი N1.
მოქალაქე
საკრებულოდან ითხოვდა სხვადასხვა სახის რამდენიმე საჯარო ინფორმაციას. ამისათვის მან საკრებულოს წერილობით მიმართა, თუმცა პასუხი არ მიუღია. მოგვიანებით აღნიშნული ფაქტი ცნობილი გახდა საკრებულოს ხელმძღვანელობისათვის. საკრებულოს აპარატის უფროსმა მოქალაქეს მიაწოდა მის მიერ მოთხოვნილი ყველა ინფორმაცია, ხოლო საკრებულოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი, რომელმაც არ შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა, სამსახურიდან გაათავისუფლა.
სიტუაციური მაგალითი N2.
გიორგი ა. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში იყო რეგისტრირებული, როგორც სოციალურად დაუცველი პირი, ამავე დროს იგი მე-2 ჯგუფის ინვალიდია. იგი ბიძასთან ერთად ცხოვრობდა. ბიძის გარდაცვალების შემდეგ უბინაოდ დარჩა და 2003 წლის სექტემბერში თვითნებურად დაიკავა გლდანში მდებარე ერთოთახიანი ბინა. ბინის დაკავების შესახებ მეორე დღესვე შეატყობინა მერიას, საკრებულოს და გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგებელს. მოგვიანებით, ბინა, რომელშიც გიორგი ა. შესახლდა, მიწისძვრით დაზარალებულთათვის კონტროლის პალატამ შეისყიდა, ხოლო მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა ფონდმა ბინა ქონების მართვის საქალაქო სამსახურს გადასცა. შედეგად, მე-2 ჯგუფის ინვალიდს ბინიდან ასახლებენ. მოქალაქეს არ ჰქონდა საშუალება, რომ თავად ეზრუნა საცხოვრებელი პირობების მოგვარებაზე. ქალაქის საკრებულომ და რაიონის გამგეობამ გაითვალისწინა აღნიშნული მდგომარეობა, მოქალაქე გიორგი ა. საცხოვრებელი ფართით დააკმაყოფილა და დახმარებაც გამოუყო.
სიტუაციური მაგალითი N3.
გლდანის ტბისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი 4 წელია მიმდინარეობს. პროექტს თბილისის მერია ახორციელებს. ტბის მიმდებარე ტერიტორია და მასთან მისასვლელი გზები გაიწმინდა, გლდანის ნაგავსაყრელის გაუქმებამ შესაძლებელი გახადა ტბისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის განვითარება. ამ ეტაპზე დასასვენებელ კომპლექსში ვილების მშენებლობა და ტბის ირგვლივ ბულვარის კეთილმოწყობა მიმდინარეობს, სადაც პალმებისა და ბამბუკის ხეივანი გაშენდება. გაზაფხულიდან კი ექსპლუატაციაში შევა ღია კაფეები, ბუნგალოები და სხვა გასართობი ცენტრები. მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, ტბაზე ნავებით გაისეირნონ და ბულვარის ხედებით დატკბნენ. ტერიტორიის განვითარების გეგმაზე პროფესიონალი არქიტექტორები და დიზაინერები მუშაობენ. სამუშაოებზე ამ ეტაპზე 135 ადამიანია დასაქმებული. პროექტის მიხედვით, ტბა და მისი მიმდებარე ტერიტორია რამდენიმე ზონად იყოფა: ღია რეკრეაციული დასასვენებელი ზონა კომფორტულ პლაჟს, ღია კაფეებსა და ბუნგალოებს მოიცავს. ამავე ზონაშია დაგეგმილი ბავშვთა გასართობი ცენტრისა და კინოთეატრის მშენებლობა. საზოგადოებრივ ზონაში თანამედროვე დასასვენებელ-გასართობი კომპლექსი აშენდება. პროექტის მიხედვით, გლდანის, იგივე „თეთრი ტბის“ მეორე მხარეს საზოგადოებრივი ზონის მოპირდაპირედ, საცხოვრებელი ზონა გაშენდება. სამუშაოები მთლიანად 2013 წელს დასრულდება.
სიტუაციური მაგალითი N4.
კანონმდებლობით დადგენილი წესით
რეგისტრირებულმა
რელიგიურმა
გაერთიანებამ
-„საქართველოს მუსლიმათა კავშირმა“
ააშენა
მეჩეთი
თბილისში,
საბურთალოს
რაიონის
ერთ-ერთ
მჭიდროდ
დასახლებულ
უბაში.
მეჩეთის
მინარეთდან
მუეძინი
ყოველდღიურად,
გამთენიისას
ასრულებს
ტრადიციულ
რელიგიურ
რიტუალს
– ხმამაღალი ყვირილით მოუწოდებს
მუსულმან
მორწმუნეებს
მეჩეთში
ლოცვისაკენ.
მუეძინის
ყვირილით
შეწუხებულნი
არიან
უბნის
არამუსულმანი
მოსახლეები.
მოსახლეობის
ინტერესების
გათვალისწინებით,
ქალაქის
მერიის
საზოგადოებრივი
წესრიგის
დაცვის
სამსახური
მიიღო გადაწყვეტილება,
და მუეძინს
მოსთხოვა აღნიშნული
რელიგიური
რიტუალის
დაბალ
ხმაზე
შესრულებინა.
სსსმ მოსწავლე
მოსწავლეს თხოვს, სახელძღვანელოში მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მარტივი სიტყვებით გადმოსცეს
ადგილობრივი
ხელისუფლების საქმიანობის არსი.
|
სიტუაციის
ანალიზი;
|
ჯგუფური
|
სამოქალაქო განათლების დამხმარე სახემძრვანელო IX-XII კლასებისთვის
,,თანამშრომლობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან“ მოსწავლის წიგნი, მარკერი, ფლიქჩარტი,
ავტორი:ნინო ერემაშვილი, ლევან ახვლედიანი;
თაბახის ფურცელზე დაბეჭდილი მასწავლებლის მიერ მოძიებული
სიტუაციური მაგალითი.
კალამი, თაბახის ფურცლები.
|
(დრო - 16 წუთი)
|
|||||
N7.
|
მასწავლებელი გაკვეთილის
შეჯამებისა და უკუკავშირის მიზნით მოსწავლეებს აძლევს
ფრაზას და თხოვს მის დამთავრებას. მაგ;
დღევანდელ გაკვეთილზე მე :
·
ვისწავლე...
·
გავიაზრე...
·
გავაცნობიერე...
·
მივხვდი...
·
სიტუაციურმა ტექსტებმა მაიძულა დავფიქრებულიყავი ….
·
გაკვეთილზე განსაკუთრებით მომეწონა...
·
ამ გაკვეთილმა დამაფიქრა …;
·
ამ გაკვეთილმა დამანახა, რომ …;
სსსმ მოსწავლე:
·
მოსწავლეს აძლევს
ფრაზას და თხოვს მის დამთავრებას.
·
მაგ; …დღევანდელ გაკვეთილზე მე : ვისწავლე...
|
სტარტეგია „დაამთავრე ფრაზა”
|
საერთო საკლასო,
ინდივიდუალური
|
ბარათებზე დაწერილი
ფრაზები
|
(დრო -3 წუთი)
|
|||||
N8.
|
მასწავლებელი მოსწავლეებს აფასებს შეფასების
რუბრიკის მიხედვით, როგორც განმსაზღვრელი ისევე განმავითარებელი შეფასებით. (დანართის
სახით გეგმას თან ერთვის შეფასების რუბრიკები)
სსსმ მოსწავლე:
მასწავლებელი მოსწავლეს აფასებს
შეფასების რუბრიკის მიხედვით, როგორც განმსაზღვრელი ისევე განმავითარებელი
შეფასებით.
|
განმავითარებელი, განმსაზღვრელი
|
ინდივიდუალური ჯგუფური
|
შეფასების რუბრიკები
|
(დრო - 2 წუთი)
|
|||||
N9
|
საშინაო დავალება
1. მე რომ ქალაქის მერი ვიყო...
სსსმ მოსწავლე
1. მე რომ ქალაქის მერი ვიყო...
|
|
საერთო საკლასო
|
სახელმძღვანელო,
პროექტორი, კომპიუტერი,
დაფა,
ცარცი,
|
(დრო - 1 წუთი)
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
მოქ.-X.9. _ მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს საქართველოში თვითმმართველობისა და სახელმწიფო მმართველობის სისტემის განვითარების პროცესი.
მოქ - X. 10. — მოსწავლეს შეუძლია
საქართველოს მოქალაქის
საზოგადოებრივ-პოლიტიკურ
ცხოვრებაში აქტიური
მონაწილეობის შესაძლებლობების კვლევა
და გამოყენება.
·
მოსწავლეები გაეცნენ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის თანამედროვე
სისტემას და მისი ფორმირების პროცესს;
·
გააცნობიერეს საქართველოს მოქალაქის
უფლება და პასუხისმგებლობა მონაწილეობა მიიღონ იმ საკითხების გადაწყვეტაში, რომელიც უშუალოდ მას და მის საცხოვრებელ არეალს
ეხება.
·
მიღებული ცოდნისა და დასკვნების გამოტანის
საფუძველზე შეძლეს ადგილობრივი თვითმმართველობის ძირითადი პრინციპებისა და ფუნქციების ერთმანეთისაგან გამიჯვნა;
სსსმ მოსწავლის მისაღწევი შედეგი:
·
მოსწავლეს შეუძლია ადგილობრივი თვითმმართველობის
თანადებობის
პირების დასახელება;
·
მოსწავლე შეუძლია აუდიტორიის წინაშე მარტივი სიტყვებით გადმოსცეს
ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის არსი.
დანართის სახით
გეგმას თან ერთვის შეფასების რუბრიკები:
ჯგუფური მუშაობა
|
||||||
N
|
სახელი
|
გვარი
|
ძალიან კარგი
მოსწავლე მზად არის მაქსიმალურად შეიტანოს საკუთარი წვლილი ჯგუფის მუშაობაში და მიაწოდოს მას რაც შეიძლება მეტი გამოსადეგი იდეა.მას ყოველთვის შეუძლია ჯგუფის სხვა წევრების წინადადებებს მოუსმინოს, გაითვალისწინოს და განავითაროს. |
კარგი
მოსწავლე ნაწილობრივ არის მზად შეიტანოს საკუთარი წვლილი ჯგუფის მუშაობაში.იგი ხშირად უსმენს სხვა წევრების წინადადებებს,ითვალისწინებს და ცდილობს მათ განვითარებას. |
საშუალო
მოსწავლეს იშვიათად შეაქვს საკუთარი წვლილი ჯგუფის მუშაობაში.იგი იშვიათად უსმენს ჯგუფის სხვა წევრების წინადადებებს, ნაკლებად ითვალისწინებს და თითქმის არ ცდილობს მათ განვითარებას. |
ცუდი
მოსწავლეს თითქმის არ შეაქვს წვლილი ჯგუფის მუშაობაში. იგი არ უსმენს, არ ითვალისწინებს და არ ცდილობს ჯგუფის სხვა წევრების წინადადებების განვითარებას. |
1
|
|
|
|
|||
2
|
|
|
|
|||
3
|
|
|
|
|||
4
|
|
|
|
|||
5
|
|
|
|
|||
6
|
|
|
|
|||
7
|
|
|
|
|||
8
|
|
|
|
|||
9
|
|
|
|
|||
10
|
|
|
|
|||
11
|
|
|
|
|||
12
|
|
|
|
|||
13
|
|
|
|
|||
15
|
|
|
|
|||
16
|
|
|
|
|||
17
|
|
|
|
|||
18
|
|
|
|
|||
19
|
|
|
|
|||
20
|
|
|
|
დანართი N1
დანართი N2
საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის შეფასების რუბრიკა
|
მოსწავლის სახელიდა გვარი
|
|||||||||||||||||||||||||
N
|
შეფასების კომპონენტები
|
მაქსიმალური ქულა
|
1
|
2
|
3
|
4
|
5
|
6
|
7
|
8
|
9
|
10
|
11
|
12
|
13
|
14
|
15
|
16
|
17
|
18
|
19
|
20
|
21
|
22
|
23
|
24
|
1
|
საგაკვეთილო პროცესში ჩართულია მაღალი ხარისხით
|
2
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
2
|
ადექვატურად პასუხობს დასმულ შეკითხვებს
|
2
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
3
|
მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს
|
2
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
4
|
მსჯელობს არგუმენტირებულად
|
2
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
5
|
აკეთებს დასკვნებს
|
2
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
11
|
ჯამი
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
დანართი N3
სსმ-ს შეფასების რუბრიკა
შეფასების კრიტერიუმები
|
1-2
|
3-4
|
5-6
|
7-8
|
9-10
|
დამოუკიდებელი სამუშაო
|
ვერ შეასრულა
|
ცდილობს შეასრულოს დამოუკიდებელი
სამუშაო
|
შეასრულა ხარვეზებით დამოუკიდებელი
სამუშაო
|
შეასრულა მცირე ხარვეზით
|
კარგად შეასრულა
|
გაკვეთილში ჩართულობა
|
არ აქტიურობს კითხვა-პასუხში
|
ცდილობს იაქტიუროს კითხვა-პასუხში
|
აქტიურობს შეცდომებით პასუხობს
|
პასუხობს კარგად, მაგრამ დახმარებით
|
დამოუკიდებლად პასუხობს კარგად
|
___________________________
29. 03. 2018 ს/წ.
გაკვეთილის რეფლექსია
მასწავლებლი - ელზა გიორგაძე,
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის
ფარგლებში ა/წ 30
მარტს ქ. ბაღდათის N2 საჯარო სკოლის მე-10
კლასში ჩავატარე სამოქალაქო განათლების გაკვეთილი თემაზე - ,,ადგილობრივი თვითმმართველობა“.
გაკვეთილი დავგეგმე და
წარვმართე, ეროვნული სასწავლო გეგმის მისაღწევი შედეგების გათვალისწინებით.
გაკვეთილზე გამოყენებულმა სტრატეგიებმა გამოიწვია მოსწავლეთა დაინტერესება და აქტიური ჩართვა საგაკვეთილო პროცესში. მთელი გაკვეთილის განმავლობაში ისინი იყვნენ მუდმვად მოტივირებულნი, ხალიასით მონაწილებდნენ სხვადასხვა აქტივობებში, რამაც განაპირობა დასახული მიზნის მიღწევა, ვფიქრობ, შერჩეული
მეთოდები და აქტივობები შეესაბამებოდა
გაკვეთილის სასწავლო მიზნებსა და კლასის ორგანიზების ფორმებს.
გაკვეთილი დავიწყე საორგანიზაციო საკითხების მოგვარებით, (მისალმება, მოსწავლეთა
დასწრების
აღწერა) კლასს გავაცანი ახალი გაკვეთილის თემა, მიზნები, და შეფასების ფორმები.
მოსწავლეთა პროვოცირების, საკითხით დაინტერესებისა და წინარე ცოდნის
გააქტურების მიზნით, გამოვიყენე ,,აზრობრივი რუკის“ მეთოდი; გაკვეთილზე გამოყენებულმა აქტივობებმა და მეთოდებმა როგორიც იყო: აქტიური ლექცია, აზრობრივი რუკა, ,,რეიტინგი“, სიტუაციური მაგალითები,
ჯგუფური მუშაობა და სხვ. მოსწავლეებს მისცა შესაძლებლობა ყურადღება
გაემახვილებინათ საკვანძო საკითხებზე და გაეანალიზებინათ ადგილობრივი
თვითმმართველობის ძირითადი არსი, გააცნობიერებინათ საქართველოს მოქალაქის უფლება და
პასუხისმგებლობა მონაწილეობა მიიღონ იმ საკითხების გადაწყვეტაში, რომელიც უშუალოდ მას და მის საცხოვრებელ არეალს
ეხება. სიტუაციური
მაგალითების განხილვამ და მის შემდგომ შემდგომ გამართულმა მსჯელობამ საკითხის ირგვლივ საშუალება მომცა მიღწეული ყოფილიყო
გაკვეთილის გეგმით გათვალისწინებული მიზნები.
სსსმ
მოსწავლის გაკვეთილზე არ ყოფნამ, გამოიწვია გეგმით გათვალისწინებული აქტივობების
მცირედი შეცვლა/მოდიფიცირება, კერძოთ სსსმ მოსწავლისთვის გათვალისწინებული დრო
მიზნობრივად გადავანაწილე ჯგუფური მუშაობისათვის განკუთვნილ აქტივობებზე, მთლიანობაში
საგაკვეთილო დრო გამოვიყენე სრულად და გავანაწილე
მიზნობრივად.
გაკვეთილზე
მუშაობის დროს გამოიკვეთა სუსტი მხარეებიც, კერძოდ:
·
ჯგუფური
სამუშაოს შესრულების პროცესში იკვეთებოდა პასიური მოსწავლეები, რომლებსაც იშვიათად
შეჰქონდათ საკუთარი წვლილი ჯგუფის მუშაობაში;
·
უკუკავშირის დროს, მოსწავლეები ძირითადად ერთმანეთის ნათქვამს იმეორებდნენ. ამიტომ, ალბათ, ჯობდა ისეთი მეთოდის გამოყენება, რომლითაც შეძლებდნენ ინდივიდუალურად, წერილობით შეეჯამებინათ გაკვეთილი.
საერთო
ჯამში ჩატარებულ გაკვეთილს შევაფასებდი, როგორც აქტუალურს და
საინტერესოს. აღნიშნულ გაკვეთილს
განვიხილავ კათედრის სხდომაზე, რაც დამეხმარება კოლეგებთან ერთდ
გავაანალიზო თითოეული აქტივობა და მათი რჩევით გავაუმჯობესო
საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკა.
___________________
03.04.2018 ს/წ.
No comments:
Post a Comment