გაკვეთილის გეგმა ,, კონფლიქტი”
მასწვლებელი - ელზა
გიორგაძე
|
|||||||
საგანი:
|
სამოქალაქო განათლება
|
||||||
სწავლების საფეხური/ კლასი:
|
საშუალო / კლასი - მე-10
|
||||||
მოსწავლეთა რაოდენობა:
|
20 (კლასში სსსმმ მოსწავლე არ არის)
|
||||||
თემა:
|
კონფლიქტი
|
||||||
მიზანი:
|
მოქ.X.6. მოსწავლემ
შეძლოს გააანალიზოს მრავალფეროვან საზოგადოებაში სამართლიანი ურთიერთობის უზრუნველყოფის საშუალებები, გააცნობიეროს კონფლიქტის არსი, გაანალიზოს
კონფლიქტურ სიტუაციაში ქცევის განსხვავებული სტრატეგიები, დეუფლოს მოლაპარაკებათა
წარმართვის ხელოვნებას.
|
||||||
მოსალოდენელი შედეგები:
|
მოქ.X.6. მოსწავლე შეძლებს გაანალიზოს მრავალფეროვან საზოგადოებაში სამართლიანი ურთიერთობის უზრუნველყოფის საშუალებები, თანაკლასელებთან ერთად, საკუთარი დაკვირვებების საფუძველზე, შეარჩიოს და გაითამაშოს რომელიმე კონფლიქტური სიტუაცია, განიხილოს მისი მოგვარების შესაძლო გზები (მაგ.: ინტერესების პოზიციიდან, წესების პოზიციიდან) შეძლებს აირჩიოს მოცემული შემთხვევისათვის ყველაზე ეფექტიანი სტრატეგია და დაასაბუთოს საკუთარი
მოსაზრება.
|
||||||
დრო
|
გაკვეთილის ფაზა
|
მასწავლებლის აქტივობა
|
მოსწავლის აქტივობა
|
მეთოდი
|
სასწავლო რესურსი
|
კლასის ორგანიზების ფორმა
|
შეფასება
|
5 წთ.
|
A-გამოწვევა
|
ü აქტივობა
N1 დრო _5_ წთ.
![]() ![]() ![]()
და სვამს კითხვას ,,რა ასოციაციას იწვევს ტერმინი ,,კონფლიქტი?“ პასუხებს
წერს სხივების ცენტრში.
შეაჯერებს იდეებს დაფაზე და
მოსწავლეებს თხოვს განმარტება შეადარონ სახემძღვანელოში
მოცემულ განმარტებას.
|
მოსწავლეები პასუხობენ მასწავლებლის კითხვას. კითხულობენ
კონფლიქტის ცნების განმარტებას სახელმძღვანელოში
|
ასოციაციური რუკა
|
დაფა,
ცარცი, სახელმძღვანელო
|
საერთო საკლასო
|
განმავითარებელი
|
36 წთ
|
B- სიღრმისეული წვდომა
|
ü აქტივობა
N2 დრო _6_ წთ
მასწავლებელი მოსსწვლეებს
აცნობს კონფლიქტის დადებით და უარყოფით მხარეებს, მისი წარმოშობის მიზეზებს, ესაუბრება
იმ ფაქტორების შესახებ რომლებიც კონფლიქტის ესკალაციას და დეესკალაციას განაპირობებს, პროექტორის დახმარეთით
უჩვენებს და შიფრავს კონფლიქტის ესკალაციის ქარბორბალას
![]() |
აქტიური მოსმენა,
|
აქტიური ლექცია
|
პროექტორიკომპიუტერი
სატრეინინგო
მასალა ,,სკოლებში ბულინგის პრევენციისა და ტოლერანტული კულტურის განვითარების ხელშეწყობა“
|
საერთო საკლასო
|
|
ü აქტივობა
N3 დრო _6_ წთ
მასწავლებელი
მოსწავლეთა ყურადრებას ამახვილებს კომფლიქტურ სიტუაციაში ორი განსხვავებული ინტერესით
ხელმძღვანელობის შესახებ, როგორიცაა ერთი მხრივ მიზანი, რომელსაც გვინდა რომ მივაღწიოთ
და მეორე მხრივ, მეორე მხარესთან არსებული ურთიერთობა. ამ ფაქტორთა გათვალისწინებით მოსწავლეებს დიაგრამის საშუალებით წარმოუდგენს, ხუთი განსხვავებული სტრატეგიით მოქმედებას, განმარტავს და გაანალიზებს თითოეულ მათგანს
![]() |
აქტიური მოსმენა,
|
აქტიური ლექცია
|
პროექტორიკომპიუტერი
სატრეინინგო მასალა ,,სკოლებში
ბულინგის პრევენციისა და ტოლერანტული კულტურის განვითარების ხელშეწყობა“
|
საერთო საკლასო
|
|||
üაქტივობა
N4 დრო _12_ წთ
შემთხვევითი
შერჩევის საფუძველზე მასწავლებელი მოსწავლეებს ყოფს ხუთ ძირითად ჯგუფად. ურიგებს მათ სიტუაციურ ამოცანებს, სადაც აღწერილია
კონფლიქტურ სიტუაციაში ქცევის ხუთი განსხვავებული სტრატეგია (შემთხვევა). ჯგუფებს
აძლევს დავალებას დაკვირვებით წაიკითხონ მოცემული სიტუაციური მაგალითები, გაანალიზონ,
იმსჯელონ და ამოიცნონ კონფლიქტურ სიტუაციაში ქცევის რომელ სტრატეგიას განეკუთნება
მათთვის მიცემული დავალება და პრეზენტაციის
სახით წარმოადგინონ საკუთარი მოსაზრებები და დასკვნები.
|
მოსწავლეები კითხულობენ სიტუაციურ
ამოცანებს, მსჯელობენ, აკეთებენ დასკვნებს, ირჩევენ ჯგუფის პრეზენტატორს და პრეზენტაციის სახით წარმოადგენენ საკუთარ
მოსაზრებებს.
|
პრეზენტაცია
|
მასწვლებლის მიერ მიწოდებული
სიტუაციური ტექსტები.
მარკერი ფლიქჩარტი.
სატრეინინგო მასალა ,,სკოლებში
ბულინგის პრევენციისა და ტოლერანტული კულტურის განვითარების ხელშეწყობა“
|
ჯგუფური
|
განმავითარებელი,
განმსაზრვრელი
|
||
üაქტივობა
N5 დრო _12_ წთ
1.
მასწავლებელი
ეუბნება ბავშვებს, რომ „ფორთოხლის თამაში“ უნდა ითამაშონ. გაამოარჩევს 8 მოხალისეს და პირობითად „ა“ და
,,ბ“ ჯგუფებში გადაანაწილებს,
2.
სთხოვს „ა“ ჯგუფს, გარეთ დაელოდონ, „ბ“ ჯგუფს კი ეუბნება, რომ მათი მიზანი ფორთოხლის მოპოვებაა, რადგან მათ ამ ფორთოხლის წვენი სჭირდებათ.
3.
შემდეგ
გადის გარეთ და აძლევს ინსტრუქციას „ა“ ჯგუფს,
რომ მათი მიზანი ფორთოხლის მოპოვებაა, რადგან მათ ფორთოხლის კანი სჭირდებათ ფორთოხლის ნამცხვრის გამოსაცხობად.
4.
შეკრიბავს ორივე ჯგუფს ოთახში
და სთხოვს დასხდნენ ერთმანეთის პირისპირ.
5.
ეუბნება თითოეულ ჯგუფს, რომ სასურველი ნივთის მისაღებად მხოლოდ სამი წუთი აქვთ. ხაზგასმით სთხოვეთ, რომ ძალადობა დაუშვებელია. შემდეგ დებს ფორთოხალს შუაში და დაიძახებს „მიდი.“
6.
სამი წუთის შემდეგ დაიძახებს „შეჩერდით“ ან „დრო“
მასწავლებელი სავარჯიშოს შემდგომ განხილვას შემდეგი კითხვებით აწარმოებს:
1. მიიღო თქვენმა
ჯგუფმა ის, რაც უნდოდა, და თანაც 3 წუთის ამოწურვამდე?
2. რა იყო თქვენი
ჯგუფის მიზანი?
3. რა შედეგით
დასრულდა დავა ფორთოხლის გარშემო?
5. კონფლიქტის დროს ადამიანები განა ყოველთვის ურთიერთობენ ერთმანეთთან? რატომ? რატომ არა?
6.
კონფლიქტის დროს ადამიანებს ერთი და იგივე რამ უნდათ?
7. ოდესმე
ყოფილხართ მსგავს სიტუაციაში? რა შედეგით დამთავრდა ის?
|
მოსწავლეები ასრულებენ მასწავლებლის
ინსტრუქციას
(როგორც წესი, ვიღაც სტაცებს ხელს ფორთოხალს და ის ერთ-ერთი ჯგუფის საკუთრება გახდება, მაგრამ საინტერესო ისაა, თუ როგორ გაართმევენ ჯგუფები თავს ამ სიტუაციას. ხანდახან ისინი ცდილობენ, მოილაპარაკონ და ფორთოხალი შუაზე გაყონ. ხანდახან სულ არ ცდილობენ მოლაპარაკებას. ზოგჯერ ერთმანეთში საუბრის შედეგად აღმოაჩენენ, რომ მათ ფორთოხლის სხვადასხვა ნაწილი სჭირდებათ. ამ შემთხვევაში ჯგუფის წევრი ფორთოხალს გაფცქვნის და ორივე ჯგუფი იმას მიიღებს, რაც სჭირდება. )
|
სიმულაციური სავარჯიშო
|
ფორთოხალი
|
ჯგუფური მუშაობა
|
განმავითარებელი
|
||
4 წთ
|
C- გააზრება/ რეფლექსია
|
üაქტივობა N6 დრო _4_ წთ
მასწავლებელი აჯამებს
გაკვეთილს შეკითხვების საშუალებით, და
მოსწავლეებს აძლევს დავალებას:
1. დაწერეთ სამი რამ რამაც დაგაინტერესათ;
2. დაწერეთ ორი რამ რაზეც მეტი გინდათ გაიგოთ;
3. ერთი რამ რაზეც სიამოვნებით იმსჯელებდით;
|
მოსწავლეები ახდენენ შესრულებული სამუშაოს პრეზენტაციას
სხვადასხვა ფორმით (წაკითხვა, გამოფენა)
|
სტრატეგია
,,3-2-1“
|
რვეული სწაერკალამი
|
საერთო საკლასო
|
განმავითარებელი, განმსაზღვრელი
|
სსიპ. ქალაქ ბაღდათის N2 საჯარო სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლის პორტფოლიო, პედაგოგიური საქმიანობის ანგარიში
Pages
- მთავარი
- საწყისი გვერდი-ბლოგის მიზანი
- ჩემს შესახებ (cv )
- ცნობები და სერთიფიკატები
- გაკვეთილის გეგმები
- შეფასების რუბრიკები
- საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლების მეთოდოლოგია და მიდგომები
- სასწავლო რესურსები
- კონკურსები/ოლიმპიადები/შეჯიბრებები
- პროექტები
- თემატურ-კალენდარული გეგმები
- ღონისძიებები
- სასწავლო ექსკურსიები
- გამოკითხვა/უკუკავშირი
- ახალი სქემა
Wednesday, May 30, 2018
Subscribe to:
Post Comments (Atom)
-
გაკვეთილის გეგმა მასწავლებელი: ელზა გიორგაძე 2016-2017 სწ. საგანი: სამოქალაქო განათლება სწავლების სა...
-
გაკვეთილის გეგმა მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი - ელზა გიორგაძე, საგანი - სამოქალაქო განათლება; სწავლების საფეხური/კ...
-
ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები საქართველოში ზოგადი განათლების სისტემა მიზნად ისახავს შექმნას ხელსაყრელი პირობები ეროვნული და ზოგადსაკ...
No comments:
Post a Comment