Thursday, June 7, 2018

10. ლიდერობა და ძალაუფლება 

 გაკვეთილის დასაწყისში  მოსწავლეთა ყურადღება გამახვილდა  ძალაუფლების ცნებასთან, აღინიშნა, რომ ძალაუფლების ცნება ლიდერობასთან იმდენადაა კავშირში, რამდენადაც იგი წარმოადგენს გავლენის მოხდენის პროცესის ნაწილს. მოსწავლეებმა იმსჯელეს ძალაუფლების ხუთი ძირითადი საფუძველი ირგვლივ, როგორიცაა -  აღიარება, ექსპერტობა, ლეგიტიმურობა, დაჯილდოების შესაძლებლობა და დასჯის შესაძლებლობა, მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ძალაუფლების თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი საფუძველი ზრდის ლიდერის შესაძლებლობას გავლენა იქონიოს სხვების ქცევაზე. გაკვეთილი თანამშრომლობითი და  ინტერაქტიული ფორმით წარმართულიყო.

No comments:

Post a Comment