გაკვეთილი
დავიწყეთ წინა გაკვეთილის რეფლექსიით, შევახსენე, რომ წინა გაკვეთილზე მოსწავლეთა რაოდენობის
შესაბამისად მოვამზადეთ 20 ერთნაირი ზომისა და ფორმის ფურცელი რომელზეც
გადავანაწილეთ საპრეზენტაციო თემები -
7-7-ზე დავწერეთ საპრეზენტაციო თემა ,,ჩემი ლიდერი ქალი“ და ,,მე რომ ჩემი სკოლის მენეჯერი ვიყო“ ხოლო 6
ფურცელზე -,,მე ჩემი ქვეყნის ელჩი ვარ“ აღნიშნული ფურცლები დავკეცეთ და ჩავყარეთ
ყუთში, და ვთხოვე მოსწავლეებს ამოეღოთ თითო ფურცელი. რომელსაც მომდევნო
გაკვეთილებზე პრეზენტაციის სახით წარმოადგენდნენ, აქვე განისაზღვრა
პრეზენტაციისთვსა და უკუკავშირისთვის განკუთვნილი დრო - 5 წთ პრეზენტაცია 3 წთ. უკუკავშირი, ასევე შევახსენე, მათ მიერ წინა
გაკვეთილზე შემუშავებული შეფასების ფორმები და კრიტერიუმები, მოსწავლეებმა
წარმოადგინეს საკუთარი პრეზენტაციები თემაზე - ,,მე
რომ ჩემი სკოლის მენეჯერი ვიყო“ პრეზენტაციის დროს მოსწავლები გამოყოფდნენ
თემის ძირითად მიზნებს; ხაზს
უსვამდნენ ძირითად აზრებს და იდეებს, საუბრობდნენ მაქსიმალურად გასაგებად, პრეზენტაციის შემდეგ მომხსენებელი
პასუხობდა დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს.
გაკვეთილი
საინეტერესო და ინტერაქტიული ფორმით წარიმართა.






No comments:
Post a Comment