Thursday, June 7, 2018

17. პრეზენტაცია - ,, ჩემი ლიდერი ქალი “  
    გაკვეთილი დავიწყეთ წინა გაკვეთილის რეფლექსიით,  შევახსენე, რომ  წინა გაკვეთილზე მოსწავლეთა რაოდენობის შესაბამისად მოვამზადეთ 20 ერთნაირი ზომისა და ფორმის ფურცელი რომელზეც გადავანაწილეთ საპრეზენტაციო თემები -   7-7-ზე დავწერეთ საპრეზენტაციო თემა ,,ჩემი ლიდერი ქალი“ და ,,მე რომ ჩემი სკოლის მენეჯერი ვიყო“  ხოლო 6 ფურცელზე -,,მე ჩემი ქვეყნის ელჩი ვარ“  აღნიშნული ფურცლები დავკეცეთ და ჩავყარეთ ყუთში, და ვთხოვე მოსწავლეებს ამოეღოთ თითო ფურცელი. რომელსაც მომდევნო გაკვეთილებზე პრეზენტაციის სახით წარმოადგენდნენ, აქვე განისაზღვრა პრეზენტაციისთვსა და უკუკავშირისთვის განკუთვნილი დრო  - 5 წთ პრეზენტაცია 3 წთ.  უკუკავშირი, ასევე შევახსენე, მათ მიერ წინა გაკვეთილზე შემუშავებული შეფასების ფორმები და კრიტერიუმები, მოსწავლეებმა წარმოადგინეს საკუთარი პრეზენტაციები თემაზე - ,,ჩემი ლიდერი ქალი“, პრეზენტაციის  დროს მოსწავლები გამოყოფდნენ თემის ძირითად მიზნებ; ხაზს უსვამდნენ ძირითად აზრებს და იდეებს, საუბრობდნენ მაქსიმალურად გასაგებად, პრეზენტაციის შემდეგ მომხსენებელი პასუხობდა  დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს.

გაკვეთილი   საინეტერესო და ინტერაქტიული ფორმით წარიმართა.



No comments:

Post a Comment