Thursday, June 7, 2018

5. ქარიზმატული ლიდერი

   გაკვეთილი დავიწყეთ წინა დღის შეჯამებით, მოსწავლეთა ყურადღება გამახვილდა ქარიზმატული ლიდერობის, ქარიზამტული ლიდერობის თეორიის არსზე, რომლის შესაბამისად - თანამშრომლები, რომლებიც აკვრდებიან თავის ლიდერს მიაწერენ გმირულ, არაჩვეულებრივ ლიდერულ უნარებს, (მაგ., პიროვნების კულტი), ყურადრება გამახვილდა ქარიზმატულ ლიდერთა თვისებებზე, განვიხილეთ და ვიმსჯელეთ თანამედროვე ისტორიაში ისეთი ქარიზმატული ლიდერების შესახებ როგორებიც იყვნენ: ვლადიმირ ლენინი, იოსებ სტალინი, მაჰათმა განდი, მაო ძე დუნი, ადოლფ ჰიტლერი, ბენიტო მუსოლინი, მარტინ ლუთერ კინგი და სხვა. მოსწავლეები იტერესით მსჯელობდნენ, ოპონირებდნენ და გამოთქვამდნენ საკუთარ მოსაზრებებს მოცემული საკითხეს ირგვლივ.

 

No comments:

Post a Comment