Thursday, June 7, 2018

6. პიროვნული ზრდა და თვითგანვითარება.
    მოსწავლეთა ყურადღება გამახვილდა ლიდერთა თვისებების შესწავლასა და მათ პრაქტიკაში გამოყენებაზე, რაც მკვლევართა აზრით იძლევა საშუალებას გავხდეთ ავტორიტეტული როგორც პირად, ასევე პროფესიულ ცხოვრებაში, რადგან ლიდერებად არ იბადებიან, და რომ ლიდერობის სწავლა შესაძლებელია, მოსწავლეებმა სიამოვნებით იმსჯელეს, და პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს საკუთარი მოსაზრებები და დასკვნები სამყაროს ყველაზე გავლენიან ადამიანთა შესახებ, რომლებიც ოდესღაც იყვნენ ისეთივე ჩვეულებრივი, როგორც ასობით ადამიანი მათ გარშემო, მაგრამ ერთი თვისება განასხვავებდა მათ სხვებისგან ისინი ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდნენ დასახული მიზნისკენ. მოსწავლეები მივიდნენ იმ აზრამდე, რომ შედეგი დამოკიდებულია თითოეული ადამიანის მონდომებაზე. შეუძლებელი არაფერია, თუ ეს შეძლო და გააკეთა თუნდაც ერთმა ადამიანმა სამყაროში, შეძლებს სხავც. გაკვეთილი წარიმართა საინტერესო, თანამშრომლობითი და ინტერაქტიული ფორმით.
 

No comments:

Post a Comment