გაკვეთილი დავიწყეთ წარმატების თეორიის მკვლევრთა მოსაზრებების გაცნობით, მოსწავლეთა განსაკუთრებული ყურადღება ,,ემოციური ინტელექტის“ არსის განხილვაას მოჰყვა, ისინი მსჯელობდნენ და ასაბუთებდნენ წარმატების მიღწევის გზაზე ინტელექტისა და მასთან ერთად განათლების მიღების აუცილებელობაზე, ამასთან ხაზგასმით აღნიშნავდნენ, იმ ლიდერებზე რომლებსაც ისტორია არცთუ ისე ,,განათლებულ“ ლიდერებად იცნობს. მოსწავლეთა მსჯელობისა და დისკუსიის საგანი გახდა ის “კარგი მოსწავლეები”, რომელთაც აქვთ ლიდერისთვის საჭირო ყველა თვისება, მაამ ვერ ხდებიან პირად ცხოვრებასა და კარიერაში წარმატებული ადამიანები და პირიქით, “ნაკლებად პერსპექტიული” მოსწავლეები ნამდვილ ლიდერებად იქცევიან, გაკვეთილი წარომართა საინტერესო და ინტერაქტიული ფორმით.








No comments:
Post a Comment